x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მკვლელობა – ამ ოჯახს იდელაური ფოტოები ედოთ სოციალურ ქსელში
34 წლის შანანი ინსტაგრამზე თუ ფეისბუქზე ძალიან ხშირად დებდა მეუღლის ფოტოებს მსგავსი წარწერებით "მე მიყვარს ეს კაცი!". მოგზაურობდნენ, წარმატებული კარიერა ჰქონდათ და იდეალური ოჯახივით გამოიყურებოდნენ.

image


ორშაბათს, 15 კვირის ორსულმა შანანმა თავისი ქალიშვილების, 4 წლის ბელას და 3 წლის სელისტეს დაკარგვის შესახებ განაცხადა. 2 დღის შემდეგ შანანის და მისი ქალიშვილების ცხედრები იპოვნეს. მეუღლე კრისტოფერი ახლა პატიმრობაშია.

"წარმოუდგენელია უკეთესი მეუღლე ვიდრე ის არის" წერდა შანანი სოციალურ ქსელებში აპრილში. 19 ივნისს კი სქრინშოტი გამოაქვეყნა სადაც გაგზავნილი ჰქონდა შვილების ფოტოები და ზედ წარწერა იყო გაკეთებული "საუკეთესო მამა".


image
ირკვევა რომ კრისტოფერი შანანზე ძალადობდა. ყველა შოკირებულია ვინც ამ ოჯახს იცნობდა, თუ სოციალურ ქსელებში ადევნებდა თვალს.

ფეისბუქზე შანანის ძმაც ადასტურებს რომ სიძის მიერ არიან ბავშვები და მეუღლე დახოცილები. შანანი ბიჭზე იყო ორსულად, რომლისთვისაც ნიკო უნდა დაერქმიათ.

ძალადობის ცენტრში აცხადებენ რომ იდეალური ფოტოების მიღმა ხშირად იმალება ძალადობა. ეს სულის შემძვრელი ამბავი რამდენიმე საათია ინტერნეტში გავრცელდა.

0
436
შეფასება არ არის
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0