x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გიორგი ბაბუხადია: „მოჭიდავეების ეს საქციელი პირადად ჩემთვის აბსოლიტურად მიუღებელია“

სოციალური ქელის მომხმარებელი, გიორგი ბაბუხადია ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და მოჭიდავეების მიერ, რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურების ჩაცმას ეხმაურება:

„ქართველი მოჭიდავეების მხრიდან რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურების ჩაცმაზე უარესი, მათი შემდგომი დამოკიდებულება იყო. ის დამოკიდებულება, რომელიც ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ გამოიჩინეს. გულწრფელად ვიტყვი, რომ პირადად ჩემთვის ეს ძალიან სამწუხარო იყო. ადამიანებმა, რომელებსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს, და თავის მხრივ მათაც არა ერთი გამარჯვება და სიხარული მოუტანიათ საკუთარი ქვეყნისთვის, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით გამოდიან, ოკუპანტი, მტერი სახელმწიფოს დროშის ფერებიან მაისურებს იცვამენ. ხოლო შემდეგ, მათივე კომენტარებიდან გამომდინარე რჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე ვერ იაზრებენ, თუ რას ნიშნავს, და რა არასასიამოვნოა ყოველივე ეს მათი გულშემატკივრისთვის, თითოეული ქართველისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სპორტი და პოლიტიკა, კულტურა და პოლიტიკა და ა.შ. ერთმანეთისგან გამიჯნული არაა. რუსეთი კი საქართველოს ღია მტერი და ოკუპანტი სახელმწიფოა. მას ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20%, სისტემატიურად გვიწევს საზღვრებს და ახდენს ახალი მიწების ოკუპირებას, საზღვრიდან სისტემატიურად გვტაცებს თანამოქალაქეებს, სასტიკად მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი და გიგა ოთხოზორია... მითუმეტეს ამ მაისურებზე გამოსახულია პირი, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს პეკინში რუსეთის ინტერესებს წარადგენდა, ხოლო წელს ცხინვალში „ქართული სახმედრო აგრესიის“ შედეგად დაწყებული ომი გაიხსენა. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს რას წარმოადგენს რუსეთი. იმედს დავიტოვებ სამომავლოდ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ექნება, მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე ჩვენს სპორტსმენებს ეხება. მოჭიდავეების ეს საქციელი კი პირადად ჩემთვის აბსოლიტურად მიუღებელია“ - წერს ბაბუხადია.



image

2
20
შეფასება არ არის
ავტორი:დუდე555
დუდე555
20
  
2018, 18 აგვისტო, 9:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 18 აგვისტო, 8:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2