x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ბუკინგემის სასახლეში სამუშაოდ გიწვევენ - ახალი ვაკანსიები სამეფო ოჯახისგან
თუ ამ ზაფხულს, ინგლისში წასვლა სამუშაო მიზნებით გაქვთ გადაწყვეტილი, ბევრი დაბრკოლება აღარ შეგხვდებათ, რადგან თავად დედოფალი ელიზაბეტ II-ე ეძებს დამხმარეს სხვადასხვა სფეროში.


image


გაფრთხილება: ზღაპრულ ხელფასს არ ელოდოთ. სამაგიეროდ, გელით საინტერესო მოვალეობები, ცხოვრება სამეფო ოჯახის გვერდით და სხვა პლუსები. დროა ბედი სცადოთ!



1. ვაკანსია - ვიზიტორთა ასისტენტი.


სად - ბუკინგემის სასახლე.

ხელფასი - 27 000 $ წელიწადში.

ვაკანსიის ბოლო დღე - 19 აგვისტო, 2018 წელი.


ვალდებულებები: კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობის ნიჭი, ინიციატიურობა, მოხერხებულობა. მოვალეობები მოიცავს ექსკურსიების მარშრუტების შექმნას, სასახლის სტუმრებთან პირდაპირ მუშაობას, გუნდის წევრებისა და უსაფრთხოების სამსახურის კოორდინაციის ორგანიზება, მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა.

imageimage




2. ვაკანსია - საცალო ვაჭრობის თანაშემწე.

სად - ბუკინგემის სასახლე.

ხელფასი - 11 $ საათში.

ვაკანსიის ბოლო დღე - 24 აგვისტო, 2018 წელი.


ვალდებულებები: მეგობრული, ამბიციური, ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება. ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი სტუმრობს სასახლეს და სწავლობენ საუკუნოვან და მრავალფეროვან ისტორიას მის შესახებ. ვალდებული ხართ გაყიდოთ ბილეთები იქ წასასვლელად ან იქ გაყიდოთ მათზე (ტურისტებსა და სტუმრებზე) სუვენირები.

imageimage




3. ვაკანსია - ბილეთების გაყიდვების დამხმარე, თანაშემწე.

სად - ბუკინგემის სასახლე.

ხელფასი - 13 $ საათში.

ვაკანსიის ბოლო დღე - 26 ავისტო, 2018 წელი.



ვალდებულებები: გამოცდილება გაყიდვების სფეროში, ამბიციურობა, კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა. დღის განმავლობაში საჭიროა დიდი რაოდენობის აპლიკაციის დამუშავება.

imageimage





4. ვაკანსია - დამხმარე სასახლეში.

სად - ბუკინგემის სასახლე.

ხელფასი - 22 000 $ წელიწადში.

ვაკანსიის ბოლო დღე - 26 აგვისტო, 2018 წელი.


ვალდებულებები: გამოცდილება არ არის სავალდებულო, აუცილებელია გუნდურად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობა. მოვალეობები მოიცავს სასახლის ოთახების მომზადებას სხვადასხვა სტუმრებისთვის.

imageimage





5. ვაკანსია - ფერწერის სპეციალისტი, რესტავრატორი.

სად - Windsor Palace.

ხელფასი - 40 000 $ წელიწადში.

ვაკანსიის ბოლო დღე - 29 აგვისტო, 2018 წელი.



ვალდებულებები: საჭიროა შესაბამისი განათლება და სამუშაო გამოცდილება. მოვალეობები მოიცავს ხელოვნების ნიმუშების მონიტორინგს, პასუხისმგებლობას მათ უსაფრთხოებაზე და ზოგიერთ შემთხვევაში, აღდგენას.

imageimage







6. ვაკანსია - შეფ-მზარეული.

სად - ბუკინგემის სასახლე.

ხელფასი - კონკურენტული.

ვაკანსიის ბოლო დღე - 5 სექტემბერი, 2018 წელი.



ვალდებულებები: ლიდერული თვისებები, სამუშაო გამოცდილება კვების გარემოში, პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა მოიცავს სამზარეულოში მუშაობის კოორდინაციას, კერძების შემოწმებას, გუნდის მმართველობასა და პროდუქტების შეძენას.

imageimage






7. ვაკანსია - დამხმარე სასახლეში, მსახურის თანაშემწე.

სად - ბუკინგემის სასახლე.

ხელფასი - კონკურენტული.

ვაკანსიის ბოლო დღე - 31 აგვისტო, 2018 წელი.



ვალდებულებები: სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილება, ორგანიზაცია, ეფექტურობა. როგორც მსახურის თანაშემწე, თქვენი ვალდებულებაა გეჭიროთ თვალი, რომ სასახლეში შენარჩუნდეს წესრიგი და სისუფთავე.

imageimage



P.S. როგორც ხედავთ, ანაზღაურება არც ისე დიდია. ბევრმა ბრიტანელმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს სტანდარტების ხელფასი მცირეა, მაგრამ შესაძლებელია საინტერესო გამოცდილება მიიღოთ. ბუკინგემის სასახლის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სამეფო ოჯახთან მუშაობა, მართლაც საინტერესო იყო. რას იტყვით, ცდით ბედს?


image




იხილეთ აგრეთვე:



გაინტერესებთ ვინ არის ბრიტანეთის სამეფოს ბავშვების ძიძა?image





პაპარაცებმა გაშიფრეს, თუ რატომ ატარებს ჰერცოგინია ქეით მიდლტონი თითზე "პლასტირს"image




1
169
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
169
  
2018, 19 აგვისტო, 10:49
საინტერესო სტატიაა, მაგრამ რად გინდა, ამდენი შრომის მერე მიუხედავად იმისა 39 გაზიარება აქვს სულ 94 ნახვა აქვს. :(
0 1 1