x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
10 არსება, რომელიც რეალურად ცხოვრობდა დედამიწაზე
ზღაპრები ხშირად გვიყვება ამოუცნობ, საშიშ არსებებზე, მაგრამ არც კი გვიფიქრია, რომ ისინი შესაძლოა მართლაც არსებობდნენ.

ჩვენ მოგიყვებით 10 მათგანის შესახებ, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობდნენ და ეს სულაც არ არის ზღაპარი!

"ჰობიტი"imageთვითონ სიტყვა "ჰობიტი" მოიგონა ჯონ რონალდ რუელ ტოლკინმა, თუმცა არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ პატარა ადამიანები ნამდვილად ცხოვრობდნენ დედამიწაზე.
2003 წელს, კუნძულ ფლორესზე (ინდონეზიაში), არქეოლოგებმა გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხი. ის იყო 1მეტრის სიმაღლის, ხოლო თავის ქალა ჰქონდა ჩვეულებრივ ადამიანზე 3-ჯერ ნაკლები.

ცპტა მოგვიანებით, მეცნიერებმა კიდევ 9 ასეთი ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელთაგანაც ყველაზე ახალგაზრდა 12 000 წლისაა.


მეცნიერებმა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ადამიანის განსხვავებული სახეობაა და მას უწოდეს "ფლორესის ადამიანი(ლათ:Homo floresiensis).


დრაკონებიimage
დრაკონები ყველაზე ცნობილი მითიური არსებები არიან. უზარმაზარი ხვლიკები, რომლებიც ცეცხლს აფრქვევდნენ და მათი დამარცხება მხოლოდ მამაცებს შეეძლოთ...

საყურადღებოა, რომ არსებობდა რეალური ცხოველები, რომლებსაც ნამდვილად შეიძლება ვუწოდეოთ დრაკონი. მაგალითად: მეგალანია, ყველაზე დიდი ხვლიკია, რომელსაც იცნობს მეცნიერება. ისინი სიგრძეში 9 მეტრის იყვნენ, იწონიდნენ 2 200 კგ-ს და ქონდათ შხამიანი ნერწყვი. ნაცნობი აღწერილობაა არა? მეგალანია ცხოვრობდა პლეისტოცენის ეპოქაში და ნამდვილად შეეძლო ადამიანს შეხვედროდა, შესაბამისად მითები სწორედ აქედან მოდის უზამრმაზარ ხვლიკზე-დრაკონზე.

დრაკონები ეხლაც არსებობენ. ინდონეზიაში არსებობს ხვლიკის სახეობა, რომელიც იზრდება 3 მეტრი სიგრძის, რაც არც ისე პატარაა. მისი ნაკბენი მომწამვლელია. ის მსხვერპლს კბენს და ელოდება მის დასუსტებას.

კრაკენი (ზღვის ურჩხული)

image

კრაკენი არის გიგანტური პროპორციების ზღვის ურჩხული. მას მოცურავე კუნძულსაც უწოდებნენ მეზღვაურები. კრაკენს შეუძლია საცეცებით საკმაოდ დიდი ხომალდის წყალში ჩათრევა.

იმუჯი-კორეული დრაკონი

image

კორეული ლეგენდები გვიყვებიან იმუჯის შესახებ. ეს არის უზარმაზარი ფითონი, რომელიც ახალგაზრდა დრაკონებად ითვლება. მათ უნდა ეცხოვრათ წყალში ან გამოქვაბულში 1000 წელი, ხოლო შემდეგ ისინი დრაკონებად გარდაიქმნბოდნენ და შეძლებდნენ ფრენას.

მიუხედავად ამისა, სამხრეთ ამერიკაში იპოვეს მათი არსებობის მტკიცებულება და არა კორეაში. გიგანტური გველი ნამდვილად არსებობდა. პითონი ტიტანაბოა იყო 14 მეტრი სიგრძის და იწონიდა ერთ ტონას. ისინი ისეთი ზომისა იყო, რომ ნამდვილად შეგვეძლო ჩაგვეთვალა დრაკონად. ტიტანაბოა მრავალი წლის წინ გადაშენდა, ისმის კითხვა :შეძლეს კი მათ დრაკონებად გადაქცევა და ცაში აფრენა?


საშინელი მგელიimage

დიდი ზომის, საშინელი მგლები რეალურად არსებობდნენ. მათი კბილების ზომა მკვეთრად დიდი იყო, ცვეულებრივ მგელთან შედარებით. თუმცა მათი პრობლემა იყო სისწრაფე. მათ არ შეეძლოთ ნადირობა და როცა მათი საკვებიც შემცირდა, ნელ-ნელა გადაშენდნენ . გაჩნდა ახალი სახეობა, რომელიც სწრაფია და თავს ესხმის სხვა ცხოველებს, სწორედ ესენი არიან თანამედროვე მგლები.

მობი დიკი

image

Moby Dick-ეს რის, თეთრი, გიგანტური კაშალოტი. რეალურად ის უფრო დიდი და საშიში იყო ვიდრე წიგნებში აღწერდნენ. კაშალოტები დღესაც არსებობენ, იწონიან დაახლოებით 70 ტონას. ის ყველაზე დიდი მტაცებელი ვეშაპია.

image


მეგალოდონიimage

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზვიგენი - მეგალოდონია . იგი ოკეანის სიღრმეში ბინადრობდა 28 მილიონი წლის წინათ. მეგალოდონი იყო წყალქვეშა სამყაროს ნამდვილი მეფე, აღწევდა 16 მეტრს და იწონიდა დაახლოებით 47 ტონას.

არსებობს მტკიცებულა იმისა, რომ ისინი ცხოვრობდნენ ადამიანის გაჩენამდე.
ამბობენ, რომ მეგალოდონები ცხოვრობენ ადამიანის მიერ მჯერ კიდევ აუთვისებელ, ოკეანის წყნარ ადილებში.

გიგანტოპიტექეები

მაიმუნების გადაშენებული სახეობა, თანამედროვე ინდოეთის, ჩინეთისა და ვიეტნამის ტერიტორიაზე ბინადრობდა. სპეციალისტების თქმით ის 3 მეტრის სიმაღლისა იყო და იწონიდა 300-550 კგ-ს.image

ჩიტი - fororakos

საშინელი ფრინველები, რომლებიც 23 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. ისინი გამოირჩეოდნენ დიდი ზომით. იზრდებოდნენ სამ მეტრამდე და იწონიდნენ 300 კგ-ს. ისინი შესანიშნავი მტაცებლები იყვნენ. მათი თავის ქალა ძალიან მდგრადი იყო, ისინი მსხვერპლს სწორედ თავს ურტყამდნენ. ერთადერთი კონკურენტი იყო ვეფხვიტილაკოსმილი, თუმცა ფრინველი უფრო სწრაფი იყო. ჩიტი - fororakos-ი გადაშენდა 23 მლნ . წლის წინ.

image

ზღვის გველი

ზღვის გველი სხვადასხვა მითებშია ხსენებული, ასევე არსებობს თვითმხილველთა ჩანაწერები. ზღვის გველებს შეხვდნენ ხმელთაშუაზღვისპირეთში, აზიაში, ინდოეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებზე.image

თქვენ რას ფიქრობთ მატი არსებობის შესახებ? გაგვიზიარეთ აზრი.





























0
934
6-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
934
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0