x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თურქები iPhone-ებს ამსხვერევენ - როდის დასრულდება ამერიკა-თურქეთის დაპირისპირება?

image

ამერიკა-თურქეთის დაპირისპირების ფონზე გასული კვირა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა საქართველოსთვისაც. თურქეთისთვის დაწესებულმა ამერიკულმა სანქციებმა ლირა ისტორიულ მინიმუმადე გააუფასურა, უარყოფითი მოლოდინების გამო კი ქართული ლარიც გაუფასურდა.

შეიძლება თუ არა მოგვარდეს ამერიკისა და თურქეთის დავა ახლო მომავალში? - ეს არის კითხვა, რომელიც ახლა ძალიან ბევრს აინტერესებს. პასუხი უარყოფითია, ამას კი თურქეთში არსებული რეალობაც ამყარებს.

15 აგვისტოს, თურქულმა სასამართლომ ამერიკელი პასტორის აპელაცია არ დააკმაყოფილა და შინა პატიმრობაში დატოვა. ეს იმ ფონზე, როდესაც თურქეთში დაპატიმრებული
Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის უფროსი თანერ კილიჩი იმავე დღეს გაანთავისუფლა. საინტერესოა, რომ ორივე მათგანს ერთი და იგივე ბრალდება აქვს წაყენებული - ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირი.

ეს კი ნიშნავს, რომ ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის შინა პატიმრობაში დატოვება თურქეთის პრეზიდენტისთვის ჯერჯერობით მაინც ძალიან პრინციპული საკითხია და მას უახლოეს
მომავალში ნამდვილად არ გაათავისუფლებენ. მეორე მხრივ, ამერიკელი პასტორის გათავისუფლება ასევე პრიციპულ მნიშვნელობას ატარებს ამერიკისთვის, ამიტომაც განაცხადეს თეთრ სახლში, რომ თურქეთისთვის დაწესებული სანქციები არათუ მოიხსნება, არამედ შეიძლება კიდევ უფრო გამრავლაფეროვნდეს.
ამ საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე საინტერესოა რამდენად აქვს მხარდაჭერა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქ მოსახლეობაში? რამდენად დაუჭერენ მხარს, თუკი დაძაბულობა ამერიკასთან გაგრძელდება და უფრო მძიმე შედეგებამდე მივა? განაგრძეთ კითხვა
0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0