x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
რობერტ დე ნირო 75 წლისაა -10 ყველაზე დასამახსოვრებელი როლი
image

1943 წლის 17 აგვისტოს დაბადებიდან 75 წელი შეაუსრულდა, აშშ-ს და ჰოლივუდის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს რობერტ დე ნიროს, რომელმაც უამრავი დასამახსოვრებელი როლებით შეიყვარა მილიონობით თაყვანისმცემელმა, დაწყებული შავი სამყაროს განგსტერებით თუ სპორტსმენით დამთავრებული.

ქვემოთ გაეცნობით მის მიერ შესრულებულ 10 საუკეთესო როლს.



უფერული ქუჩები(1973)-დე ნიროს პირველი თანამშრომლობა სკორსეზესთან, ფილმის გამოსვლიდან მეორე დღეს რობერტ დე ნირომ, როგორც ამბობენ გაიღვიძა, როგორც ვარსკვლავმა, სიუჟეტი ვითარდება ნიუ-იორკის იტალიურ კვარტალში, სადაც ოთხი მეგობარი ცხოვრობს და ოჯახური ტრადიციის მიხედვით მაფიით უნდა დაკავდნენ.


image

ნათლიმამა-2-(1974)-კორლეონეს კლანს სათავეში დონ ვიტოს უმცროსი ვაჟი, მაიკლი ჩაუდგა. იგი ოჯახურ ბიზნესს უძღვება, აძლიერებს და აფართოვებს თავისი კლანის გავლენას. კორლეონეს კლანის ახალი მმართველებისთვის არ არსებობს მორალური დაბრკოლებები დასახული მიზნების მისაღწევად. პატრიარქალურ სიცილიურ ტრადიციებისა და კანონების ნაცვლად მაიკლ კორლეონე მაფიაში პრაგმატულ და სასტიკ მეთოდებს დანერგავს. აწყობილ ფილმი პარალელურად მოგვითხრობს დონ ვიტო კორლეონეს ბავშვობისა და ახალგაზრდობის შესახებ.(ახალგაზრდა კორლეონე-რობერტ დე ნირო)

image


ტაქსის მძღოლი (1976)-ვიეტნამის ომის ვეტერანი ტაქსის მძღოლად(დე ნირო) მუშაობს ნიუ-იორკში. მის ირგვლივ მხოლოდ ძალადობა და უსამართლობაა, ამ ყოველივეს შემყურე ის მარტოხელა მონადირედ გადაიქცევა, რომელიც ცდილობს სამართლიანობის აღდგენას.

image

ცოფიანი ხარი(1980)-შავ-თეთრი ფილმი ჯეიკ ლა მოტას წიგნის მიხედვით. ჯეიკი - სახელად ბრონკსელი ხარი, მოკრივეა. მის მძვინვარებას და სისასტიკეს საზღვარი არ აქვს, რაც რინგზე უძლეველს ხდის...

image

ერთხელ ამერიკაში-(1984)-1920-იან წლებში, როდესაც ამერიკა მხიარულებდა ჯაზის ხმებზე და ყოველი ქუჩაში მოხეტიალე ოცნებობდა მილიონერი ყოფილიყო, ნიუ-იორკის გარე უბნებში რამდენიმე მამაცი ბიჭი შეხვდა ერთმანეთს. ისინი კონკურენტებს თავიდან იშორებდნენ, დაუნდობლად სჯიდნენ მოღალატეებს და თავხედურად მახვილგონივრულ თაღლითობებს ასრულებდნენ, "მშრალი კანონის" დროს ისინი კრიმინალური სამყაროს მეფეები გახდნენ . მათ ფიცი დადეს ერთმანეთისთვის თავი გაეწირათ, ვინაიდან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრობა იყო. უამრავი წლის შემდეგ ბედისწერა სასტიკად მოექცა მათ და აიძულა, ფიცი შეესრულებინათ.

image

ანგელოზის გული(1987)-ალან პარკერის საკულტო ტრილერი, -ჰარი ენჯელს, საიდუმლოებით მოცული პიროვნება სახელად ლუის საიფერი(დე ნირო) გაუჩინარებული ადამიანის პოვნას დაავალებს. ჰარი ენჯელი საკუთარი სულის წიაღში ზებუნებრივ მოგზაურობაში მიემგზავრება.

image

მოასწრო შუაღამემდე(1988)-ჯეკ უოლში(დე ნირო) თავისი საქმის პროფესიონალია. როდესღაც ის პოლიციაში მსახურობდა, ახლა კი კერძო ძებნით არის დაკავებული - ეძებს გაქცეულ დამნაშავეებს. ამჯერად ის თავმდაბალ ბუღალტერს - ჯონათან მარდუკასს ეძებს. რომელმაც მოახერხა და მაფიას 15 მილიონი დოლარი მოპარა.

image

დიდებული ბიჭები(1990)–ფილმში ასახულია 1955-80 წლებში ლუჩეზეს კრიმინალური ოჯახის აღზევება და დაცემა.

image

კაზინო-(1995)-ვერავინ შეედრება სემ "ტუზი"როტშტეინს(დე ნირო). ვერავინ შოულობს ფულს როგორც ის. არავის შეუძლია მუშაობა ასე თავგანწირვით და აკურატულად, როგორც მშრომელ სემს. თავისი განუმეორებელი თვისებებისთვის რეტშტეინს მეტსახელი "ასი" დაარქვეს და მაფიის ბოსებმა გადაწყვიტეს ის ლას–ვეგასში უზარმაზარი კაზინოს დირექტორად დაენიშნად. და იმისათვის, რომ სემს არავინ შეუშალოს ხელი მუშაობაში, მაფიოზებმა მასთან ერთად გააგზავნეს მისი ბავშვობის მეგობარი – ნიკი სანტორო – დაუნდობელი ბანდიტი. ლას–ვეგასში ასი როგორც ყოველთვის ასრულებდა თავის სამსახურს: კაზინოში საქმეები საუკეთესოდ მიდიოდა. ყველაფერი იდეალურად იყო, და ვერავინ იფიქრებდა, რომ რამე ასის ცხოვრებას შეცვლიდა. მაგრამ ღმერთმა სხვანაირად განკარგა- სემის იმპერია ტრაგედიაში და სისხლში ჩაიძირა.

image

იმედის სხივების კრებული(2012)-პეტ სოლიტანოს ბიპოლარული აშლილობა აქვს. რვა თვის მკურნალობის შემდეგ იგი ტოვებს ფსიქიატრიულ კლინიკას და უბრუნდება მშობლებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ყოფილ მეუღლესთან, ნიკისთან კონტაქტი აკრძალული აქვს, თუმცა პეტი ამას მაინც ცდილობს. ნიკის დაბრუნების მცდელობისას პეტი გაიცნობს ტიფანი მაქსველს, რომელიც ჰპირდება, რომ დაეხმარება ცოლის დაბრუნებაში, თუკი პეტი მას ცეკვის კონკურსში პარტნიორობას გაუწევს. ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან. პარალელურად ვითარდება პეტისა და მისი მამის ურთიერთობები.

image

0
208
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0