x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
შავ ზღვაში შემოვიდა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ერთერთი ყველაზე სწრაფი სადესანტო ხომალდი

image შავ ზღვაში შემოვიდა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ერთერთი ყველაზე სწრაფი სადესანტო ხომალდი USNS “Carson City” (T-EPF-7), რომელიც მიეკუთვნება "JHSV" ტიპის სამხედრო ხომალდებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სადესანტო ხომალდი პირველად შემოვიდა შავი ზღვის აკვატორიაში და ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სადესანტო ხომალდის შემოსვლა დაემთხვა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ უკრაინის დროებით ბლოკადას ზღვიდან.
რაც შეეხება ამერიკულ სადესანტო ხომალდს "USNS “Carson City” (T-EPF-7), ესაა უახლესი სადესანტო ხომალდი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებში. ხომალდის ტვირთამწეობა 635 ტონაა, შეუძლია ბორტზე განათავსოს 312 საზღვაო ქვეითი მებრძოლი, ავტონომიურ რეჟიმში შეუძლია გაცუროს 1200 მილი კრეისერული სიჩქარით 35 კვანძი. სადესანტო ხომალდის მაქსიმალური სისწრაფე 43 კვანძია რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ სადესანტო ხომალს შეუძლია განავითაროს 79, 636 კმ/სთ სიჩქარე, რაც დამეთანხმებით ამ სიდიდის ხომალდისათვის ძალიან მაღალი სიჩქარეა.
ამერიკული სადესანტო ხომალდის შემოსვლამ რუსული მხარის გაღიზიანება გამოიწვია, მათი განცხადებით შეინიშნება შავი ზღვის აკვატორიაში "ნატოს" წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების ხშირი შემოსვლა, რაც უარყოფითად აისახება რუსეთ-"ნატოს" ურთიერთობაზე.
რუსი სამხედრო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა სადესანტო ხომალდს უკვე ვერტმფრენმზიდიც მოჰყვეს შვი ზღვის აკვატორიაში და ერთ დღეს შეიძლება უარი თქვან "ნატოელებმა" კონვენციის შესაბამისად შავ ზღვაში "ნატოს" წევრი ქვეყნების სამხედრო გემების ყოფნის ვადების შეზღუდვაზე და ამერიკული ან საერთოდ "ნატოს" სამხედრო-საზღვაო ბაზები გაიხსნას რეგიონში, რაც რუსეთისათვის მიუღებელია.


1
144
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
144
  
2018, 17 აგვისტო, 19:38
ძალიან კარგი იქნება,თუ ნატო უარს იტყვის მაგ კონვენციის შესრულებაზე და ფოთსა და ბათუმში ჩააყენებს რამდენიმე ხომალდს მუდმივად.
0 1 1