x
პოპულარული ავტორები
მოკრივე-ლეგენდა.
2012, 4 ივლისი, 14:10

image ლეგენდარული პროფესიონალი მოკრივე–როკი მარჩიანო დაიბადა 1923 წლის 1 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუტესის შტატში, ქალაქ ბროქტონში.
ნამდვილი სახელი– როკი ფრენსის მარკედჯიანო.
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი 1952–1956 წლებში.
ფენომენალური მოკრივე, რომელსაც არასოდეს არ განუცდია დამარცხება პროფესიონალურ კრივში.
49 შეხვედრიდან 49 მოგება.
აქედან 43 ნოკაუტით, შედეგი რომელიც დღემდე ვერავინ გააუმჯობესა პროფესიულ კრივში–მძიმე წონაში.
არცერთი ფრე და არცერთი დამარცხება.
მისი დებიუტი შედგა 1947 წლის მარტში. 1950 წლის მარტში შეხვდა რონალდ ლასტარცის, ლასტარცის მცირე უპირატესობა ქონდა პირველ რაუნდებში, მაგრამ 15 რაუნდიან შერკინებაში გაიმარჯვა მარჩიანომ.
1951 წლის ოქტომბერში ხვდება ლეგენდარულ შავკანიან პროფესიონალ მოკრივეს ჯო ლუისს, უკვე ასაკოვანმა ცოცხალმა ლეგენდამ ბევრი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ამომავალ ვარსკვლავს და მარჩიანომ ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი 8–ე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
1952 წლის სექტემბერში მარჩიანო გადის რინგზე, მსოფლიო ჩემპიონ– ჯერსი ჯო უოლკოტის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროისათვის, მსოფლიო ჩემპიონი იყო მძიმე წონაში.
თავისი კარიერის მანძილზე, მარჩიანო პირველად აღმოჩნდა ნოკდაუნში, მიუხედავად ამისა 13–ე რაუნდში მარჩიანომ ჩემპიონი ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლამ მიიღო მეტსახელი :წლის ბრძოლის: სახით.
1953 წლის მაისში შედგა მათი მატჩ–რევანში, მარჩიანომ უოლკოტი ნოკდაუნში ჩააგდო, უოლკოტი 10–დე დათვლამდე უძრავად იჯდა რინგის ფიცარნაგზე და მხოლოდ 10–დე დათვლის მერე წამოდგა და პრეტენზიები გამოთქვა, რომ ის მზად იყო საბრძოლველად, რასაც მაყურებლების სტვენა მოჰყვა პასუხად.
რეფერიმ გააჩერა შეხვედრა, გამარჯვებულად ისევ მარჩიანო გამოაცხადდა.
1953 წელს მარჩიანო ისევ შეხვდა რონალდ ლასტარცის, მარჩიანომ 11–ე რაუნდში გაიმარჯვა ტექნიკური ნოკაუტით.
1954 წლის ივნისში ხვდება ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს მძიმე წონაში–ეზარდ ჩარლზს და ქულებით ამარცხებს.
მარჩიანოსათვის კარგად დაცდილ სექტემბერში იმავე წელს ხდება მათი შეხვედრა გამეორებით და მარჩიანო 8–ე რაუნდში მოწინააღმდეგეს ნოკაუტში აგდებს.
1955 წლის მაისში მარჩიანო ნოკაუტით ამარცხებს დონ კოკელას.
1955 წლის სექტემბერში ხდება მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონ როკი მარჩიანოსა და ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონ, ლეგენდარულ შავკანიან მოკრივეს არჩი მურის შეხვედრა.
შეხვედრის დაწყებამდე მურმა განაცხადა, რომ მარჩიანოს მალევე ასწავლიდა ჭკუას და ისეთ გაკვეთილს ჩაუტარებდა, რაც მარჩიანოს კრივზე ააღებინებდა ხელს.
საპასუხოდ–ნოკაუტით გაიმარჯვა 9–ე რაუნდში.
ეს იყო მარჩიანოს კარიერაში მართლაც ბოლო შეხვედრა, რადგან ზურგის პრობლემების გამო, ექიმების რჩევით წავიდა რინგიდან საბოლოოდ.
კრივისთვის თავის დანებების შემდეგ იყო წარმატებული ბიზნესმენი.
დაიღუპა ავიაკატასტროფაში 1963 წლის 31 აგვისტოს, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა 46 წლის ასაკში.
მოკრივე! რომელიც არასოდეს არ დამარცხებულა, პროფესიულ კრივში, მთელი კარიერის მანძძილზე მხოლოდ ერთხელ იყო ნოკდაუნში, მოკრივე რომლის ფენომენალური შედეგი უცვლელია 49 შეხვედრიდან 43 მოგება ნოკაუტით და არცერთი ფრე.

269
8-ს მოსწონს
1
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:აბრაგი 68
აბრაგი 68
Mediator image
   ქართული კლავიატურა
დევიდ კალზაგემაც დაუმარცხებლად დატოვა რინგი...როი ჯონსს სდზლია ბოლო ბრძოლაში. აბრაგ გეტყობა კრივი გაინტერესებს.კაია ასეტ საინტერესო ინფორმაციებს რო დებ.გაიხარე.
2012, 18 სექტემბერი, 16:55
+1
2012, 13 სექტემბერი, 18:25
=1111111111111111111111111
2012, 23 აგვისტო, 17:42
+10
2012, 13 ივლისი, 17:47
+1
2012, 9 ივლისი, 12:55
თვითონვე ამბობდა: ჩემს მუშტს სიძლიერე ქუჩის ბრძოლებმა შესძინესო.
2012, 9 ივლისი, 0:23
დავამატებ ამ სტატის იმას რომ როკი მარჩიანო ჩვეულებრივი უმცროისი მატროსი იყო(იუნგა) და შემთხვებით ჩხუბის დროს აღმოაჩინეს მისი ნიჭი.
2012, 4 ივლისი, 21:51
მომხმარებელს ვუხდი ბოდიშს, გაიპარა უზუსტობა. კომენტარში უნდა ყოფილიყო არა: რეი :შუგარ: რობერტსონი, არამედ-რეი :შუგარ: რობინსონი.
2012, 4 ივლისი, 16:17
არაფერს
2012, 4 ივლისი, 16:15
მადლობა.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10
აბა თუ გამოიცნობთ?!აბა თუ გამოიცნობთ?!
ვინ არის ეს ადამიანი? ვის უყურებენ ესე გამალებით? ...
ყველაზე სექსუალური ქალები საქართველოშიყველაზე სექსუალური ქალები საქართველოში
ჟურნალ "ბომონდისა" და ინტერნეტსაიტ მარაო-ჯის ჩატარებული გამოკითხვის მიხ...
ივანიშვილის პირადი პატიმრებიივანიშვილის პირადი პატიმრები
ზუსტად ეს სათაური აქვს სტატიას რამდენიმე ცნობილ ქართულ საიტზე და როგორც ჩანს ITV ა...
შორენა ბეგაშვილი - Vbet-ის სახე გახდაშორენა ბეგაშვილი - Vbet-ის სახე გახდა
შორენა ბეგაშვილს ჯერ ოცნება არ აუხდენია, და პარიზში არ გაუგრძელებია თავი...
,,კლდის   ვეფხვი'',,კლდის ვეფხვი''
მინდა გიამბოთ ადამიანზე, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ალპნიზმის ერთ-ერთი სახეო...
ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენებიყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები
რეიტინგი შედგენილია წლიური შემოსავლით, რომელიც მოიცავს სპორტსმენების ხე...
 
euro 2012 _ის ლამაზი ფანებიeuro 2012 _ის ლამაზი ფანები
აქ თავმოყრილია ევრო 2012 -ის ფანი გოგოები , წარმოდგენილია 16 ივე ეროვნული ქვეყნის ...
Cristiano Ronaldo-ს და Irina Shayk -ის დასვენება კუნძულზეCristiano Ronaldo-ს და Irina Shayk -ის დასვენება კუნძულზე
ცნობილი ფეხბურთელი Cristiano Ronaldo და მისი შეყვარებ...
Made in ChinaMade in China
1.Ziyi Zhang 2. Qi Shu ...
Shelby GT500 By Mustang Specialist..Shelby GT500 By Mustang Specialist..
ამერიკულმა სპეც. ატელიე Mustang Specialist-მა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ M...
75 წლის "ბოდი ბილდერი" ქალი75 წლის "ბოდი ბილდერი" ქალი
გაგიკვირდებათ და მაშინ, როცა ჩვენ გვძინავს და სულაც არ ვფიქრობთ ვარჯიშზე და სხეული...
ახალი "ტროიანი" იპარავს შემოსულ SMS-ებს და ტელეფონის ნომრებსახალი "ტროიანი" იპარავს შემოსულ SMS-ებს და ტელეფონის ნომრებს
ტროიანული პროგრამა Android.SpyEye-ს ახალი ვერსია ი...