x
image
თორ ნიკე
Mediator image
რომელია ყველაზე საშიში ნარკოტიკი?
რომელია ყველაზე საშიში ნარკოტიკი?


ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი აშშ-ში 2002 წლიდან 2015 წლამდე 2, 2-ჯერ გაიზარდა. რომელია ყველაზე საშიში ნარკოტიკი? თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ყველაზე სასიკვდილო ნივთიერებებზე, მეცნიერები იყენებენ ტერმინს "საშუალო სასიკვდილო დოზას" ან LD 50 -ს, რომელიც ითვლის თუ ნივთიერების რა რაოდენობაა საჭირო იმისათვის, რომ დახოცოს ექსპერიმენტული პოპულაციის ნახევარი. მაგალითად დაახლოებით 13 გრამი კოფეინია საჭირო, რომ მოკლას 70 კგ-იანი ადამიანი. ეს მაშინ, როდესაც ხმელეთის ტაიპანის (გველი) შხამის მხოლოდ 0, 00175 გრამიც კი საკმარისია 70 კგ-იანი ადამიანის მოკვლისთვის. ამ მეთოდის გამოყენებით ყველაზე მომაკვდინებელი ნივთიერება დედამიწაზე ბოტულინის ტოქსინია (ბოტოქსი). ორალური გზით (ჩაყლაპვა) მიღებისას სასიკვდილოდ საკმარისია მხოლოდ 0, 00000007 გრამი.

თუმცა ყველაზე საშიში ყოველთვის არ ნიშნავს ყველაზე მომაკვდინებელს. დიდ ბრიტანეთში, ექსპერტების ჯგუფმა გადაწყვიტა დაკვირვებოდა თუ რამდენად საზიანოა ყველაზე მეტად გავრცელებული რეკრეაციული ნარკოტიკები. 16 სხვადასხვა პარამეტრის გამოყენებით, რომელიც მოიცავდა, ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ ზიანს. მაგალითად, ნარკოტიკს შეუძლია მოგაყენოს ფიზიკური ზიანი, მაგრამ არ იყოს სასიკვდილო. მან შეიძლება გაგხადოს სრულად დამოკიდებული. ეს გამოიწვევს სოციალური ურთიერთობების დანგრევას ან მენტალური, გონებრივი მუშაობის ხარისხის შემცირებას. ესენია ზიანის ფორმები. ამ კრიტერიუმების გამოყენებით, მათ დაასკვნეს, რომ ყველაზე საშიში ნარკოტიკი ინდივიდისთვის არის ჰეროინი.


სატირული ნახატი ჰეროინის მოხმარების თემაზე



ჰეროინი შეიძლება გაიკეთო ინტრავენურად, შეიყნოსო, ან მოწიო. ის ტვინამდე ძალიან სწრაფად აღწევს. განსაკუთრებით, როდესაც მას ინექციის სახით მოიხმარენ. აქ ის უკავშირდება ოპიოიდურ რეცეპტორებს და იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. იგი ასევე მარტივად მიჩვევადია და ხასიათდება ინტენსიური, მწვავე აბსტინენციის სინდრომით (ე.წ. "ლომკა"), რომელიც მიღებიდან რამდენიმე საათში იწყება. აღნიშნული გულისხმობს უძილობას, ციებას, კუნთებისა და ძვლების ტკივილს, გულისრევასა და ღებინებას. ასევე ზიანდება ტვინის ღეროს რეცეპტორები, რაც გავლენას ახდენს მნიშვნელვან ფიზიოლოგიურ პროცესებზე. როგორებიცაა სუნთქვა და სისხლის წნევა. ამიტომ ზედოზირებისას სუნთქვა ნელდება ან სრულებით წყდება. რასაც მოჰყვება ნახშირორჟანგის დაგროვება სისხლში და საბოლოოდ სიკვდილი. რადგან ჰეროინი არ არის რეგულირებული, ძალიან რთულია მომხმარებელმა იცოდეს დოზის სიძლიერე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ზედოზირების რისკებს. ამასთანავე, ნარკოტიკი შეიძლება შერეული იყოს სხვა ისეთ ნაერთთან, როგორიცაა ფენტანილი. აღნიშნული ამ ყველაფერს კიდევ უფრო საშიშს ხდის. ფენტანილი, ისევე როგორც ჰეროინი - ოპიატია. თუმა ის ჰეროინზე 50-100-ჯერ უფრო ძლიერმოქმედია, რადგან ის ძალიან ლიპოფილურია. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ცხიმოვან ტვინში ბევრად უფრო მარტივად აღწევს. მხოლოდ მომაკვდინებლობის რისკის თვალსაზრისით, ფენტანილი მომხმარებლებისთვის ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ჰეროინი. თავდაპირველად ის ტკივილგამაყუჩებლად ინიშნებოდა, მაგრამ მისი შეჩვევადობის გამო, მხოლოდ პაციენტის სიკვდილისწინა სტადიებში გამოიყენებოდა. ფენტანილი მოგვიანებით გავრცელდა, როგორც რეკრეაციული ნარკოტიკი და მასთან დაკავშირებული ზედოზირების რაოდენობა აშშ-ში 2012 წლიდან 2014 წლამდე 7-ჯერ გაიზარდა. ის გამოიყენება თითქმის ყველა ქვეყანაში მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ ასევე არსებობს ბევრად უფრო საშიში ნარკოტიკი.


ფენტანილი


მიუხედავად იმისა, რომ ჰეროინის შემდეგ კრეკი, კოკაინი და მეტამფეტამინი ლიდერობენ, ინდივიდისთვის ზიანის მიყენების სიაში, ყველაზე საშიშის ძებნისას მეცნიერებმა შეისწავლეს 20 სხვადასხვა პოპულარული ნარკოტიკი და მათ მიერ მიყენებული ზიანი. ეს მოიცავს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს. დანაშაულს, ოჯახებისა და ადამიანების დეგრადირებას და ეკონომიკურ დანახარჯს. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე საშიში ნარკოტიკი არის ალკოჰოლი. იმისათვის, რომ დარწმუნებულიყვნენ, ეს არ არის დიდი ბრიტანეთის ფენომენი, ევროპულმა ჯგუფმა გაიარა იგივე პროცესი. მათ უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ადამიანურ ზიანს და ნაკლები ეკონომიკურს. მიუხედავად სხვადასხვა პრიორიტეტებისა, ორივე ჯგუფმა თითქმის ერთნაირი შედეგი მიიღო. ალკოჰოლის საშიშროებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის ფართო გამოყენებას. მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა 2018 წლის მონაცემებით სვამს (დაახ. 61.7%) და სვამს საკმაოდ ბევრს. 1 ადამიანი საშუალოდ 17 ლიტრ სუფთა ალკოჰოლს მოიხმარს წელიწადში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ 2012 წელს მსოფლიოს მასშტაბით 3.3 მილიონი ადამიანის სიკვდილი იყო გამოწვეული მხოლოდ ალკოჰოლით. ეს ნიშნავს, რომ ალკოჰოლი სტატისტიკურად კლავს 1 ადამიანს ყოველ 10 წამში.


"ღვინო და ყველი" - ავტორი: ჯონ ზაქეო


მაგრამ ექსპერტები არავითარ შემთხვევაში არ ემხრობიან ალკოჰოლის აკრძალვას. ყველა შეხედულებით ნარკომომხმარებლებთან ბრძოლა ითვლება მარცხად, ხოლო ქვეყნებმა, რომლებმაც ამდენი შეძლეს, გაიაზრეს და გადააბიჯეს უკომპრომისო კანონებს და მიიღეს დეკრიმინალიზაცია ყველა ნარკოტიკზე, ხელი შეუწყვეს ზიანის შემცირებასა და განათლებას. საგრძნობლად შეამცირეს ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების შემთხვევები და შესაბამისად მისგან გამოწვეული სიკვდილიანობაც.



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


წყარო: ფეისბუქის ქართული სამეცნიერო გვერდი "Pale Blue Dot"


4
790
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
790
  
2018, 25 აგვისტო, 23:38
ნარკოვაჭრობა მრავალ მილიარდიანი ინდუსტრიაა. მხოლოდ 2003 წელს 322 მილიარდი დოლარის ნარკოტიკი გაიყიდა და ეს რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.
2018, 17 აგვისტო, 9:59
შესაძლოა ამ ქვეყნის განუვითარებლობის მთავარი მიზეზი მართლაც ჩვენივე მოუმწიფებლობა, ინფანტილიზმი (ბავშვურობა), არგუმენტირებული, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა და მეტად საზოგადოებაში მიღებული და დამკვიდრებული არასწორი შეხედულებების ბრმა მიყოლაა.
2018, 17 აგვისტო, 9:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თორ ნიკე-ის კომენტარზე
2018, 17 აგვისტო, 9:27
ესეიგი რა ვქნათ ახლა? ავკაფოთ ვაზი?
თუ ალკოჰოლური სასმლის საწარმოებლად დაშვებულია ვენახების გაშენება, მაშინ რატომ უნდა იყოს აკრძალული პლანის პლანტაციების გაშენება, რომლისგანაც შეიძლება რომ საქართველოს ჰქონდეს საკუთარი ტანსაცმლის (შარვლების, მაისურების, ქუდების და ა.შ.), ტუალეტის ქაღალდის, საერთოდ ქაღალდის, ასევე გამწმენდი საშუალებების (მანქანის, სარეცხის, ავეჯის) წარმოება ჰქონდეს.... 140 სახეობის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაწარმის წარმოებაა შესაძლებელი პლანისგან და მარიხუანისგან. მოწევა მეასეხარსიხოვანია იმდენად დიდი მოგება შეიძლება რომ დატოვოს პლანის პლანტაციებმა და ასევე დაიზოგოს ხე-ტყე. ეს მილიადობით დოლარის მოგებას მისცემდა ქვეყანას რომ ცოტა მაინც გაგვენძრია ლამაზი ბაშკები.
0 1 4