x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80771
  • ვიდეო:333089
  • სურათი:438166
გიორგი ბაბუხადია: „თურმე არასასიამოვნო კითხვებზე პასუხად შეურაცხმყოფელი რეპლიკების წარმოთქმა ხუმრობა ყოფილა“

„სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების მისამართით გამოთქმული არაკორექტული ფრაზები ხუმრობით ახსნა. ანუ თურმე არასასიამოვნო კითხვებზე პასუხად შეურაცხმყოფელი რეპლიკების წარმოთქმა ხუმრობა ყოფილა. გასაგებია, რომ ქ-ონ სალომეს ამ მძიმე და არაკომფორტული სიტუაციიდან გამოსვლა სურდა, რაშიც თავისივე თავის გამო ჩავარდა, თუმცა რეალურად ამით კიდევ უფრო დაიმძიმა სიტუაცია. ანუ პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ მედიის წარმომადგენლების მიმართ, და ზოგადად გამოთქმული შეურაცხყოფა ხუმრობა ყოფილა. ყველაფერთან ერთად იუმორის გაგებაშიც არ ყოფილა სალომე ზურაბიშვილი. მოკლედ ძალიან არაადეკვატურია უკვე ეს ყველაფერი.“ - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ბაბუხადია.

image

0
64
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დუდე555
დუდე555
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0