x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94872
  • ვიდეო:342602
  • სურათი:456920
ყველაზე გახმაურებული ქალური შურისძიება

ქალს, რომელზეც გიამბობთ ფხულან დევი ქვია. იგი დაიბადა ღარიბ ოჯახში . 11 წლის ასაკში გაათხოვეს, თუმცა აიძულა ქმარი მასზე უარი ეთქვა და განქორწინებულიყო. რამდენიმე წლის შემდეგ ბანდიტურმა დაჯგუფებამ გაიტაცა, სადაც ის შეხვდა თავის ნამდვილ სიყვარულს-ვიკრამ მალახს. შეყვარებულების ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. სხვადასხვა კასტის წევრებსა და ვიკრამს შორის მალე უთანხმოება ჩამოვარდა, რის შემდეგაც მოკლეს ვიკრამი. პხულანი ამისშემდეგ გადაიქცა მათ ტყვედ და არაერთხელ იქნა გაუპატიურებული ბანდის სხვადასხვა წევრების მიერ.

image

რამდენიმე კვირის შემდეგ გოგონა გაიქცა. მას შურისძიება სურდა. ამიტომ ძველი ბანდის "ნარჩენებისგან" შექმნა ახალი. მან გადაწყვიტა არ გაემეორებინა თავისი საყვარელი ადამიანის შეცდომები და ბანდაში გააწევრიანა მხოლოდ თავისი კასტის წარმომადგენლები. ის გახდა რობინ-გუდი-ძარცვავდა მდიდრებს და ურიგებდა ღარიბებს.

ფხულან დევი

image

17 თვის შემდეგ დევი დაბრუნდა სოფელ ბეხმაიში. მას შურისძიება სურდა, ამიტომ სოფლელებს მოსთხოვა მოეყვანათ მისთვის ვიკრამის მკვლელები და ისინი ვინც მას აუპატიურებდა. დევიმ, შეძლო მხოლოდ ორი მათგანის პოვნა უამრავიდან. მაშინ მან გადაწყვიტა, დაეჭირათ ყველა ახალგაზრდა თხაკური სოფელში და დაეხვრიტათ. საბოლოოდ, იქნა მოკლული 22 მამაკაცი.

2 წლის შემდეგ პხულანი იძულებული გახდა ჩაბარებოდა კანონდამცველებს. მათ ის არ დასაჯეს სიკვდილით და საბოლოოდ 11წლის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ეს ქალბატონი ეხლა პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ქალების უფლებებს იცავს.








0
886
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
886
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0