x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ნილ დიგრას ტაისონი - ყველაზე საოცარი ფაქტი სამყაროს შესახებ
ნილ დიგრას ტაისონი - ყველაზე საოცარი ფაქტი სამყაროს შესახებ


ნილ დიგრას ტაისონი (დაიბადა 1958 წელს) არის მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსი და მწერალი, მეცნიერების კომუნიკატორი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის არაექსპერტულ საზოგადოებას, ჩვეულებრივ მოსახლეობას უხსნის გასაგები ენით ურთულეს მეცნიერულ საკითხებს. მას ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს თუ რა იყო ყველაზე საოცარი ფაქტი, რაც მან იცოდა სამყაროს შესახებ და ამაზე ტაისონმა შემდეგი პასუხი გასცა:


ვან გოგის ტილო "ვარსკვლავებიანი ღამე"


"ყველაზე განსაცვიფრებელი ფაქტი არის იმის ცოდნა, რომ ატომები, რომლებისგანაც წარმოქმნილია დედამიწაზე სიცოცხლე, ატომები, რომლებისგანაც ადამიანის სხეული შედგება, გამოჭედილია კოსმოსურ ღუმელებში (ვარსკვლავებში), რომელთა ბირთვებშიც, უკიდურესად მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ მსუბუქი ელემენტები მძიმე ელემენტებად გარდაიქმნა. წარმოუდგენლად მასიური ვარსკვლავები სიცოცხლის ბოლო წლებში არასტაბილურნი ხდებიან. კოლაფსირდებიან, შემდეგ ფეთქდებიან და მდიდარ შიგნეულობას მთელ გალაქტიკაში აფრქვევენ. მათი შიგნეულობა კი შედგება ნახშირბადის, აზოტის, ჟანგბადის, და თავად სიცოცხლისათვის საჭირო ყველა ფუნდამენტური ინგრედიენტისგან. ამის შემდეგ ეს ინგრედიენტები ხდება აირის ღრუბელთა შემადგენელი ნაწილი, რომელიც იკუმშება, კოლაფსირდება და წარმოქმნის ვარსკვლავის სისტემათა შემდეგ თაობებს - ვარსკვლავებს, მათ გარშემო მოძრავი პლანეტებით, რომელთაც უკვე აქვთ სიცოცხლისათვის საჭირო ინგრედიენტები. აქედან გამომდინარე, ყოველთვის, როცა ღამის ცას ვუყურებ, ვიცი, რომ დიახ, ჩვენ ამ სამყაროს ნაწილი ვართ. ჩვენ ვიმყოფებით სამყაროში, მაგრამ ამ ორივე ფაქტზე მნიშვნელოვანი ალბათ ისაა, რომ სამყარო ჩვენშია. როდესაც ამ ფაქტებზე ვფიქრობ, ვხვდები, ბევრი ადამიანი თავს პატარად იმიტომ გრძნობს, რომ ისინი ფიზიკურად პატარები არიან - სამყარო კი დიდი. მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია - მე დიდი ვარ, რადგან ჩემი შემადგენელი ატომები ვარსკვლავებიდანაა მოსული. ეს გახლავთ კავშირის ერთგვარი დონე, სწორედ ამიტომაც ღირს სიცოცხლე - კავშირის შეგრძნება, შესაბამისობის განცდა, ადამიანს უნდა რომ გრძნობდეს, რომ არის თანამონაწილე და განუყოფელი ნაწილი მის გარშემო მიმდინარე უდიდესი პროცესებისა - აი ესაა სიცოცხლე!"




სტატიის ავტორი: თორნიკე ფხალაძე


წყარო: ფეისბუქის ქართული სამეცნიერო გვერდი "Pale Blue Dot"


2
704
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
704
  
2018, 16 აგვისტო, 9:05
გეთანხმები
2018, 16 აგვისტო, 9:02
ბრწყინვალე აზრია!
0 1 2