x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორი იქნებოდა მსოფლიო დღეს, აშშ რომ არ შექმნილიყო
image


ამერიკის შეერთებული შტატების შექმნის მოკლე ისტორია


როგორც ცნობილია, ინგლისმა ამერიკის კონტინენტის კოლონიზაცია XVII საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. აქ პირველი ინგლისური კოლონია - ვირჯინია 1607 წელს დაარსდა. XVIII ს-ის 70-იანი წლებისთვის ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე უკვე 13 ინგლისური კოლონია არსებობდა.


ნელ-ნელა ამერიკულმა საქონელმა ბრიტანული საქონელი ბაზრიდან გამოდევნა. ინგლისელები სხვადასხვა გადასახადების, ბაჟების და შეზღუდვების დაწესებით შეეცადნენ კოლონისტების წარმატებები შეენელებინათ. ამან ამერიკელების პროტესტი გამოიწვია. ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი ნების გაუთვალისწინებლად ინგლისის პარლამენტს ახალი გადასახადების შემოღების უფლება არ ჰქონდა. ამიტომ მოითხოვეს საკუთარი წარმომადგენლების ყოლა ინგლისის პარლამენტში.


1774 წელს კოლონიების წარმომადგენლებმა მოიწვიეს პირველი კონტინენტური კონგრესი, თუმცა ინგლისის ხელისუფლებამ მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.



1775 წელს ბოსტონთან მოხდა პირველი შეიარაღებული შეტაკება ბრიტანეთის და კოლონისტების ჯარებს შორის. იმავე წელს ფილადელფიაში მეორე კონტინენტურმა კონგრესმა თავი საკანონმდებლო ორგანო - კონგრესად (პარლამენტად) გამოაცხადა და ინგლისთან ურთიერთობა გაწყვიტა. შეიქმნა მოხალისეთა არმია, რომელსაც სათავეში ჯორჯ ვაშინგტონი ჩაუდგა.


1776 წლის 4 ივლისს კონგრესმა მიიღო თომას ჯეფერსონის შემუშავებული "დამოუკიდებლობის დეკლარაცია" და შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები.


1783 წელს ინგლისმა თავი დამარცხებულად ცნო და პარიზის ზავით აღიარა აშშ-ს დამოუკიდებლობა.


ჯეიმს მედისონის პროექტის საფუძველზე 1787 წელს კონგრესმა მიიღო აშშ-ს კონსტიტუცია, რომელიც გარკვეული შესწორებებით დღემდე ძალაშია.


აშშ შექმნა პირველმა 13-მა კოლონია-შტატმა, რაც მის დროშაზე აისახა. ამერიკის დროშას აქვს 13 წითელი და თეთრი ზოლი, ხოლო მარცხენა კუთხეში ლურჯ ფონზე თავიდან 24 გამოსახული იყო 13 ვარსკვლავი. დროთა განმავლობაში ვარსკვლავების რაოდენობა (შტატების რაოდენობა) გაიზარდა და დღეს დროშაზე 50 ვარსკვლავია დატანილი.

image



როგორი იქნებოდა მსოფლიო დღეს, აშშ რომ არ შექმნილიყო?


წარმოგიდგენიათ სამყარო ნასას, მიკი მაუსის ან მაკდონალდსის გარეშე? საინტერესოა, არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ რევოლუციური ომი ბრიტანელებს მოეგოთ და აშშ არ შექმნილიყო. სტატიაში სწორედ ამას განვიხილავთ.


ისტორიული წიგნის "ინგლისი და მისი ისტორია" მიხედვით, რომელიც რობერტ ტომბსმა დაწერა, ბრიტანელებს მარტივად შეეძლოთ რევოლუციონერების დამარცხება, მაგრამ ეს რისკს ნიშნავდა სხვა კოლონიების წინაშე. თუ ტომბს დავუჯერებთ, ამ ვარიანტის განხილვა სერიოზულადაა შესაძლებელი.


ამერიკა რომ ახლაც ბრიტანელების მმართველობის ქვეშ ყოფილიყო, სავარაუდოა, რომ მაინც ბევრი შეუსაბამობა იქნებოდა ერში. კონტინენტზე იქნებოდა დიდი ეკონომიკური სხვაობა და ჩრდილოეთ ნაწილს მეტი ფული ექნებოდა. ბრიტანელებს კი, რომლებიც დანარჩენი ევროპის დამორჩილების გიჟური სურვილით იქნებოდნენ შეპყრობილნი, მუდმივად დიდი ბრძოლა მოუწევდათ კოლონისტებთან, რომ აჯანყებული ხალხი მათი მმართველობის ქვეშ დაეტოვებინათ.

image

ინგლისის მთავარი მტერი საფრანგეთი იქნებოდა.


ამერიკული რევოლუცია რომ არ მომხდარიყო, ალბათ, არც საფრანგეთის რევოლუცია მოხდებოდა და არც ტომას პეინი დაწერდა ტრაქტატს "ადამიანის უფლებები"; ხოლო თუ დაწერდა, ბრიტანელები ციხეში ჩასვამდნენ.


საკამათო არაა, რომ სამყარო გაცილებით უარესი ადგილი იქნებოდა ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე. სავარაუდოდ, ვიღაც ოდესმე მაინც დაწერდა ამაზე, მაგრამ საინტერესოა, რამდენი დრო დასჭირდებოდა თავისუფალი აზრის გამოხატვის დაშვებას მსოფლიოს მასშტაბით.


ბრიტანელები ძალიან ძლიერები და მდიდრები იქნებოდნენ. ფრანგები ეცდებოდნენ, თავიანთი კოლონიები დაეარსებინათ ამერიკის კონტინენტზე, ლუიზიანას მსგავსად.


სავარაუდოა, რომ იქნებოდა რაღაც დათმობები საფრანგეთსა და ინგლისს შორის და რადგან რევოლუციის არარსებობის გამო არც საფრანგეთში იქნებოდა ნაპოლეონი იმპერატორი, ინგლისელებიც და ფრანგებიც დაუნდობელი არისტოკრატები იქნებოდნენ.

image

როგორ იქნებოდა სამყარო დაყოფილი, ძალიან საკამათო თემაა, მაგრამ სავარაუდოა, რომ გერმანია მაინც წამოიწყებდა ომს ევროპის წინააღმდეგ და რადგანაც საფრანგეთსა და ინგლისს შორის უთანხმოებას ექნებოდა ადგილი, მას მეტი შანსი ექნებოდა გამარჯვებისთვის.



მოდით, დავუბრუნდეთ ინგლისსა და ინგლისურ კულტურას.

როგორც უკვე ვთქვით, ადამიანის უფლებებისა და პიროვნული თავისუფლების თემა კიდევ დიდ ხანს ვერ მიაღწევდა წარმატებას, რადგან ბრიტანეთში კლასობრივი კულტურა იარსებებდა (და არსებობს კიდეც). დაბალი კლასის წარმომადგენლები დაჩაგრულები იქნებოდნენ და ვერ გამოიყენებდნენ "ბედნიერების დევნის" უფლებას.

image

თუმცა, საერთო საზოგადოებისთვის ბრიტანული ჰეგემონია არც ისეთი ცუდი იქნებოდა. ევროპის ძლიერი ქვეყნები კვლავ შექმნიდნენ დემოკრატიულ სახელმწიფოებს, მეცნიერება და ხელოვნებაც ისევე განვითარდებოდა, როგორც დღესაა.

ევროპა ყოველთვის იყო მეცნიერების, ინდუსტრიისა და ფილოსოფიის წყარო და აშშ-ს "არშექმნა" ამ პროცესებს ვერ დააბრკოლებდა.


უნდა გვახსოვდეს, რომ იმ ტექნოლოგიების უმრავლესობა, რაც დღეს გვაქვს, მსოფლიო ომების გამო უფრო განვითარდა. ეს ეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებსაც. პირველი კომპიუტერი ბრიტანელმა ჩარლს ბაბაჯმა გამოიგონა. ასე რომ, კომპიუტერული ინდუსტრია სილიკონ ვალის გარეშეც მშვენივრად განვითარდებოდა.

image


თუმცა, საკითხავია: როგორ და რატომ გამოვიყენებდით კომპიუტერებს.


ამერიკა ინდივიდუალიზმის ქვეყანაა, ამიტომაც, ალბათ, ის ფაქტი, რომ Facebook იქ შეიქმნა, ბევრ რამეზე მეტყველებს და მოულოდნელი არაა. აშშ-მ პირველად დააფიქრა ხალხი საკუთარ ადგილზე საზოგადოებაში და ვირტუალურად შექმნა საჯარო ურთიერთობები; ასევე, რეკლამა და მარკეტინგიც ამ ქვეყნიდან მოდის.


აშშ-ს გარეშე, ალბათ, ინდივიდუალიზმი არასდროს იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი და ისევ იმ საზოგადოებაში ვიცხოვრებდით, რომლისთვისაც კოლექტივიზმია მთავარი.

image


ის კითხვაც აუცილებლად უნდა დავსვათ, თუ რა მოხდებოდა, ბრიტანელებს თუ ფაშისტები ან კომუნისტები დაამარცხებდნენ?


კარლ მარქსი წერდა, რომ კომუნიზმის უტოპია ვერ იარსებებდა, სანამ კაპიტალიზმი საბოლოოდ არ იფეთქებდა, აშშ კი კაპიტალიზმის საუკეთესო მაგალითია. ამ ქვეყნის გარეშე დემოკრატიული ცხოვრება ნამდვილად რისკის ქვეშ იქნებოდა.

image

რა თქმა უნდა, ზუსტად შეუძლებელია იმის თქმა, როგორი იქნებოდა მსოფლიო, აშშ რომ არ შექმნილიყო. თუმცა, დიდია იმის ალბათობა, რომ ბრიტანელების მმართველობას მობეზრებული ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები ხალხი ოდესმე მაინც აჯანყდებოდა მათ წინააღმდეგ, ოდესმე მაინც მოიგებდა ომს და შექმნიდა ახალ დამოუკიდებელ ქვეყანას, რომელშიც ყველა ინდივიდს თანაბარი უფლებები ექნებოდა და რომელიც მაგალითი გახდებოდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის.

უბრალოდ, რაც უფრო გაიწელებოდა პროცესი, მით უფრო გვიან გახდებოდა ინდივიდუალიზმი მნიშვნელოვანი მსოფლიოში, მეტი დრო დასჭირდებოდა დემოკრატიული სახელმწიფოების შექმნას, კლასების დანგრევას და ა.შ.


image

თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გაგვიზიარეთ აზრი კომენტარებში❤









ასევე დაგაინტერესებთ:


1. რას ამბობდნენ აშშ-ის პრეზიდენტები ინაუგურაციებზე

image



2. ყველაზე საინტერესო დროშები მსოფლიოში

image



3. ვინ ებრძოდა და ებრძვის საქართველოს - ფაქტები და მოვლენები დასაბამიდან დღემდე

image


2
847
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
847
  
2018, 15 აგვისტო, 20:58
საქართველო იქნებოდა ან მთლიანად გარუსებული, ან გამუსლიმებული. ან ნახევარ-ნახევარზე გაყოფილი.
2018, 15 აგვისტო, 20:23
როგორც ყოველთვის, ჩამოყალიბებული საინტერესო და უძლიერესი სტატიაა მეც დავწერე აშშ-ზე სტატია ხვალ გავუშშვებ. მალადეც =კ=
0 1 2