x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
კათოლიკე მღვდლებმა ათასობით ბავშვი წაბილწეს
imageფოტოზე:ვაშინგტონის არქიეპისკოპოსი, კარდინალი დონალდ ვიურა აკრიტიკებს საკუთარ როლს ბავშვების წაბილწვის დაფარვის საქმეში.



300-ზე მეტმა კათოლიკე მღვდელმა ბოლო 70 წლის განმავლობაში, რომლებიც პენსილვანიის შტატში მოღვაწეობდნენ 1000-ზე მეტი ბავშვი აცდუნეს, ნათქვამია დიდი ჟიურის დასკვნაში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, თან საეკლესიო ერარქია ამ ფაქტს გულდასმით მალავდა.იუწყება BBC.


ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოძიება, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ჩატარდა, მისი მეშვეობით გამოვლინა პედოფილიის 1000-ზე მეტი შემთხვევა სასულიერო პირების მხრიდან.

მოხსენებაში წერია, რომ ეს რიცხვი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, გამოძიება წელიწადნახევარი გრძელდებოდა, სადაც შემოწმდა შტატის 6 ყველაზე მსხვილი ეპარქია:ალენტაუნის, ირის, გრინსბურგის, ჰარისბურგის, პიტსბურგის და სკრენტონის.სწორედ იქ დაფიქსირდა პედოფილიის ყველაზე მასიური შემთხვევები, რომელსაც აქტიურად აფარებდა ხელს რომის კათოლიკური ეკლესია.


დიდმა ჟიურიმ შეამოწმა ე.წ. საიდუმლო არქივი, -2 მილიონი შიდა მოხსენება, განცხადება თუ ანგარიში, სადაც მღვდლების მხრიდან უკანონო ქმედებებზეა საუბარი, რომელსაც საეკლესიო ერარქია გულდასმით მალავდა საზოგადოებისგან.


0
109
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0