x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კომუნისტების დროს ქართველ გმირებზე, ეროვნულ მოღვაწეებსა და მეფეებზე იკრძალებოდა ფილმების გადაღება და ნებიმისმიერი სხვა ნაწარმოების შექმნაო!
imageბლოგერი და იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:



ასეთი მ ა რ ა ზ მ ი და ამ დონის ა ფ ე რ ი ს ტ ო ბ ა ც არ შეიძლება რა! დღეს სრულიად შემთხვევით ვუყურე ფ ი ლ მ ს სახელწოდებით "ც ო ტ ნ ე დ ა დ ი ა ნ ი"არც ვიცოდი თუ ასეთი არსებობდა. 1971 წელს ყოფილა გადაღებული 17 თუ 18 წუთია. მოკლემეტრაჟიანია.




ფილმს არა უშავს, დიდი არაფერია. მაგრამ სულ ბოლოს, შავი ფონი ჰქონდა მიწერილი და ზედ ტ ი ტ რ ე ბ ი:-"ფილმის რ ე ჟ ი ს ო რ ი 1992 წელს დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით შემოქმედებითი გ ა მ ბ ე დ ა ო ბ ა"




მერე, იმ ჯგუფში, სადაც ეს ფილმი იდო და მსჯელობდნენ ვიკითხე - რატომ იყო ამ ფილმის გადაღება "შემოქმედებითი გამბედაობა" - მეთქი? არ იციო? - მიპასუხეს და შემაგდეს ნამუსზე! - კომუნისტების დროს ქართველ
გმირებზე, ეროვნულ მოღვაწეებსა და მეფეებზე იკრძალებოდა ფილმების გადაღება და ნებიმისმიერი სხვა ნაწარმოების შექმნაო!




ბიჯო! სკოლაში კომუნისტების დროს ვსწავლობდი და ცოტნე დადიანის გმირობის შესახებ მესამე კლასში, მეექვსე კლასში და მეცხრე კლასში ს ა მ ჯ ე რ მასწავლეს ცალ-ცალკე სხვადასხვა მოცულობით და სხვადასხვა
ინტენსივობით! ანუ ყოველ სამ წელიწადში ხელახლა გვამეორებინებდნენ ცოტნეს გმირობას! ამ გახსენებაზე - დ ი დ გ ო რ შ ი იმხელა მემორიალური
კომპლექსი თუ იცით ყ ი ზ ი ლ ბ ა შ ე ბ მ ა დადგეს?"კიდევაც დაიზრდებიან" - იქ ციდან ჩამოვარდა?
ახლა რომ ტ რ ა ბ ა ხ ო ბ ე ნ - აღვადგინეთო, ი ლ ი ა ს ეს მაგხელა მონუმენტი "ცაში" ამავალი კიბებით, როდის დაიდგა? დ ე დ ა ე ნ ი ს ძეგლი ვინ დადგა?
კ ი ნ ო ე ბ ზ ე აღარ ვლაპარაკობ...


უბრალოდ რაში გჭირდებათ ეს "შემოქმედებითი გამბედაობა" კი არა "შემოქმედებითი გ ა ი ძ ვ ე რ ო ბ ა" ნამდვილად არ მესმის რა..."-წერს ბაკურ სვანიძე.

image

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს

"იდიოტები! თანაც, როგორი? ერთი კითხე მაგ მართლა დარტყმულთ, რეზო თაბუკაშვილი, გურამ პატარაია, მერაბ კოკოჩაშვილი, რომელ ციხეებში იყვნენ გამოკეტილნი, თავიანთი ფილმები რომ გადაიღეს სახელმწიფოს(!) დაკვეთით, სახელმწიფო(ფულით), სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მივლინებებით და... მერე ბაბუაჩემმა დააჯილდოვა იმ დროს(!!!) თავის პრემიებით, რომელთაც ეწოდებოდა "რუსთაველის პრემია", "სახელმწიფო პრემია"... მსგავსი უვიცობა გონიათ რომ შეუმჩნეველი დარჩება? თუ მეფეთა და ეროვნულ გმირთა იმ ძეგლებსაც ვერ ამჩნევს, რომლებითაც მოფენილია საქართველო? მერაბ ბერძენიშვილს, ელგუჯა ამაშუკელს და სხვა მოქანდაკეებს ცული მატროსოვის ციხეში ამოხადეს? ვაი მაგათ პატრონს და მაგათ "ინტელექტს"!!!"

"გიორგი სააკაძე" (ორი სერია) ვითომ გაგანია ომის დროს არ გადაიღეს და ამას არ მოჰყვა "ბაშიაჩკი" და "მამლუქი"! ამათი ლიბერასტული "მოღვაწეობის" წყალობით, როდისღა უყურებს მომავალი თაობა თორემ...."

"ჯეობარია ეროვნული"

"დავიჯერო მაგ დისკუსიის მონაწილეები (მე ვიტყოდი, უტვინო არსებები) სკოლაში არ სწავლობდნენ? არ გაუგიათ ფილმები დემეტრე მეორეზე, მაია წყნეთელზე, გიორგი სააკაძეზე და სხვებზე? ისე, საინტერესოა თვითონ "ცოტნე დადიანის" რეჟისორის ალექსანდრე ჟღენტის თვალსაზრისი - მართლაც თაროზე იყო შემოდებული და აკრძალული მისი ფილმი? დევნიდნენ? ზღუდავდნენ?"

"სიყალბეზე აფუძნებენ ყველაფერს, სულ მალე აწყმოს რეალური აღთქმის უნარს სრულიად წაართმევენ საზოგადოებას. გაყალბებული უახლესი ისტორიული ფაქტები გაყალბებული ფასეულობების საშინელ მომავალს გვიქადნის."

"დღეს რომ ხართ თავისუფალი, . იმიტომ არ იღებთ სულ პატრიოტულ ფილმებს! ჩემი ცოლის დაქალებს ვერ გაცდა ქვეყანა! ხომ კიდევ, დღევანდელ თაობამ საერთოდ თუ იციან, ვინ იყო ცოტნე დადიანი?!"

" როგორ არ იციან, ქუჩაა თბილისში."

image

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ცოტნე დადიანი"1971 წელსაა გადაღებული., მთავარ როლს ასრულებს ოთარ მეღვინეთუხუცესი, ფილმის რეჟისორია ალექსანდრე ჟღენტი, სცენარის ავტორი რეზო ებრალიძე.



ფილმის რეჟისორს 2008 წელს ბათუმის მე-3 საერთაშორისო ფესტივალზე გადაეცა პრიზი "წმინდა ანდრიას ჯვარი"-კომუნისტური რეჟიმის პერიოდში შემოქმედებითი გამბედაობისათვის(და არა 1992 წელს)

4
411
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
411
  
2019, 7 იანვარი, 10:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 15 აგვისტო, 11:10
კაი, ახლა, ბაკურ, ნუ მოწმინდე სირცხვილი კომუნისტურ რეჟიმს((
2018, 15 აგვისტო, 10:16
გააგრძელე საქართველოს ისტორიის გადაღება ამ მთავრობამ აკრძალა დამოუკიდებელ საქართვეოში და დიდგორობის აღნიშვნაც.
2018, 15 აგვისტო, 9:53
ეს ყველაფერი ხალხის უწიგნურობის ბრალია...
0 1 4