x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
შავი ხვრელების ისტორია

შავი ხვრელების ისტორია


შავი ხვრელი ამ სამყაროში ყველაზე ამოუცნობი და დამაინტრიგებელი ობიექტია. მის წარმოსაქმნელად საჭიროა, რომ სულ ცოტა ჩვენს ვარსკვლავზე - მზეზე, 3-ჯერ უფრო მასიური (წონიანი) ვარსკვლავი აფეთქდეს. შავი ხვრელების იდეა პირველად ფრანგმა მათემატიკოსმა - პიერ-სიმონ ლაპლასმა (1749-1827 წწ.) წამოაყენა. ის კოსმოსური სიჩქარეების კვლევით იყო დაკავებული.


პიერ-სიმონ ლაპლასი

კოსმოსური სიჩქარე არის ის სიჩქარე, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ ობიექტის გრავიტაციისგან თავის დასაღწევად. მაგალითად იმისათვის, რომ დედამიწის მიზიდულობისთვის Falcon Heavy-ს თავი დაეღწია, საჭირო გახდა რომ მას განევითარებინა 11 კმ/წმ. სიჩქარე. ლაპლასმა შენიშნა კავშირი ობიექტის მასასა (წონასა) და ზომას შორის. კერძოდ, თუ ობიექტს დავაპატარავებთ ზომაში, და ამავე დროს შევინარჩუნებთ მის წონას, მაშინ მისი მიზიდულობისაგან თავის დასაღწევად უფრო მეტი სიჩქარე დაგვჭირდება. მან დაადგინა, რომ თუ დედამიწის ზომას გავანახევრებთ, ხოლო მასას იმავეს დავტოვებთ, მაშინ მისი გრავიტაციის დასაძლევად 11 კმ/წმ-ის ნაცვლად დაგვჭირდება ამ სიჩქარის გაორმაგება ანუ 22 კმ/წმ. მან დაასკვნა, რომ აქედან გამომდინარე, უნდა ეარსება ისეთ ზღვარს, როდესაც ისე დავაპატარავებდით დედამიწას, რომ მისი მიზიდულობისგან ვერაფერი დააღწევდა თავს, მათ შორის ვერც სინათლე - სამყაროში ყველაზე სწრაფი რამ. ასე დაიბადა შავი ხვრელების იდეა.



ალბერტ აინშტაინი - შავი ხვრელების ისტორია


1915 წელს აინშტაინის მიერ გამოქვეყნებული ზოგადი ფარდობითობის თეორია წინასწარმეტყველებდა, რომ გრავიტაციას სინათლის გამრუდება შეუძლია. გერმანელმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა კარლ შვარცშილდმა აინშტაინის განტოლებებით გამოთვალა, რომ ნებისმიერი მასის (წონის) ობიექტს უნდა ჰქონდეს კონკრეტული რადიუსი, რომლიდანაც თვით სინათლეც კი თავს ვერ დააღწევს. ვინაიდან ამ ობიექტისგან სინათლეც კი ვერ აღწევს თავს, მაშასადამე ის მუდამ უხილავი დარჩება ჩვენთვის, გარე დამკვირვებელი თვალისთვის. შავი ხვრელის რეალურად სამყაროში არსებობას, როგორც ობიექტისას, თვით აინშტაინიც კი არ უშვებდა, შავი ხვრელები მხოლოდ თეორიული კონცეფცია გახლდათ და მის რეალურად არსებობას თითქმის არავინ განიხილავდა, სანამ... რაკეტა Aerobee არ გაუშვეს კოსმოსში. მისი მიზანი იყო დაეფიქსირებინა მთვარიდან წამოსული რენტგენის სხივები.


შავი ხვრელების ისტორია


მან არა მხოლოდ მთელ ცაზე შენიშნა ფონური ნათება, არამედ დააფიქსირა წერტილი, რომელიც განსაკუთრებით აქტიური იყო. მორიელის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ამ წყაროს Cygnus X-1 შეარქვეს, ეს იყო რენტგენული გამოსხივების პირველი წყარო, რაც კი ოდესმე დაგვეფიქსირებინა. ასეთი ინტენსივობის სხივების გამოცემას სხვა ვერაფერი შეძლებდა, თუ არა მცირე ზომის და ძალიან დიდი მასის მქონე ობიექტი. დღეს უკვე ვიცით, რომ ისინი ბევრნი არიან, ტრილიონობით. მიჩნეულია, რომ თითქმის ყველა გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს ზემასიური შავი ხვრელი, რომელთაგან თითოეულის მასა რამდენიმე მილიონ, ზოგჯერ კი რამდენიმე მილიარდ მზის მასას უტოლდება.




სტატიის ავტორი: თორნიკე ფხალაძე


წყარო: ქართული სამეცნიერო ფეისბუქგვერდი "Pale Blue Dot"


2
415
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
415
  
11 იანვარი, 2:18
"So, what is inside a black hole? We have our equations tell us what is inside a black hole, but we have never tested this. It tells us, that within a black hole a whole new space-time can open up - in the future history of this universe. By that reasoning, we, in this Universe may be the other side of a black hole, that lives in somebody else's Universe. So, that is perhaps the most intriguing part of our equations." - Neil DeGrasse Tyson (Neil DeGrasse Tyson's Fascinating Interview With Piers Morgan - 46:23 - 47:07)

"და მაინც, რა არის შავი ხვრელის შიგნით? ჩვენი განტოლებები გვეუბნება რა არის შავი ხვრელის შიგნით, მაგრამ ეს არასდროს გამოგვიცდია ექსპერიმენტულად. განტოლებები გვეუბნება, რომ შავ ხვრელში სრულიად ახალი სივრცე-დრო შეიძლება გაიხსნას - ამ სამყაროს მომავალი ისტორია. ამ მსჯელობას რომ გავყვეთ, ჩვენ, ამ სამყაროში, შეიძლება ვიყოთ სხვა სამყაროში მდებარე ერთ-ერთი შავი ხვრელის მეორე მხარე. ასე რომ, ეს არის ჩვენი განტოლებების ყველაზე დამაინტრიგებელი ნაწილი." - ნილ დეგრას ტაისონი, 2023 წელი. ინტერვიუ პირს ბროსნანთან.
2021, 16 სექტემბერი, 17:39
2021 წელს შავი ხვრელის ენტროპიის კვანტური გრავიტაციის განტოლებების კორექტირების შესრულებისას, ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ შავი ხვრელები ახდენენ ზეწოლას მათ გარშემო არსებულ სივრცეზე და გააჩნიათ წნევა. ეს არის აღმოჩენა, რომელიც კარგად შეესაბამება სტივენ ჰოკინგის პროგნოზს, რომ შავი ხვრელები ასხივებენ რადიაციას და, შესაბამისად, არა მხოლოდ აქვთ ტემპერატურა, არამედ თანდათან მცირდებიან ზომაში. ეს წნევა ძალიან მცირეა. მეტიც, ის უარყოფითია მზის მასის შავი ხვრელის შემთხვევაში და არის მხოლოდ -2E-46 ბარი. რაც უფრო იზრდება შავი ხვრელის სიდიდე, მით მეტად იზრდება მისი წნევაც. როგორც ჩანს შავი ხვრელები დროთა განმავლობაში კი არ იზრდებიან, არამედ მცირდებიან. ეს შეესაბამება ჰოკინგის პროგნოზს.
0 1 2