x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადამიანის, როგორც სახეობის გადასარჩენად აუცილებელია მან დედამიწა დატოვოს
სტივენ ჰოკინგი - ადამიანის,  როგორც სახეობის გადასარჩენად აუცილებელია მან დედამიწა დატოვოს


აწ გარდაცვლილი დიდი მეცნიერის, სტივენ ჰოკინგის პროგნოზით, ადამიანები დედამიწის დასატოვებლად დაახლოებით 2100 წლისთვის უკვე მზად უნდა იყვნენ თუ რა თქმა უნდა გადარჩენა უნდათ. ის ამბობდა: "მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს დედამიწის დატოვება და სხვა პლანეტაზე ახალი სახლის შექმნა დასჭირდებათ. აქ დარჩენით, ჩვენი განადგურების რისკებს ვზრდით. შეიძლება ასტეროიდი იყოს, რომელიც დედამიწას ეჯახება, შეიძლება იყოს ახალი ვირუსი, დედამიწის კლიმატის ცვლილება, ბირთვული ომი ან უკონტროლო ხელოვნური ინტელექტი. იმისათვის, რომ ადამიანები გადარჩნენ, ჩემი აზრით, მომდევნო 100 წელიწადში სრულად მზად უნდა ვიყოთ. მაგრამ სად წავიდეთ? ჩვენმა სახეობამ ისე განიცადა ევოლუცია, რომ დედამიწაზე ეცხოვრა. ამიტომ ჩვენი ახალი სახლი დედამიწას ძალიან უნდა ჰგავდეს. ის უნდა იყოს მსგავსი ზომის კლდოვანი პლანეტა, მსგავსი გრავიტაციით. მას ატმოსფეროში უნდა ჰქონდეს ჩვენი ოდენობის ჟანგბადი და უნდა იყოს ჩვენსავით დაშორებული (სასიცოცხლო ზონაში) თავისი ვარსკვლავისგან, რომ თხევადმა წყალმა შეძლოს არსებობა.


პროქსიმა B


2000 წლის ხანგრძლივობის მოგზაურობა კოსმოსში შეუძლებელი არ არის. ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ კოსმოსური ხომალდები, სადაც მომდევნო თაობები იცხოვრებენ და დაიხოცებიან კოსმოსში. შეიძლება ეს სულაც არ ჟღერდეს სასიამოვნოდ, მაგრამ მათ მოუწევთ მსხვერპლად შეეწირონ მთელი ჩვენი სახეობის გადარჩენას. მათი შთამომავლები იქნებიან ისინი, ვინც საბოლოოდ შეძლებენ პლანეტა პროქსიმა B-ს კოლონიზაციას. ადამიანების მიერ დედამიწის დატოვების იმ მრავალი მიზეზიდან, ერთ-ერთი არის ტექნოლოგიების გამოყენების გზები. დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და სტენოხორიაც (ჭარბმოსახლეობაც) კი. მომდევნო 100 წელიწადში ჩვენ დავიწყებთ ყველა დროის ყველაზე დიდ თავგადასავალს. ჩვენი საბოლოო დანიშნულების ადგილი - ვარსკვლავებია. კოსმოსო - აი ჩვენც მოვდივართ! ჩემთვის კითხვა არ ისმის ისე, შევძლებთ თუ არა ოდესმე რომ ვარსკვლავთშორისი სახეობა გავხდეთ. ჩემთვის კითხვა ისმის ასე - როდის შევძლებთ ამას...





სტატიის ავტორი: თორნიკე ფხალაძე


წყარო: ცნობილი ქართული სამეცნიერო ფეისბუქგვერდი "Pale Blue Dot"


0
246
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0