x
image
alex999
Mediator image
18 დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ აშშ ყველაზე "მანიაკი" ქვეყანაა მსოფლიოში!

ააშშ(ამერიკის შეერთებული შტატები) არის ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის.


ქვეყნის ფართობი შეადგენს 9, 83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 318, 9 მილიონი ადამიანი. შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.


image


1. მსოფლიოში ყველაზე დიდი პორციები აშშ-ში რიგდება, აქედან გამომდინარე, ამ ქვეყანაში საცხოვრებლად გადასული ადამიანები, ხშირად მატულობენ წონაში.


image



2. Pew Research Centre -ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აშშ ყველაზე რელიგიური ქვეყანაა მაღალგანვითარებულ ქვეყნებს შორის!


image




3. აშშ-ში მოშინაურებული ვეფხვი უფრო მეტია, ვიდრე ველურ ბუნებაში...


image


მოშინაურებული ვეფხვების რაოდენობა (დაახლ.) - 5000

ველურ ბუნებაში ვეფხვების რაოდენობა (დაახლ) - 3890




4. ისლანდია არის ყველაზე ცნობილი ქვეყანა გეიზრების რაოდენობით, თუმცა აშშ-ში გეიზრების რაოდენობა ბევრად უფრო აღემატება ისლანდიისას.


image




5. დედამიწის აეროპორტების 1/3 აშშ-შია. ზუსტად თუ გაინტერესებთ, 41 820 აეროპორტიდან 13 513 აშშ-შია აშენებული...


image




6. როგორც ვიცით, აშშ-ში ფეხბურთი არც ისე პოპულარულია, თუმცა აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა 3 -ჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.


image


მწვანედ გაფერადებულ ქვეყნებში ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა.




7. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გამოიყენება A ფორმატი, მაგალითისთვის - A4-A3-A2.... მაგრამ ამერიკაში მხოლოდ ორი ფორმატი არსებობს - Letter და Legal.


image




8. აშშ-ს კოკაინის მოხმარების მხრივ, პირველ ადგილზეა მსოფლიოში.


image




9. მაღალგანვითარებულ ქვეყნებს შორის, აშშ ერთადერთია სადაც მშობიარობაში ფულს არ იხდიან...


image




10. აშშ-ში სუპერმარკეტების 90% 7/24 მუშაობს, ხოლო ევროპაში 80% საღამოს 8 საათის შემდეგ იკეტება.


image



11. მსოფლიოში არსებობს სულ 3 ქვეყანა, რომლებიც არ იყენებენ მეტრულ სისტემას. ესენია - ბირმა, ლიბერია და როგორც მიხვდით აშშ.


image




12. აშშ ნავთობის მოხმარების მხრივ ლიდერობს. ყოველწლიურად ჩინეთსა და იაპონიაზე მეტ ნავთობს აშშ მოიხმარს.


image




13. აშშ-ში ავტომობილების უმეტესობის ტრანსმისია ავტომატურია. მექანიკური მხოლოდ 3 %-მდეა. ასეთი დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის.


image




14. აშშ-ში დაუსახლებელი ბინების რაოდენობა, უსახლკაროების რაოდენობას 6 ჯერ აღემატება.


image




15. შტატების მაღალანაზღაურებადი ოფიცრები, ასევე დაკავებულნი არიან სპორტიტ, ისინი MLS -ის და NBA - ის სამწვრთნელო შტაბშიც გვხვდებიან.


image




16. აშშ მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანაა. მსოფლიო სიმდიდრის 41.6 % აშშ-შია და ამ მაჩვნებელით პირველ ადგილს იკავებს. რაც შეეხება მეორეადგილოსანს, ჩინეთში მხოლოდ 10.5% -ია.


image




17. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტები აშშ-ში იყიდება. მაგალითად დიაბეტის წამლის ღირებულება, ფასდაკლებით - 168 დოლარია. იგივე წამალი კანადაში ფასდაკლებით მხოლოდ 68 დოლარი ღირს!


image




18. აშშ-ში ავტომობილები უკვე ადამიანებს უტოლდება. 1000 კაცზე 910 ავტომობილი მოდის!


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ვაკანსია - უნდა მოუაროთ 55 კატას, პირობები: უფასოდ სახლი, სამჯერადი კვება და 2000 ევრო ხელფასი

2. მიმდინარე წელს დასრულებული, წლის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები (II ნაწილი)

3. გამოცხადდა ყველაზე დიეტური 27 სუპერ საკვები!

4. ვინ არის ეკაპოლ ჩანანტაპოგი?

5. ცხოვრება ბუნების სიღრმეში. წარმოგიდგენთ ულამაზეს მთის სახლებს (+40 ფოტო)

4
2384
14-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2384
  
2019, 9 იანვარი, 7:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 17 აგვისტო, 18:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 16 აგვისტო, 21:37
მადლობა სეფასებისთვის ჩემო კარგო
2018, 16 აგვისტო, 18:24
როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესოა♡♡
0 1 4