x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თუ ბულგარული წიწაკა გიყვართ, ან არ გიყვართ,აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
ბულგარული წიწაკა ჩრდილოეთ ამერიკიდან შემოვიდა ევროპაში და მალე გახდა პოპულარული. საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მისი შემოტანა ძირითადად ბულგარეთიდან ხდებოდა და სახელი “ბულგარული წიწაკაც" ამიტომაა გავრცელებული პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

მას სხვადასხვა სახით ამზადებე:, ხარშავენ, აკომსერვებენ და გრილზეც კი წვავენ. 100 გრამი ბოსტნეული მხოლოდ 29 კალორიას შეიცავს, თუმცა ის მხოლოდ მათთვის როდია სასარგებლო, ვინც დიეტაზეა. ეს ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავებს, ცხიმოვან მჟავებს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს და რკინას.

imageაქვე უნდა აღვბიშნოთ, რომ ამ ნივთიერებათა კონცენტრაცია სხვადასხვა სახის ბულგარულ წიწაკაში განსხვავებულია. მაგალითად, წითელი სახეობა ბევრ რეტინოლს შეიცავს, რომელიც მხედველობისთვისაა სასარგებლო, ყვითელში ბევრი კალიუმია, რომელიც გილ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვისაა საჭირო, მწვანე კი კი დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტერინებს, რომელიც ორგანიზმს ქოლესტერინისგან წმენდს.

image

ბულგარული წიწაკის რეგულარულად მმოხმარებით მიღებული სარგებელი:


1. ასკორბინის მჟავის წყალობით იმუნიტეტი ძლიერდება.

2. რეგულირდება არტერიული წნევა.

3. სტაბილურდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა.

image

4. რეგულირდება ჰემოგლობინის დონე.

5. ორგანიზმი სახიფათო ნივთიერებებისგან იწმინდება.

6. უმჯობესდება მხედველობა.

7. მცირდება ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის რისკი.

8. სტაბილურდება ნერვული სისტემის მუშაობა ვიტამინ B ჯგუფის წყალობით.

9. ჯანსაღდება კანი, თმა და ფრჩხილები.

10. თავს მხნედ გრძნობთ.


მიუხედავად ამ ღირსებებისა, ბულგარული წიწაკა ყველასთვის არაა რეკომენდებული. მათ, ვისაც კუჭის წყლული, გასტრიტი, ჰემოროი და თირკმელების დაავადება აწუხებთ, ბულგარულ წიწაკაზე უარი უნდა თქვან.

ვიღაცას ფარშირებული წიწაკა უყვარს, ვიღაცას დაკონსერვებული, მაგრამ თუ გინდათ მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, უბრალოდ უმად ჩააჭერით სალათებში და ისე მიირთვით. რაც მთავარია, დაჭერით მსხვილად, ასე წიწაკა წვენს ინარჩუნებს, რომელშიც სასარგებლო ნივთიერებებია.

image

1
443
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
443
  
2018, 15 აგვისტო, 11:07
ძალიან მიყვარს!
0 1 1