x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აღმოაჩინეს კინოფირი,სადაც მერლინ მონრო სრულიად შიშველია

image

სცენარისტმა ჩარლზ კასილიომ, რომელიც მერლინ მონროს ბიოგრაფიაზე მუშაობს, აღმოაჩინა კინოფირი, რომელიც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა.

45 წამიანი ეპიზოდი არის 1961 წლის ფილმიდან "დაუმორჩილებლები"(The Misfits), რომელზეც რეჟისორმა ჯონ ჰიუსტონმა მონტაჟის დროს უარი თქვა ჩაერთოთ იგი ფილმში.აქამდე ითვლებოდა, რომ კინოფირის ეს მონაკვეთი დაკარგული ან განადგურებულია.

კასილიომ ინტერვიუ აიღო კერტის ტეილორთან, რომელიც "დაუმორჩილებლების" პროდიუსერის, ფრენკ ტეილორის შვილია, მან განაცხადა, რომ მამამისმა ამოჭრილი კინოფირი შეინახა, 1999 წელს მამამისის გარდაცვალების შემდეგ კერტისმა ფირი სეიფში შეინახა.

ეპიზოდი 45 წამი გრძელდება, კადრებში მერლინ მონრო და კლარკ გეიბლი საწოლის სცენას თამაშობენ, სადაც გეიბლი ჩაცმულია, ხოლო მერლონ მონრო სრულიად დედიშობილაა და მხოლოდ თეთრი ზეწარი აქვს შემოხვეული, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მერლინ მონრო სრულად გაშიშვლდა კინოში.

imageimage



"დაუმორჩილებლები" უკანასკნელი ფილმია მერლინ მონროს შემოქმედებაში, იგი ერთი წლის შემდეგ, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, აქადე ითვლებოდა, რომ მერლინ მონრო მხოლოდ ერთ ფილმში გაშიშვლდა, ეს იყო დაუმთავრებელი სურათი "რაღაც უნდა მოხდეს"(Something's Got to Give-1962წ.)

image

0
521
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
521
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0