x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯულიეტა ვაშაყმაძე 85 წლისაა

image
დღეს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ ტელეწამყვანს და მსახიობს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს.




დაიბადა თბილისში 1933 წლის 14 აგვისტოს, 1952 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის პირველი ქალთა სკოლა, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე, თუმცა ბოლო კურსზე ყოფნის დროს სერგო ზაქარიაძის რჩევით თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა, 1960 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარალელურად დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი.

image

1956 წლის 30 დეკემბერს საქართველოში იხსნება ტელევიზია, ჯულიეტა ვაშაყმაძე ალექსანდრა მაჭავარიანთან და ლია მიქაძესთან ერთად ქართული ტელევიზიის პირველ დიქტორად გვევლინება, ხოლო 1968 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელეპროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი და ტელეგადაცემების ავტორია :"რედაქციაში წერილი მოვიდა", "ცარიელ დარბაზში", "სპექტაკლის შემდეგ", "სტუდია-5", "ჩვენი მისამართია" და ა.შ.

image

1959 წელს შედგა ჯულიეტა ვაშაყმაძის დებიუტი კინოში, მან შეასრულა ციცინოს როლი ფილმში "ყვავილი თოვლზე", შემდგომ ითამაშა ფილმებში: "პაპა გიგია(1960წ.), "თოჯინები იცინიან"(1962) და "არაჩვეულებრივი გამოფენა"(1968წ.)

image

1967 წელს ჯულიეტა ვაშაყმაძეს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. 1996 წელს გადაეცა ღირსების ორდენი.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის სატელევიზიო ანძასთან, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს.

image

ჯულეტა ვაშაყმაძე დაქორწინებულია ტელერეჟისორ შალვა გაბუნიაზე. წყვილს ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავს — გიორგი და დათა, ორივე ტელეინდუსტრიაშია დასაქმებული - გიორგი "რუსთავი-2"-ის წამყვანია, ხოლო დათა - პროდიუსერი.

0
1540
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1540
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0