x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97296
  • ვიდეო:344143
  • სურათი:459275
თერჯოლაში 50,000 წლის წინ მცხოვრები ადამიანები
თერჯოლაში 50, 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანები


იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საგვარჯილეს კარსტული მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 220 მეტრზე მდებარეობს მდინარე ძევრულას ჩაკეტილ ხეობაში, მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს. აქ 2018 წელს აღმოაჩინეს ზედაპალეოლითური ხანის არქეოლოგიური მასალა - კაჟის და ასევე სხვა მასალის იარაღები, ასევე საწარმოო ნარჩენები. აღმოჩენილი მასალა 15 000 წლის წინანდელია და მიეკუთვნება დაახლოებით ძვ.წ. 130-ე საუკუნეს. ამ ტერიტორიებზე ამ დროს მოსახლეობდნენ მონადირე-შემგროვებელი ჰომო საპიენსები.


თერჯოლა. საგვარჯილეს მღვიმე.


სტრატიგრაფიულ ჭრილში 12 ფენაა ფიქსირებული. ზედა პალეოლითის (ანუ ძველი ქვის ხანის - 50 ათასი წლის წინანდელი) პერიოდიდან დაწყებული, ფეოდალურ ხანამდე ადამიანის ცხოვრების თითქმის უწყვეტი ნარჩენები. ფენებში აღმოჩენილია უამრავი უძველესი ნივთი, მათ შორის მრავალი ათეულ ათასი წლის ქვის ნაწარმი, წვეტანები, სახოკები, ზღვის ლოკოკინებისგან დამზადებული ყელსაბამი, ავგაროზები, ცხოველების გახვრეტილი კბილები, რომლებსაც გულსაკიდებად იყენებდნენ და სამშვენისებად მაშინდელი "იმერლები". ასევე აქ აღმოჩენილია, ენეოლითის დასაწყისის, დაახლოებით ძვ.წ. მე-40 საუკუნის თოხისებრი მიწის დასამუშავებელი ნაკეთობები. ასევე ანკესი, ნემსები, სადგისები, ისრისპირები, შუბისპირები, კერამიკული ნაწარმი და სხვა...




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
821
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
821
  
რამე ვერ გავიგეთ?
11 მაისი, 23:30
ბადრი ჯაჯანაშვილი ????????????
კაპ ითალ! - კაპიანი ჯოხი გაითალეო.
0 1 3