x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ვაკანსია - უნდა მოუაროთ 55 კატას, პირობები: უფასოდ სახლი, სამჯერადი კვება და 2000 ევრო ხელფასი

საბერძნეთში მდებარე სიროსის კუნძულზე აშენებულია თავშესაფარი, სადაც კატებს ინახავენ. თავშესაფარის მფლობელმა შესანიშნავი ვაკანსია გააზიარა, რაც ძალიან ბევრისთვის "საოცნებო" სამსახურად ითვლება. ვაკანსიის თანახმად, პიროვნება, რომელიც ამ კატების თავშესაფარში დასაქმდება, მიიღებს თვეში ფიქსირებულ ხელფასს - 2000 ევროს, გარდა ამისა, დღეში სამჯერადი კვებით და საცხოვრებელი ადგილით იქნება უზრუნველყოფილი.



კატების თავშესაფარი, სახელწოდებით - Little People Cat Rescue. ვაკანსია სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა...


image




ხელფასი 2000 ევრო და საცხოვრებელი სახლი დიდი ბაღით!


image



ვაკანსიის თანახმად, დამსაქმებელი პირი დაინტერესებულს სთავაზობს 55 უსაყვრლესი კატის მოვლას, ამის სამაგიეროდ ის ევროზე გადაიხდის ხელფასს და საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფს.



საქმის რისკი: კატის კლანჭები და გაუთავებელი კნავილი


image


დამსაქმებელს სურს გრძელვადიანი კონტრაქტი, ხელფასის მომატების პრინციპით. მისი აზრით, დასაქმებულ პირს მხოლოდ კატების კლანჭებისგან თავის არიდება და გაუთავებელი კნავილის მოსმენა მოუწევს.




სასურველი ასაკია - 45 წლის და ზემოთ


image


თავშესაფარის მფლობელის განცხადებით, სასურველია დაინტერესებული პირის ასაკი იყოს 45 წლის ზევით. თავშესაფარი ოფიციალურად მიმდინარე წლის ოქტომბერის თვეში გაიხსნება, ხოლო დასაქმებული პირი პირველ ხელფასს ნოემბერში აიღებს.



ვაკანსია God's Little People Cat Rescue -ის Facebook გვერდზე განთავსდა. როგორც ცნობილია ამ ულამაზეს კუნძულზე მდებარე თავშესაფარის ვაკანსიის ყურადღება ბევრმა მომხმარებელმა მიიპყრო და დამსაქმებელს საკმაოდ ბევრი cv-იც გაუგზავნეს, თუმცა ოფიციალურად, ვინ გახდება კატების მომვლელი, მხოლოდ ოქტომბერში გახდება ცნობილი.



image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. მიმდინარე წელს დასრულებული, წლის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები (II ნაწილი)

2. გამოცხადდა ყველაზე დიეტური 27 სუპერ საკვები!

3. მეცნიერთა კვლევის შედეგი - რა ხდება ყვავის სიკვდილის შემდეგ?

4. ბერმუდის "ეშმაკის სამკუთხედის" საიდუმლო ამოხსნილია!

5. სადღეგრძელოებით აღწერილი მწარე რეალობა....

6. ვინ არის ეკაპოლ ჩანანტაპოგი?

7. "აი ესაა შეშლილი მსოფლიო" - გაიცანით მსოფლიოს ყველაზე ჯუჯა სახელმწიფოები!

8. 10 რეალური ფოტოსურათი, რომელიც თვით სკეპტიკოსებსაც გააოცებს

9. სამარადჟამო დიდება სამშობლოსათვის თავშეწირულ გმირებს! (აგვისტოს ომის გმირები)

10. მსოფლიოს ყველაზე გარყვნილი 6 საქორწილო ტრადიცია!

3
6489
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
6489
  
2018, 12 ნოემბერი, 18:17
დაგვიანდა კი
2018, 12 ნოემბერი, 16:42
თუ დაგვიანდა უკვე?
2018, 12 ნოემბერი, 16:23
სად როგორ გავაგზავნო სივი დაწერეთ რა დაინტესებული ვარ!
0 1 3