x
მეტი
  • 23.09.2018
  • სტატია:80855
  • ვიდეო:333147
  • სურათი:438235
როგორ შეცვალა ანა კოულმანმა I მსოფლიო ომში დასახიჩრებული მამაკაცების ცხოვრება

I მსოფლიო ომი ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. დასამახსოვრებელია როგორც ამ პერიოდში მომხდარი ტერორი და მსოფლიოსთვის მიყენებული ზიანი, ასევე ქველმოქმედი ადამიანები, რომლებიც სხვების დახმარებას უანგაროდ ცდილობდნენ.


ერთ-ერთი ასეთი ქველმოქმედი ამერიკელი მოქანდაკე- ანა კოულმან უოტს ლედი იყო, რომელიც 1917 წელს მეუღლესთან ერთად საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად. აქ მან გაიცნო მოქანდაკე ფრენცის დერვენტ ვუდი, რომელმაც "თუნუქის ცხვირების მაღაზია" შექმნა I მსოფლიო ომში დასახიჩრებული მამაკაცების დასახმარებლად. სახის ნიღბების შექმნით, ის, ფაქტობრივად, ახალ სიცოცხლეს ჩუქნიდა ჯარისკაცებს.


ვუდის საქმიანობით შთაგონებულმა ანამ საკუთარი "სახის ნიღბების სტუდია" დააარსა, სადაც ჯარისკაცებისთვის სახის ნიღბებს ამზადებდა. რა თქმა უნდა, მისმა ნამუშევრებმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეცვალა.







ანა კოულმან უოტს ლედი ამერიკელი მოქანდაკე იყო, რომლის ნაშრომებმაც ბევრი მამაკაცის ცხოვრება შეცვალა.

image




1917 წლის ბოლოს ანამ საფრანგეთში გაიცნო ფრენცის დერვენტ ვუდი, რომელიც თავის მაღაზიაში სახის ნიღბებს ქმნიდა I მსოფლიო ომში მძიმედ დაშავებული მებრძოლებისთვის.

image




ამის შემდეგ ანამ თავად დააარსა "სახის ნიღბების სტუდია", სადაც ჯარისკაცებისთვის რეალისტურ ნიღბებს ამზადებდა.

image





ამ პერიოდში ომგამოვლილი მამაკაცები მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიდნენ და ნერვიულობდნენ იმაზე, თუ რას იფიქრებდა ხალხი მათ გარეგნობაზე.

image





ზოგი ჯარისკაცი იმდენად დასახიჩრებული იყო, რომ ოჯახის წევრებსაც გაუჭირდებოდათ მათი სახეების ცნობა.

image

image





ეს ადამიანები "ყველა ომის ყველაზე ტრაგიკულ პიროვნებებად" არიან ცნობილები, რადგან დასახიჩრებულების უმრავლესობამ ომის შემდეგ დარჩენილი ცხოვრება სრულ იზოლაციაში გაატარა.

image

image

image





თავისი ფანტასტიური ნიჭის გამოყენებით, ანა კოულმანმა ბევრი მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა და მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

image

image

image





1932 წელს, ანას საქველმოქმედო საქმიანობისთვის პატივისცემის ნიშნად, საფრანგეთის მთავრობამ ის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

image

image









ასევე დაგაინტერესებთ:


1. ვინ უღალატა ანა ფრანკს? - სრული ისტორია

image



2. სტალინის პირველი ცოლი - ეკატერინა სვანიძე

image



3. მუსოლინის პირველი ცოლი - იდა დალსერი

image


0
112
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0