x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD)
image

მოსახლოების დაახლობით 2% იტანჯება არასასურველი აკვიატებული აზრებითა და განმეორებადი ქცევებით. ის თავს ძირითადად მოზარდობის ასაკში იჩენს, მაგრამ ხშირად უფრო ადრეულ წლებშიც გვხვდება. ეს ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ნეირობიოლოგიური, გენეტიკური და გარემოს ფაქტორების სინთეზით, ექვემდებარება როგორც ნარკოლოგიურ, ისე ექსპოზიციურ პსიქოთერაპიას.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) არის შფოთვითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება არასასურველი და აკვიატებული აზრებით, გრძნობებით, სურათებითა და შეგრძნებებით (ობსესიები) და ამ ობსესიების თუ აზრების საფუძველზე ფსიქიკურ ან ქცევით აქტივობებში ჩართვა. ხშირად ადამიანი ახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც უმცირებს ობსესიურ ფიქრებს, მაგრამ ეს მხოლოდ მოკლევადიანი შედეგის მომტანია. ობსესიური „რიტუალების“ შეუსრულებლობას ის ძლიერ შფოთვამდე მიჰყავს. ადამიანის OCD-ს დონე შეიძლება მერყეობდეს ზომიერიდან ძალიან მძიმემდე, მაგრამ უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლოა გამოიწვიოს სირთულეები სამსახურში, სკოლაში და ზოგადად სხვა ადამიანთა გარემოცვაში. OCD-ის თან ერთვის დეპრესია, კვებითი აშლილობა, ყურადღების დეფიციტი და თანაბარი სიხშირით ვლინდება როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.

ძირითადი სიმპტომები :

  • ახაიათებთ განმეორებადი აზრები, ხატები, აკვიატებები ისეთ საგნებზე როგორიცაა სისუფთავე და ორგანიზებულობა.
  • განმეორებითი ქცევები ან მენტალური აქტივობები როგორიცაა ხელის დაბანა, კარის დაკეტვა-გაღება, თვლა, არასაჭირო ნივთების შენახვა, ერთი და იმავე ნაბიჯების გავლა რაიმეს შესრულებისას
  • ახასიათებთ ობსესიები, აკვიატებები და კომპულსიები, რაც გამოიხატება სხვა ადამიანთა კონტროლში
  • ვერ იღებს სიამოვნებას იმ რიტუალებისა და ქცევებისაგან, თუმცა ეხმარება შფოთვითი აზრების განდევნაში
  • დღეში სულ მცირე ერთ საათს უთმობს აზრებს და რიტუალებს, რაც დისტრესს იწვევს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს უშლის


ობსესიები - აკვიატებული, არასასურველი და განმეორებადი აზრები, იდეები, რომლებსაც ხშირად ვხვდებით OCD-ის მქონე ადამიანებში. მუდმივი პარანოიდული შიშები, უსაფუძვლო წუხილები და პერფექციონიზმი ასევე დამახასიათებელია. ინდივიდი განიცდის ისეთ შემაწუხებელ აზრებს როგორიცაა : ეს ჯამი ჭუჭყიანია და ამ აზრის საპასუხოდ ისევ და ისევ რეცხავს მას. ასეთი აზრები, რომელსაც შემდეგ ქცევა მოსდევს, იწვევს შფოთვას. ობსესიების სხვა მაგალითია გაუთავენელი შიში იმისა, რომ რაიმეს იტკენს, ან სხვებს ატკენს.

კომპულსიები - OCD-ის მქონე ინდივიდები თავიანთი ობსესიების საპასუხოდ ახორციელებენ რიგ ქცევებს, რომელსაც კომპულსიები ეწოდება. კომპულსიების ყველაზე გავრცელებულია მაგალითია საგნების თვლა, გადამოწმება, წმენდა, ფრაზების მენტალურად განმეორება, სიის შედგენა და ა.შ. ზოგიერთ ადამიანს აქვს განსაზღვრული რიტუალები. რიტუალები ეხმარება ადამინს შეიმციროს შფოთვა და კონტროლის გრძნობით უზრუნველყოს, მაგრამ ეს გრძნობა დროებითია.

OCD - ის მქონე ადამიანები განირჩევიან თავიანთი დაავადების გათვიცნობიერების დონის მიხედვით. ზოგიერთი მათგანი აცნობიერებს, რომ მათი კომპულსიები და ობსესიები არარეალური და არალოგიკურია და ცდილობს ებრძოლოს მათ. ზოგადად აშლილობის მიმდინარეობა ძალიან ცვალებადია. OCD-ის სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს, შესუსტდეს, ან საერთოდ გაქრეს კიდეც.

0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო ნარიმანიძე
სოფო ნარიმანიძე
120