x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"მათ დოლარები აქვთ, მაგრამ ჩვენ ხალხი და ალაჰი" - ფინანსური კრიზისის ფონზე ერდოღანი სირიაში სამხედრო კამპანიას აფართოებს

image

დღეიდან ძალაში შედის ამერიკის მიერ თურქეთისთვის დაწესებული გაზრდილი გადასახადები ალუმინსა და ფოლადზე. ალუმინზე გადასახადი 20%-ით, ხოლო ფოლადზე 50%-ით გაიზრდება. რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს თურქეთის ეკონომიკისთვის ამას დრო აჩვენებს, თუმცა პარასკევის მაგალითი აჩვენებს, რომ ლირა შეიძლება კიდევ გაუფასურდეს. პარასკევს, 10 აგვისტოს თურქული ლირა 15%-ით გაუფასურდა.
აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ 2018 წლის დასაწყისის შემდეგ ლირა 45%-ით, ხოლო რეჯეფ თაიფ ერდოღანის ივნისში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ 30%-ით გაუფასურდა.


დღეს თურქეთს საკმაოდ დიდი ეკონომიკური

პრობლემები აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, ერდოღანი აგრძელებს დასავლეთთან და ნატო-სთან დაპირისპირების პოლიტიკას. ეს მისი განცხადებებიდანაც ჩანს:

"თურქეთის წინააღმდეგ აშშ-ს ცალმხრივი ქმედებები ანკარას აიძულებს ახალი მოკავშირეები ეძებოს" - ეს განცხადება ერდოღანმა ორი დღის წინ გააკეთა.
ახალი მოკავშირეები შეიძლება იყვნენ რუსეთი, ირანი, ჩინეთი და კიდევ ისეთი ქვეყნები, რომლებიც
დასავლეთის მოკავშირეები არ არიან. ის, რომ თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო ახლოვდება, ამას ისიც აჩვენებს, რომ რუსეთი აპირებს თურქეთის მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას.

ეს იმის ნიშანია, რომ პუტინმაც და ერდოღანმაც დაივიწყეს 2015 წელს რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების ამბავი და ახალ რეალობასთან ადაპტაცია დაიწყეს. ახალი რეალობა კი შემდეგნაირია: ამერიკის ასეთი ხისტი პოზიცია, ხშირად მოკავშირეების მიმართაც, მის მტრებს აერთიანებს. ვეთანხმები იმ აზრს, რომ თურქეთის მიმართ უფრო მკაცრი ზომები იყო მისაღები, თუმცა ეს ყველაფერი უფრო წინდახედულად უნდა მომხდარიყო.

ერთი ხელის მოსმით სანქციების დაწესებით სასურველი შედეგი შეიძლება არ დადგეს. ამის მაგალითი არის რუსეთი და ირანი. რუსეთს საკმაოდ მძიმე სანქციები აქვს დაწესებული 2014 წლიდან მოყოლებული, თუმცა მისი პოლიტიკა არ იცვლება. ირანს დასავლეთის სანქციები 1979 წლიდან აქვს დაწესებული, თუმცა ამ ყველაფერმა პოლიტიკური ცვლილებები არ გამოიწვია.

თურქეთს ახლა პერსპექტივაში ერთადერთი მომავალი აქვს - ავტოკრატიული მმართველობა, რომელიც დროის სვლასთან ერთად სულ უფრო სასტიკი გახდება. ერდოღანის ნაბიჯები ისლამის საფარველით შეინიღბება და მივიღებთ ქვეყანას, სადაც ისლამი პრეზიდენტის ხელში იარაღი გახდება. ეს მისი განცხადებებიდანაც ჩანს. ერდოღანი სახალხო გამოსვლებისას მსმენელებს მიმართავს, რომ თურქეთის წინააღმდეგ რამდენიმე შეთქმულება მიმდინარეობს. "ყურადღება არ მიაქციოთ ამ კამპანიას. მათ დოლარები აქვთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი ხალხი და ალაჰი" - ეს სიტყვები უკვე არის მინიშნება, რომ თურქეთი თეოკრატიული მმათველობის გზაზე დგას.


როგორც წესი, კრიზისულ პერიოდში მსგავსი მმართველები საომარ კამპანიებში ერთვებიან საკუთარი მმართველობის გასაძლიერებლად. გამონაკლისი არ არის არც თურქეთის პრეზიდენტი. თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია სირიის ტერიტორიაზე "ზეთისხილის რტო" უკვე ყველასთვის საკმაოდ ცნობილია. მისი შედეგებიც ვიცით. თურქეთი სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე აფრინის მხარეს აკონტროლებს. იქ ჰყავს საკუთარი სამხედრო ძალები და ასე უჭერს მხარს სირიელ მეამბოხეებს. თუმცა ეს მხარდაჭერა უფრო შორს მიდის. მართალია პირდაპირი სამხედრო კამპანიის წარმოება ერდოღანმა ჯერჯერობით შეწყვიტა, თუმცა მეორე და საკმაოდ სარისკო გზას მიმართა. განაგრძეთ კითხვა

1
32
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
32
  
2018, 13 აგვისტო, 22:52
ეხლახან ტვიტერზე ტრამპის მესიჯი დაიდო-დიდგორზე ჩვენმა ძმებმა ქართველებმა თურქები სასტიკად დაამარცხესო და ერდოღანმა ანალოგიური შეცდომა არ დაუშვასო...
0 1 1