x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

image


ცნობილი ფაქტია, რომ მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ. უამრავი თეორია და მოსაზრებაა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდება ეს. ამბობენ, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებზე ალკოჰოლის, სიგარეტის და გაუმართლებელი რისკის ფაქტორი სერიოზულად მოქმედებს. ამას გარდა, ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ ყველაზე სახიფათო პროფესიების წარმომადგენლები, სწორედ მამაკაცები არიან.


ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში, როგორიცაა "Proceedings of the National Academy of Sciences", დაიბეჭდა სტატია, რომლის ავტორებიც ხსნიან, თუ რატომ არიან საშუალოდ, ქალები კაცებზე უფრო დღეგრძელები. მეცნიერთა აზრით, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად მიდრეკილნი არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი.


image


ჰერონტოლოგმა ეილინ კრიმინსმა აღნიშნა, რომ ამ ფენომენის გამოვლენა ბოლომდე ვერ მოხერხდა. თუმცა, ერთი რამის თქმა დაზუსტებით შეიძლება –ფინანსური მდგომარეობის და ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიუხედავად, მამაკაცები გაცილებით ხშირად ავადობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. მეცნიერმა დააზუსტა, რომ შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ძლიერი სქესის წარმომადგენელთა 70% –ს, რომლებიც 80 წლამდე ვერ აღწევენ, მსგავსი ჩივილები აქვთ. აქედან მხოლოდ 30%-ს ახასიათებს დამღუპველი ჩვევები. უფრო მეტიც, როგორც გამოირკვა, მსოფლიოში ბევრი დღეგრძელი მამაკაცი არასოდეს ამბობდა უარს სასმელსა და სიგარეტზე. ამით შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს მავნე ჩვევები, მართალია, ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არ შეიძლება მივიჩნიოთ მამაკაცთა ქალებთან შედარებით ხანმოკლე ცხოვრების მიზეზად.


მეცნიერებმა ისიც გამოიკვლიეს, რომ მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მე-19 საუკუნის მერე შემცირდა. მანამდე, ორივე სქესის წარმომადგენლები სიცოცხლეს დაახლოებით ერთი და იგივე ასაკში ამთავრებდნენ. ამერიკელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს დამატებითი კვლევები ჩაატარონ, ამ მოვლენის მიზეზი რომ დაადგინონ. ეს არა მხოლოდ სამეცნიერო ინტერესითაა განპირობებული, არამედ პრაქტიკული ცოდნის მიღებისთვის, განსაკუთრებით კი, მამაკაცებისთვის.

image

ასევე დაგაინტერესებთ:

image

მეცნიერებმა დაამტკიცეს: ყველა მამაკაცს უყვარდება ის ქალი, რომელიც ამ თვისებას ფლობს

imageრა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

image

12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს

imageრა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!

image

გსურთ უფრო მოქნილი გონების პატრონი გახდეთ? 5 მოქმედება, რომელიც აღადგენს ტვინის უჯრედებს

image

5 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია!

image

8 უმნიშვნელოვანესი რჩევა ცნობილი ფსიქოთერაპევტისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

3
182
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
182
  
2018, 14 აგვისტო, 14:37
ჩემია აზრი ასეთია: როცა წყვილი ჰარმონიულად ცხოვრობენ, ოჯახიც მყარია, შვილებიც კარგ მაგალითს იღებენ.
არც სამზარეულოში მუშაობის მრცხვენია და არც შვილების მოვლის, არც სახლის დალაგების როცა ამისი საჭიროებაა.
"ქალის ადგილი სამზარეულოშია" ჩემთვის მიუღებელი და დისკრიმინაციულია, რატომ არ უნდა დავეხმარო მეუღლეს როცა ამისი დრო მაქვს?
2018, 14 აგვისტო, 14:00
ეს ხუმრობა კი არა, სრული ჭეშმარიტებაა! მეცნიერული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ მამაკაცებს ხშირად აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომაც მნიშვნელოვანია ოჯახში ქალიც იყოს დასაქმებული!
2018, 14 აგვისტო, 13:13
კაცებს ოჯახზე ფიქრი გვიწევს და ამიტომ ჩნდება გულის პრობლემები.
ეს ხუმრობით რა თქმა უნდა....
სტატია საინტერესოა, როგორც ყოველთვის.
0 1 3