x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მიკროავტობუსის მძღოლს, რომელმაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა და გომბორის უღელტეხილზე საექსკურსიო მიკროავტობუსი ხევში გადაუვარდა, 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

image
2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 11:20 საათზე, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ბ.კ.-მ, რომელიც “დოჯი სპრინტერის“ მარკის ავტომობილს მართავდა და ექსკურსიაზე მიმავალი სკოლის მოსწავლეები და მათი ახლობლები გადაჰყავდა, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა, რასაც 4 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა.


მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევაში, რის შედეგადაც მოქალაქე ბ.კ-ს სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.


0
37
3-ს მოსწონს
ავტორი:კ-1
კ-1
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0