x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82938
  • ვიდეო:334275
  • სურათი:440630
დავით აღმაშენებელი - იბერო-კოლხების უმსხვრევი ფარი და ორლესული მახვილი

დავით აღმაშენებელი


დავით IV ბაგრატიონი აღმაშენებელი დაიბადა 1073 წელს, ქალაქ ქუთაისში. გამეფდა 1089 წელს და გარდაიცვალა 1125 წელს. ამ დროს ევრაზიის კონტინენტზე იწყებოდა ხალხთა ახალი დიდი გადასახლება და დიდი კავკასიური რასის ერთ-ერთი ქვერასა - თურანიდული, იგივე თურქული ქვერასა ითხოვდა "მიწას ცის ქვეშ". მანამდე ეს ხალხები ევრაზიულ თავალწვდენელ სტეპებში მომთაბარეობდნენ. სადაც კარავს გაშლიდნენ, იქ იყო მათი სახლიც, შემდეგ იყრებოდნენ და მალევე სეზონურად გადადიოდნენ "სხვა სამშობლოებში." ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ მათაც ეკუთვნოდათ ადგილი დედამიწაზე, სადაც შეძლებდნენ მკვიდრ ცხოვრებას და საკუთარი შთამომავლობისთვის მომავლის შექმნას. ეს იყო უდიდესი რაოდენობის ძალა. შეუჩერებელი მოდგმა, რომელიც მოაწყდა აზიისა და ევროპის მკვიდრ, ცივილურ, სამიწათმოქმედო უძველესი კულტურის სახელმწიფოებს - ირანს, ბიზანტიას, საქართველოს და ა.შ. მათ სულ ცოტა ხანში მოახერხეს ირანის უდიდესი ნაწილის აღება და ამ მიწებზე განსახლება. დაიპყრეს ალბანეთი ეს იბერო-კავკასიური უძველესი ხალხი, შეირიეს ისინი და ჩამოაყალიბეს დღევანდელი აზერბაიჯანელი ხალხი - ნახევრად უძველესი კავკასიელები და ნახევრად თურანიდები. ათეულობით მილიონმა შუა აზიიდან დაძრულმა თურანიდებმა (თურქულმა ხალხებმა) მოახერხეს დაეპყროთ და გაეტეხათ უძლიერესი აღმოსავლეთ რომის იმპერია - ბიზანტია. სულ 3 საუკუნეზე ცოტა მეტი დასჭირდათ და აუღებელი ქალაქი - კონსტანტინოპოლიც აიღეს და სტამბულად გადააკეთეს. ჩრდილოეთ კავკასიის თითქმის ყველა ხალხი ნახევრად თურანიდები არიან, სწორედ ამ პერიოდის "დამსახურებით". მოედნენ რუსეთის აღმოსავლეთ მიწებს და შეიჭრნენ რუსეთის ევროპულ ნაწილში და ომები გაუმართეს სლავებს. ასეთი იმპერიები, უძველესი ეთნოსები, ცივილიზაციები და ხალხები გატეხეს მათ და ვერაფერი მოუხერხეს კავკასიის შუაგულში მდგარ უძველეს ერს - ქართველებს. კოლხ-იბერები ვერ გატეხეს თურანიდებმა და იმ უმსხვრევ ფარს, რომელმაც გადაარჩინა საქართველო - დავით აღმაშენებელი ერქვა.


დავით აღმაშენებელი


დავით აღმაშენებლის ძირითადი ომები


1) 1093 წ. - კლდეკარის ერისთავის - ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობა.

2) 1094-1096 წწ. - ლიპარიტ ბაღვაშის მეორედ განდგომა. დავითის მიერ მისი კვლავ შეპყრობა და ბიზანტიაში განდევნა.

3) 1103 წ. - ზედაზნის ციხის აღება.

4) 1104 წ. - კახეთისა და ჰერეთის რეგიონების დალაშქვრა და შემოერთება. ერწუხის ბრძოლა.

5) 1110 წ. - სამშვილდეს ციხე-ქალაქისა და ძერნას აღება. თურქთა მარბიელი ლაშქრის დამარცხება თრიალეთში.

6) 1115 წ. - ქალაქ რუსთავის აღება.

7) 1116 წ. - თურქების დამარცხება ტაო-კლარჯეთში.

8) 1117 წ. - გიშის აღება. დემეტრე დავითის ძის მიერ შამქორში ლაშრქობა და ქალაძორის აღება.

9) 1118 წ. - თურქების დამარცხება რახსის პირას. ლორეს აღება. აგარანის ციხის აღება.

10) 1120 წ. - თურქ-სელჩუკების დამარცხება ბოტორასთან. შირვანის ქალაქ ყაბალას აღება. შირვანიდან თურქ-სელჩუკების განდევნა. თურქ-სელჩუკების დამარცხება აშორნიასთან. თურქ-სელჩუკების განადგურება სერგულამეჯთან.

11) 1121 წ. - თურქ-სელჩუკების დამარცხება ხუნანთან. ქალაქ ბარდავის აღება. დიდგორის ბრძოლა.

12) 1122 წ. - თბილისის აღება, თბილისის ამირატის საბოლოო გაუქმება და ერთიანი საქართველოს დედაქალაქად გამოცხადება.

13) 1123 წ. - შემახიასთან თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ გალაშქრება, შირვანს გალაშქრება და გულისტანის აღება.

14) 1124 წ. - დმანისის შემოერთება შაბურანის და სომხეთის ციხეების აღება: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი, ტალინჯაქარი. ანისისა და მისი მიმდგომი ციხეების დაკავება. შირვანის საბოლოო შემოერთება.



საქართველო დავით აღმაშენებლის გამეფების დროს:


კავკასია დავით აღმაშენებლის გამეფების დროს


საქართველო დავით აღმაშენებლის მეფობის დასასრულს:


საქართველო დავით აღმაშენებლის მეფობის დასასრულს



ეს კი არის თინათინ მღვდლიაშვილის ცნობილი ლექსის მოტივებზე აგებული ლექსი დიდ მეფეზე:


აღმაშენებელი თბილისს მობრძანება

ყალყზე შემართული რაშით.

თავი შეამზადე, გული გაიმაგრე,

თორემ ვერ გაგიძლებს დავით!

შენ რა დაგვიტოვე,

ჩვენ კი რას გახვედრებთ,

რითღა მოვიწონოთ თავი?!

ჩვენ ვერ ვიდავითეთ,

ჩვენ ვერ ვითამარეთ,

და ვერც ვიდიდგორეთ დავით!

მიწა გაგვიყიდეს,

ხორცი დაგვიფლითეს,

გული ამოგვგლიჯეს ტანჯვით.

საყდრისს გვიფეთქებენ,

რუსთველს გვიგინებენ,

წარსულს გვიყალბებენ თვალწინ.

გადამთიელები, უცხოტომელები,

ტაძრებს გვიფხაჭნიან დანით.

გადამიარეთო, ასე დაგვიბარე

და ჩვენ გადაგვჯეგეს დავით!

ვეღარ დავიცავით შენი საქართველო,

ვეღარ მოვუფრთხილდით წამით.

ხმალი დაგვიჟანგდა,

სისხლი გაგვიწყალდა,

როგორ დავჩიავდით დავით?!

მტერმაც გაგვლეწა და

ერთურთიც გავლეწეთ,

დავლეწეთ დღისით და ღამით!

ტაოს მივტირით და

ჰერეთს მივგლოვივართ,

სამცხეს მივტირივართ დავით!

კვნესის საქართველო შენი, ნაომარი,

გულში დაჭირილია ხარი...

მუხლი მაგარი აქვს, მაინც არ იჩოქებს,

შენ არ დაიდარდო წამით!

თბილისი მაინც - ისევ ითბილისებს,

გელათი კვლავაც ჰყვავის,

დაიბადებიან ხვალაც ის ლეკვები -

სადიდგორეები მკლავით!

აღმაშენებელო, თბილისს შემობრძანდი

თეთრი გიორგისვე მადლით.

გარს ეხვეოდაო, ვერ ერეოდაო

მუმლი მუხასაო, დავით!



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
294
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
294
  
27 აგვისტო, 12:57
სერიოზული სტატიაა, მაგრამ სამწუხაროდ არაა პრიორიტეტული ახალი თაობისათვის.
მათ ურჩევნიათ სკანდალურ სტატიებს გადაავლონ თვალი ვიდრე ისტორიული წარსულის ასახვას.
ძალიან მომეწონა სტატია, რომ შეიძლებოდეს 100 ლაიქს დავუწერდი...
0 1 1