x
image
გემი დალანდი
8 სიტუაცია, რომელიც ურთიერთობებს ანგრევს
ბედნიერი ურთიერთობა ორივე მხრიდან მოითხოვს მონდომებას და გულმოდგინებას. საჭიროა ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა წყვილებში, თუმცა, ზოგჯერ წყვილები გაუცნობიერებლად ისეთ შეცდომებს უშვებენ, რაც მათ ურთიერთობაზე დამღუპველად მოქმედებს.

ქალებს ჩვევად აქვთ, საყვარელი ადამიანები აეჭვიანონ და სხვადასხვა ხრიკებს მიმართონ მათ “გამოსაცდელად", საბოლოოდ კი ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგი მოაქვს. გაითვალისწინეთ ეს 8 სიტუაცია და არასოდეს გაიმეოროთ ისინი რეალურ ცხოვრებაში, თუ არ გინდათ, რომ თქვენს ურთიერთობას საფრთხე დაემუქროს.


1. სპეციალურად აეჭვიანებთ

imageრატომღაც ითვლება, რომ ეჭვიანობა ძლიერი გრძნობის თანამდევია. ზოგჯერ, ეჭვიანობას ნამდვილად შეუძლია სასურველი მიზნის მიღწევა დროებით, მაგრამ იმ მიზეზებს ვერ აღმოფხვრის, რის გამოც ამ სპექტაკლს დგამთ.


სხვა მამაკაცთან უწყინარ ფლირტზე თქვენმა პარტნიორმა შესაძლოა სრულიად არ მოახდინოს ისეთი რეაგირება, როგორსაც თქვენ ელით - არ მოირბენს ყვავილებით ხელში და პატიებას არ გთხოვთ, ის უბრალოდ, წერტილს დაუსვამს ურთიერთობას.

სინამდვილეში ეჭვიანობას სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს. ეჭვიანობა იმის შიშია, რომ დაკარგავ იმას, რაც საკუთრებად მიგაჩნია. ნდობა კი სიყვარულში უმთავრესია.


2.სოციალურ ქსელში მინიშნება-პოსტებს აქვეყნებთ ფსიქოლოგიური შინაარსით

“ როცა ადამიანში ცდები, ხვდები, რომ ის კი არაა ცუდი! არამედ შენ ექცეოდი მას იმაზე უკეთ, ვიდრე ის ამას იმსახურებდა და მასგან იმას ელოდი, რისი მოცემაც მის ძალებს აღემატება."

არ ღირს სოციალურ ქსელში მსგავსი სტატუსების გამოქვეყნება ურთიერთობების შესახებ. თითქოს უმისამართოდ წერთ, მაგრამ სინამდვილეში ყველა ხვდება, რომ მას ადრესატიც ჰყავს.

რატომ უნდა არკვიოთ თქვენი ურთიერთობა სტატუსებით, როცა პირისპირ შეგიძლიათ ადამიანს დაელაპარაკოთ და საბოლოოდ გაარკვიოთ ურთიერთობა?

შეეცადეთ, ნებისმიერი პრობლემა პირისპირ, ყოველგვარი სოც.ქსელების გარეშე გადაჭრათ.


3.სარგებლობთ დაქალების და მეგობრების რჩევებით

imageტყუილად როდი გვირჩევენ ფსიქოლოგები, რომ კამათი გარეთ არ უნდა გამოიტანოთ. ყველაზე მეტად კი დაქალებს და მეგობრებს უფრთხილდით, რომლებიც მზად არიან, 24 საათიან რეჟიმში გაგიწიონ კონსულტაციები. ხშირად, მათ, თავისი რჩევებით, შესაძლოა მცდარ გზაზე დაგაყენონ და თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან კიდევ უფრო გაუარესდება.

თუ ჩვევად გაქვთ მეგობრებთან თქვენს მეორე ნახევარზე წუწუნი, მათ მის მიმართ უარყოფითი შეხედულება ჩამოუყალიბდებათ და გკითხავენ კიდეც, როგორ იტანთ აქამდე ასეთ ადამიანს?

მოერიდეთ ურთიერთობების სხვების თვალწინ გარჩევას. თუ პრობლემა გაქვთ, ის პირისპირ, მშვიდ ატმოსფეროში უნდა განიხილოთ ან ოჯახის ფსიქოლოგს მიმართოთ.


4. ცდილობთ, პარტნიორის ფუნქციები შეითავსოთ

imageსაყვარელ ადამიანზე ზრუნვა-ბუნებრივი სურვილია. მთავარია, ეს ზრუნვა ჰიპერმზრუნველობად არ გადაგექცეთ. თქვენი პარტნიორი ზრდასრული და დამოუკიდებელი ადამიანია, რომელსაც თავად შეუძლია თავისი საქმეების მოგვარება. ქალი, რომელიც ცდილობს დედის ფუნქციებიც შეითავსოს პარტნიორის მიმართ, მისი ნებისყოფის პარალიზებას ახდენს და მას თავისზე დამოკიდებულს ხდის.

მამაკაცი კი, რომელიც ყველა ოჯახურ სიტუაციაში აძლევს რჩევებს თავის რჩეულს, თანაც 10 წუთში ერთხელ, მხოლოდ ქალის გაღიზიანებას იწვევს.


5. ახსენებთ ყოველ შეცდომას

imageშეცდომას ყველა ვუშვებთ და ეს ნორმალურია. წყენის დაგროვება და შენახვა არა მარტო ურთიერთობისთვისაა ცუდი, არამედ ჩვენთვისაც, რადგან გამუდმებით სტრესში ვიმყოფებით.

წყენის გულში ჩადება ნებისმიერ ურთიერთობას რისკის ქვეშ აყენებს. არ ღირს ყოველი კამათის დროს წარსულის შეცდომები გავიხსენოთ და წამოვაძახოთ. ის წარსულია, ჩვენ კი ბედნიერ მომავალზე უნდა ვიფიქროთ.


6.მხოლოდ ცუდზე ფიქრობთ

imageადამიანები სოციალური სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ. ამ შეხედულებების ნაწილი ნამდვილად გვეხმარება ამ სამყაროში რომ გზა გავიკვლიოთ.ზოგიერთი შაბლონი კი მხოლოდ ცუდის დანახვას გვასწავლის. ასეთი სტერეოტიპები ძალიან მოქმედებენ ურთიერთობებზე.

გახსოვდეთ, თქვენი ურთიერთობები უნიკალურია და წესებს ვერ მოარგებთ.

ნებისმიერ საკამათო სიტუაციაში შეეცადეთ, მოვლენებს თქვენი პარტნიორის თვალით, მისი პოზიციიდანაც შეხედოთ.


7. ეჭვიანობთ პარტნიორის მეგობრებზე

imageყველას აქვს პირადი კომფორტის ზონა. როცა ვინმე ამ ზონას ეხება, სტრესს, დისკომფორტს და აგრესიას ვგრძნობთ. თუ ადამიანები ერთმანეთის პირად სივრცეს პატივს სცემენ, ეს მათ ურთიერთობას უფრო მტკიცეს ხდის.

მეგობრები - ყველა ადამიანისთვის წმინდა და ხელშეუხებელი ცნებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრები მამაკაცისთვის. ეს მისი სულიერი დასვენების საშუალებაა. ამიტომ, ნუ განაწყენდებით, თუ მას მეგობრებთან ერთად ფეხბურთის ყურება ურჩევნია .


8. ხელს უშლით პარტნიორის განვითარებასimageსურვილი, ხელი შეუშალოთ პარტნიორის განვითარებას თქვენი კომფორტის გულისთვის, სინამდვილეში, შიშის გამოვლინებაა. ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორთან ერთად საერთო სივრცე შექმნათ და პატივი სცეთ მის სურვილს, რაიმე სფეროში გაიზარდოს. ორი მოსიყვარულე ადამიანი ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიდიოდეს წინ, თუმცა ამავდროულად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლებიც უნდა იყონ.

0
203
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0