x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩევა საყოფაცხოვრებო-სამშენებლო ტექნიკის გამომყენებლებს

image

ბევრჯერ მე დამიწერია, ბევრჯერ სხვასაც დაუწერია, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი არ ითვალისწინებს მთელ რიგ რჩევებს, რომელიც გასათვალისწინებელია უსაფრთხოების ტექნიკის დასაცავად და შესაბამისად თავად ტექნიკის გამომყენებლებისათვის.
ჩემმა სტატიამ თუნდაც ერთი ადამიანი დააფიქროს და გაითვალისწინოს ჩემი რჩევა მიზანს მიღწეულად ჩავთვლი.
მაშ ასე-რაზეა საუბარი, საუბარი ამ შემთხვევაში გვექნება ეგრეთ წოდებულ "ბოლგარკაზე", რომელსაც ფართო გამოყენება აქვს, როგორც უზარმაზარი ობიექტების მშენებლობისას ასევე საოჯახო სარემონტო სამუშაოებისას.
მინდა მოგითხროთ შემთხვევაზე, რომელიც ახლახან მოხდა. ნაცნობის სამშენებლო ობიექტზე, ერთერთ მუშას უნდა გადაეხერხა ხის ნაჭერი და მან ვერ მოძებნა ვერც ხელის ხერხი და ვერც ელექტროხერხი, აიღო და "ბოლგარკას" მოხსნა მეტალის საჭრელი "დისკი" და დაუყენა ხის საჭრელი "დისკი" ეგრეთ წოდებული "ცირკულარული დისკი".
აღნიშნული "დისკი" და "ბოლგარკის" ბრუნთა რიცვი არ ემთხვეოდა ერთმანეთს, შესაბამისად მაღალი ბრუნვის გამო "დისკმა" განიცადა ვიბრაცია, მოგლიჯა დამცავი ფარი და მუშას ხელის მტევანზე თითები წააცალა.
25 წლის მუშა სამუდამოდ გახდა შეზღუდული უნარის მქონე დაუდევრობის გამო.
არცთუ დიდი ხნის წინ აღნიშნულმა თვითემოქმედებამ კიდევ ორი მუშა დაასახიჩრა, ერთს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, ხოლო მეორეს მუცელში ღრმა ჭრილობა მიაყენა და საკმაოდ მძიმე ოპერაციული ჩარევა გახდა საჭირო მის გადასარჩენად.
"ბოლგარკის" გამოყენება არადანიშნულებისამებრ ძალზე სახიფათოა მისი გამომყენებლისათვის, "ცირკულარული დისკი" გამოიყენება ხის დასამუშავებელ დაზგებზე, მას გააჩნია დამჭერი რგოლი დამჭერი ჭანჭიკით, რომელსაც დამატებით უკეთდება დამატებითი საკონტროლო დამჭერი ჭანჭიკი. რაც უზრუნველყოფს მის სიმყარეს, ხოლო დაზგის ელექტროძრავა იმდენად ძლიერია თუ ხელოსანი გამოცდილია ხის ან საერთოს ხის მასალის გადახერხვისას "ცირკულარური დისკის" გაჭედვა გამორიცხულია.
"ბოლგარკის" შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია "ბოლგარკის" ბრუნთა რიცხვი, ასევე მასზე დასაყენებელი მეტალის საჭრელი "დისკის" დასაშვები ბრუნთა რიცხვი, რადგან სხვა შემთხვევაში "დისკი" განიცდის ვიბრაციას და დიდია შანსი მისი დამტვრევისა, რაც საფრთხეს უქმნის ხელოსანს.
და საერთოდ არცერთ შემთხვევაში "ბოლგარკაზე" არ უნდა დააყენოთ არცერთი სიდიდის "ცირკულარული დისკი" ხის მასალის გადასაჭრელად, რადგან ძალზე მაღალია მისი ხის მასალაში გაჭედვის ალბათობა, რაც დამიჯერეთ ძალზე სახიფათოა.
როგორც ცნობილია "ბოლგარკის" მუშა ბრუნთა რიცხვია 6000-დან-11000 ბრუნვამდე წუთში.
ხოლო "ცირკულარული დისკის" დასაყენებელ ხელის აპარატის მუშა რეჟიმია 4000-5000 ბრუნი წუთში, თან ასეთ აპარატებს გააჩნიათ მოწყობილობა, რომელიც მუშაობისას მის ხელიდან გავარდნას უშლის ხელს, ასევე გააჩნია ხერხვის დროს დასაყენებელი ფარი,
გარდა ამისა, როგორც წესი "ცირკულარული დისკები" იშვიათი გამონაკლისების გარდა არც ყენდება "ბოლგარკაზე" დამცავ ფართან ერთად. რაც საფრთხის რისკს 100%-დე ზრდის.
შესაბამისას ნახერხი ხელოსანს და იქ მყოფ ადამიანებს უქმნის საფრთხეს.
იმედია გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და ამით დაიცავთ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც.
image




2
123
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
123
  
2018, 13 აგვისტო, 23:20
მადლობა, თქვენი და მაკას შეფასება ჩემთვის ძალიან ღირებულია.
2018, 13 აგვისტო, 20:00
როგორც ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად გასათვალისწინებელი სტატიაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ამ ხელსაწყოს იყენებს!!!
0 1 2