x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სახლის დალაგება-დასუფთავება,რა უნდა გავრეცხოთ და გავწმინდოთ თითქმის ყოველდღიურად
ყოველთვის სადღაც გვეჩქარება: ხან სამსახურში, ხან საქმიან შეხვედრაზე, აგარაკზე, ნათესავ-მეგობრებთან თუ პაემანზე და ამ სიჩქარეში არ ვაქცევთ ყურადღებას საშინაო საქმეებს.

ყოველდღე სახლის დალაგება რთულია, ეს არის შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი, თუმცა არის საყოფაცხოვრებო საგნები, რომლის ჭუჭყიანი დატოვება ხანგრძლივად არაფრით არ შეიძლება.


1)ყავის მადუღარა და ყავის საფქვავი - ყავის მადუღარაზე მაღალი ტემპერატურა და ნესტი ბაქტერიების მომრავლებისთვის ხელსაყრელია და ამასთანავე ობის ბუდეა, ამიტომ ყოველდღე გულდასმით უნდა გაირეცხოს.


image


2)სამზარეულოს ხელსახოცი-სამზარეულოს ხელსახოცებზე ბაქტერიები მრავლდება. იგივე ეხება სააბაზანოს პატარა პირსახოცებსაც. ვინაიდან, მათ დღეში რამდენჯერმე ვიყენებთ, სწრაფად ბინძურდება. ასე რომ, მათი გარეცხვა მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც არის აუცილებელი.

image


3) დაბინძურებული კაფელი და მეტლახი - უმჯობესია, ყოველი შხაპის მიღების შემდეგ გავრეცხოთ და გავაშროთ. მშრალი კედლები ხელს შეუშლის სააბაზანოში ობის სოკოს გაჩენას.

image


4)ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი-ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ სასურველია ღრუბელს მდუღარე წყალი გადავავლოთ. ორ კვირაში ერთხელ კი აუცილებლად გამოვცვალოთ.


image

5)გასაღები - გასაღების ზედაპირზე ყოველდღიურად უამრავი ბაქტერია გროვდება. ეს ნივთი პერიოდულად უნდა გავწმინდოთ ანტისეპტიკური ხელსახოცით.

image

6) გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში - ერთ საათზე მეტხანს ნუ გააჩერებთ, შემდეგ უკვე ამჟავდება და სუნიც მიეცემა.


image

7)საჭრელი დაფა - ხის საჭრელ დაფაში დროთა განმავლობაში სოკოები და მიკრობები დაიბუდებენ, ამიტომ პერიოდულად, გამოყენების შემდეგ სასურველია გარეცხოთ სოდით ან რამდენიმე წუთით ჩაალბოთ წყლისა და ძმრის ნაზავში

image

8)სამზარეულოს ნიჟარა და აბაზანა - საპნიანი წყალი, ნახმარი ჭურჭლის ნარჩენები, ცხიმიანი შხეფები ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას, ამიტომ აუცილებელია მათი გულდასმით გარეცხვა სპეციალური ხსნარების, ან ფხვნილების გამოყენებით.

image

9) ხალიჩა და ბილიკი - იატაკზე გაფენილი ხალიჩა ან ბილიკი უამრავი მიკრობის ბუდეა, რომელიც ხშირად ალერგიის მიზეზიც შეიძლება იყოს, ამიტომ უმჯობესია, სპეციალური ხსნარის და მტვერსასრუტის დახმარებით გავასუფთაოთ.

image




1
91
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
91
  
2018, 13 აგვისტო, 12:00
გასაღებები არასოდეს გამიწმენდია, არადა, მართალია.
0 1 1