სხვა სნაიპერი ზედმეტსახელად "თეთრი სიკვდილი" - რაც მას შეემთხვა, მტერსაც არ უსურვებთ 2018, 14 აგვისტო, 12:21 1939-1940 წლებში, მაშინ, როცა "საბჭოთა-ფინეთის" ომი მძვინვარებდა, საბჭოელ ჯარისკაცებს ნამდვილ ურჩხულად თავს ფინელი სნაიპერი სიმო ჰიაკია დაატყდა, რომელიც გამოირჩეოდა საოცარი სიზუსტით და არ იყენებდა დამხმარე, ოპტიკურ საშუალებებს. ამის გამო, მას ზედმეტსახელად "თეთრი სიკვდილი" შეარქვეს.
სიმო ნამდვილ ლეგენდად იქცა როგორც მეგობრებისთვის, ასევე მტრებისთვის. თუმცა, რაც მას შეემთხვა, ნამდვილად დაგასევდიანებთ. სიმო ჰიაკია 1905 წელს დაიბადა ისეთ ოჯახში, სადაც ბავშვობიდან ნადირობას ასწავლიდნენ. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ 17 წლის ასაკში მიეღო მონაწილეობა ადგილობრივ "სნაიპერულ" შეჯიბრებებში და მიეღო საპრიზო ადგილები. ხოლო, როდესაც საბჭოთა-ფინეთის ომი დაიწყო, დიდხანს არ უფიქრია, რომ წასულიყო სნაიპერად. ომის პირველივე დღეს, მან 25 საბჭოელი ჯარისკაცი მოკლა, 100 დღიანი ომის დასასრულს კი 600 ჯარისკაცზე მეტი ჰყავდა მოკლული. მტერს იმდენად ეშინოდა "თეთრი სიკვდილის", რომ მისი თავისთვის ჯილდოც დააწესეს. სიმოს ლიკვიდაციის საკითხში კი მთელი საბჭოთა ელიტის ყველაზე გამოცდილი სნაიპერების გუნდი ჩაერთო. 1940 წლის 6 მარტს, როგორც იქნა, შეძლეს და ტყვია მოარტყეს, რომელმაც სიმოს სახის მარცხენა ყბაში გაიარა. მისი ევაკუირება სამედიცინო პუნქტამდე მოახერხეს, თუმცა სიმო რამდენიმე დღე კომაში იყო. გონს მოსულს, სარკეში შემზარავი გამოსახულება დახვდა. მისი სახის მარცხენა მხარე გაგლეჯილი და სრულიად დეფორმირებული იყო. ექიმებმა ბევრი ზრუნვისა და ოპერაციების შემდეგ შეძლეს, რომ მისი ბარძაყიდან ხორცი და კანი სახეზე გადაენერგათ და ქირურგიული-პლასტიკის შემდეგ ამ დონეზე აღედგინათ. რეაბილიტაციის შემდეგ, სიმოს კვლავ სურდა ფრონტზე, პოზიციაზე დაბრუნება, თუმცა, აღნიშნული ტრავმების გამო, მას უარი უთხრეს. ყოფილმა სნაიპერმა იცხოვრა საკმაოდ მშვიდი და ხანგრძლივი ცხოვრებით და როდესაც ეკითხებოდნენ ცივი ომისა და 600-ზე მეტი მოკლული ჯარისკაცის შესახებ, ის მშვიდად პასუხობდა, რომ უბრალოდ ვალს იხდიდა. ის 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. P.S. თქვენ როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს მისი სასჯელი და ომის დროს ჩადენილი მკვლელობები ითვლება თუ არა დანაშაულად?! იხილეთ აგრეთვე: ● ჩერნობილის აფეთქება შემთხვევით არ მომხდარა! გასაიდუმლოებული დოკუმენტები გაასაჯაროეს ● იცოდით, როგორ გაჩნდა პირველი საღეჭი რეზინა საბჭოთა კავშირის დროს და რატომ შეეწირა მას 21 ადამიანის სიცოცხლე?! ● საშინელი სიმართლე, რას ვჭამდით სინამდვილეში საბჭოთა პერიოდში– ეს უნდა იცოდეთ! ● საბავშვო ბაღზე "თავდასხმის", ისტორიაში ყველაზე საშინელი ტრაგედიის, დღემდე უცნობი დეტალები ● რატომ "პარსავდნენ თავს" ბავშვებს საბჭოთა პერიოდში? ის, რაც ბევრმა, დღემდე, არ იცოდით ● ყველაზე სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკი და მისი კიბეების სისხლიანი ისტორია ● როგორ აწამებდნენ ნაცისტები ტყვე ქალებს +13 ● მედიცინა ნაპოლეონის ომის დროს- ის, რისი გაგონებაც გაგაკვირვებთ ● ვარცხნილობა "აპარსული ზოლის" საშინელი ისტორია ● რატომ მალავდნენ ისტორიული პირები ხელს პერანგის ქვეშ? ● რატომ ეხურათ გერმანელ ჯარისკაცებს რქიანი ქუდები? ომის საიდუმლოს ფარდა აეხადა ● ძნელია მიხვდეთ რა კიდია კედელზე, თუმცა გაგებისთანავე ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ +13 1911 12-ს მოსწონს |
ომო ომია. აკეთებ იმას რაც არ გინდა
რაც შენს ქვეყანას არგია ან რა შენზე მაღლა მდგომებს სურთ.
მითხარით რომ არ მოეკლა გადარჩებოდა? არა.