x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სნაიპერი ზედმეტსახელად "თეთრი სიკვდილი" - რაც მას შეემთხვა, მტერსაც არ უსურვებთ
1939-1940 წლებში, მაშინ, როცა "საბჭოთა-ფინეთის" ომი მძვინვარებდა, საბჭოელ ჯარისკაცებს ნამდვილ ურჩხულად თავს ფინელი სნაიპერი სიმო ჰიაკია დაატყდა, რომელიც გამოირჩეოდა საოცარი სიზუსტით და არ იყენებდა დამხმარე, ოპტიკურ საშუალებებს. ამის გამო, მას ზედმეტსახელად "თეთრი სიკვდილი" შეარქვეს.



image




სიმო ნამდვილ ლეგენდად იქცა როგორც მეგობრებისთვის, ასევე მტრებისთვის. თუმცა, რაც მას შეემთხვა, ნამდვილად დაგასევდიანებთ.




image




სიმო ჰიაკია 1905 წელს დაიბადა ისეთ ოჯახში, სადაც ბავშვობიდან ნადირობას ასწავლიდნენ. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ 17 წლის ასაკში მიეღო მონაწილეობა ადგილობრივ "სნაიპერულ" შეჯიბრებებში და მიეღო საპრიზო ადგილები. ხოლო, როდესაც საბჭოთა-ფინეთის ომი დაიწყო, დიდხანს არ უფიქრია, რომ წასულიყო სნაიპერად.



image



ომის პირველივე დღეს, მან 25 საბჭოელი ჯარისკაცი მოკლა, 100 დღიანი ომის დასასრულს კი 600 ჯარისკაცზე მეტი ჰყავდა მოკლული.



image



მტერს იმდენად ეშინოდა "თეთრი სიკვდილის", რომ მისი თავისთვის ჯილდოც დააწესეს. სიმოს ლიკვიდაციის საკითხში კი მთელი საბჭოთა ელიტის ყველაზე გამოცდილი სნაიპერების გუნდი ჩაერთო. 1940 წლის 6 მარტს, როგორც იქნა, შეძლეს და ტყვია მოარტყეს, რომელმაც სიმოს სახის მარცხენა ყბაში გაიარა. მისი ევაკუირება სამედიცინო პუნქტამდე მოახერხეს, თუმცა სიმო რამდენიმე დღე კომაში იყო.



გონს მოსულს, სარკეში შემზარავი გამოსახულება დახვდა. მისი სახის მარცხენა მხარე გაგლეჯილი და სრულიად დეფორმირებული იყო. ექიმებმა ბევრი ზრუნვისა და ოპერაციების შემდეგ შეძლეს, რომ მისი ბარძაყიდან ხორცი და კანი სახეზე გადაენერგათ და ქირურგიული-პლასტიკის შემდეგ ამ დონეზე აღედგინათ.


image



რეაბილიტაციის შემდეგ, სიმოს კვლავ სურდა ფრონტზე, პოზიციაზე დაბრუნება, თუმცა, აღნიშნული ტრავმების გამო, მას უარი უთხრეს.


ყოფილმა სნაიპერმა იცხოვრა საკმაოდ მშვიდი და ხანგრძლივი ცხოვრებით და როდესაც ეკითხებოდნენ ცივი ომისა და 600-ზე მეტი მოკლული ჯარისკაცის შესახებ, ის მშვიდად პასუხობდა, რომ უბრალოდ ვალს იხდიდა. ის 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.


image




P.S. თქვენ როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს მისი სასჯელი და ომის დროს ჩადენილი მკვლელობები ითვლება თუ არა დანაშაულად?!





იხილეთ აგრეთვე:


ჩერნობილის აფეთქება შემთხვევით არ მომხდარა! გასაიდუმლოებული დოკუმენტები გაასაჯაროესimage





იცოდით, როგორ გაჩნდა პირველი საღეჭი რეზინა საბჭოთა კავშირის დროს და რატომ შეეწირა მას 21 ადამიანის სიცოცხლე?!image





საშინელი სიმართლე, რას ვჭამდით სინამდვილეში საბჭოთა პერიოდში– ეს უნდა იცოდეთ!image






საბავშვო ბაღზე "თავდასხმის", ისტორიაში ყველაზე საშინელი ტრაგედიის, დღემდე უცნობი დეტალებიimage





რატომ "პარსავდნენ თავს" ბავშვებს საბჭოთა პერიოდში? ის, რაც ბევრმა, დღემდე, არ იცოდითimage





ყველაზე სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკი და მისი კიბეების სისხლიანი ისტორიაimage





როგორ აწამებდნენ ნაცისტები ტყვე ქალებს +13image





მედიცინა ნაპოლეონის ომის დროს- ის, რისი გაგონებაც გაგაკვირვებთimage





ვარცხნილობა "აპარსული ზოლის" საშინელი ისტორიაimage





რატომ მალავდნენ ისტორიული პირები ხელს პერანგის ქვეშ?image





რატომ ეხურათ გერმანელ ჯარისკაცებს რქიანი ქუდები? ომის საიდუმლოს ფარდა აეხადაimage






ძნელია მიხვდეთ რა კიდია კედელზე, თუმცა გაგებისთანავე ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ +13image



3
1911
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1911
  
2018, 17 აგვისტო, 17:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 14 აგვისტო, 23:24
მოკალი თორემ მოგკლავენ.
ომო ომია. აკეთებ იმას რაც არ გინდა
რაც შენს ქვეყანას არგია ან რა შენზე მაღლა მდგომებს სურთ.
მითხარით რომ არ მოეკლა გადარჩებოდა? არა.
2018, 14 აგვისტო, 12:28
ეს კაცი თავისი სამშობლოსათვის იბრძოდა,მისი ქვეყნის არმია თავს არავის დასხმია.
0 1 3