x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნარცისიზმი და მისი ძირითადი მახასიათებლები
image

ნარცისიზმი არის ეგოიზმის, მედიდურობისა და პატივმოყვარეობის პიროვნული თვისება. ტერმინი სათავეს ბერძნულ მითოლოგიაში იღებს. ნარცისი იყო ეგოცენტრული ახალგაზრდა, რომელსაც აუზში თავისი ანარეკლი შეუყვარდა.

image

ნარცისიზმის კონცეფცია ფსიქოანალიზის ჩარჩოში ზიგმუნდ ფროიდმა განიხილა. მოგვიანებით ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ნარცისიზმი პიროვნულ აშლილობათა რიცხვს მიაკუთვნა და დაახასიათა როგორც -პათოლოგიური ქცევის ხანგრძლივი მოდელი, რომელიც ხასიათდება გაზვიადებული საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებით, აღტაცების გადაჭარბებული მოთხოვნილებით და სხვა ადამიანების გრძნობების გაგების შემცირებული უნარით.


ნარცისიზმი ერთ-ერთია პიროვნების თვისებათა ბნელი ტრიადიდან. დანარჩენ ორს ფსიქოპატია და მაკიაველიზმი წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ნარცისიზმი და ეგოცენტრიზმი არ წარმოადგენენ ერთი და იგივე ცნებას.

ნარცისიზმს ახასიათებს პიროვნული ცვლადების ოთხი განზომილება. ესენი: ლიდერობა/ძალაუფლება, უპირატესობა/ქედმაღლობა, თვითშთანთქმა/საკუთარი თავით აღტაცება, საკუთარი უფლებამოსილეის შეგრძნება.

ნარცისიზმისათვის დამახასიათენელია :

  • საკუთარ თავზე აშკარა ფოკუსირება ინტერპერსონალური ურთიერთობის დროს
  • პრობლემები ურთიერთობის შენარჩუნებისას
  • ფსიქოლოგიური თვითგაცნობიერების ნაკლებობა
  • ემპათიასთან დაკავშირებული სიძნელეები
  • სხვა ადამიანებისაგან განცალკევების სირთულე
  • ამპარტავნული სხეულის ენა
  • სხვა ადამიანების გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის
  • სინდისის ქენჯნისა და მადლიერების უარყოფა
  • მტკიცება იმისა, რომ ყველაფერი გამოსდის
  • ზედმეტი მგრძნობელბა ნებისმიერი შეურაცხყოფისადმი
ამერიკელი ფსიქიატრი ჯეიმს მასტერსონი გამოყოფს ნარცისიზმის თვისებებს, რომელსაც „შვიდ სასიკვდილო ცოდვას“ უწოდებს. ესენია

  • უსირცხვილობა/უსინდისობა
  • არარეალური აზროვნება
  • ამპარტავნობა
  • შური
  • უფლებამოსილება
  • ექსპლოატაცია (სხვათა)
  • ცუდი საზღვრები - საკუთარი თავისა და სხვების ერთმანეთისგან ვერ გარჩევა
0
213
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო ნარიმანიძე
სოფო ნარიმანიძე
213