x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე წარმატებული ზოდიაქოს ნიშნები 2018 წელს
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა. მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.



image



გვჯერა თუ არა, დაბადების რიცხვი და წელი არსებით გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათსა და ბედზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბევრად დამოკიდებულია გარემოსა და აღზრდაზე, თუმცა ასტროლოგები ამბობენ, რომ ვარსკვლავები მომავლის ყველაზე ერთგული და საიმედო მაცნეები არიან. ყვითელი ძაღლის წელი უკვე დადგა, რომელიც კიდევ მეტ წარმატებას მოუტანს ზოდიაქოს ყველა ნიშანს, თუმცა 2018 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება შემდეგი 4 ზოდიაქოს ნიშნისთვის.



1. სასწორი.


image

წელს სასწორი სამყაროს ფავორიტია. მშვენიერი ჰარმონია, რომელიც ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ხელს შეუწყობს ბედნიერებას. ეს არის ბალანსი ყველაფერში და მოგიტანთ სასიამოვნო მოვლენებს.


ასტროლოგები გირჩევენ, ეძიოთ საკუთარ თავში ახალი ჰობი, რომელიც თქვენი ნიჭის უამრავ ახალ უხილავ მხარეებს დაგანახვებთ. სამსახურში დაწინაურება ნუ გაგიკვირდებათ. ფინანსური მხარეები ზრდისკენ წავა, იქნება ბონუსები, საჩუქრები და შესაძლოა, ლატარიაშიც მოიგოთ რამე.






2. კიბო.

image

კიბო ყოველთვის აძლევს ლომის წილ რეკომენდაციას სხვებს თავისი გამოცდილებიდან, ამიტომ დროა, 2018 წელს მას ყველა გაღებული სიკეთე უკან დაუბრუნდეს.


2017 წელს ბევრი ტკივილი შეგხვდათ, თუმცა ის უკან მორჩა და წელს ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართება. დაფასდება თქვენი შრომა, იმოგზაურებთ და მოინახულებთ თქვენთვის უცნობ არაერთ მხარეს (ქვეყანას).






3. მშვილდოსანი.

image

და ბოლოს, როგორც იქნა ყველა მიზანი გამართლდება. ამ ნიშანს მართავს იუპიტერი, რომელიც პლანეტის ზრდასა და შესაძლებლობების გაფართოებაში ეხმარება. თუ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ იყო ცხოვრება სტაბილური და არ მოგიტანათ ცვლილებები, 2018 წელი გააქრობს თქვენს სირთულეებს.


კარიერასა და გეგმებში გელით განსაცვიფრებელი პერსპექტივა. თქვენი ბედნიერება დამოკიდებულია ოპტიმიზმზე, ამიტომ არც იფიქროთ დეპრესიასა და უხალისობაზე. ახლობელი ადამიანების ნდობა და თანადგომა ამ წელიწადში ძალიან დაგეხმარებათ.






4. ლომი.

image

ამაყი ლომი მზის შემოქმედია. ის, თავად ბადებს ბედნიერებას და სიხარულს, თუმცა წელს კიდევ უფრო მეტად მიიზიდავს მათ. არსებითად იყენებს ყველა შესაძლებლობას, მიიღოს ცხოვრებისგან ყველაფერი საუკეთესო.


ალბათ, შარშან იყო მცირე მარცხი და წარუმატებლობა, რამაც ცხოვრების კურსიდან ცოტათი გადაგახვევინათ, თუმცა ნუ დაღონდებით, წარმატებული ქარი მოგცემთ ბევრ ახალ სასარგებლო ნაცნობობას და ფინანსურ საქმეებშიც წინსვლა იქნება.


უბრალოდ, ეცადეთ მიიღოთ ყველა და არ აკრიტიკოთ არასრულფასოვნებისთვის. გაუშვით წარსული და მიენდეთ საკუთარ რწმენას; განაგრძეთ ცხოვრება ღიმილით, რადგან ბედი თქვენს მხარესაა.






იხილეთ აგრეთვე:


2018 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვისimage





3 საუკეთესო ქალი (ზოდიაქო), რომელთა ცოლად შერთვა ნამდვილად ღირსimage





ნახეთ რას გიწინასწარმეტყველებთ კარმა (მისი დამთხვევა გაგაოგნებთ)image





კარმული ჰოროსკოპის მიხედვით ვინ იყავით წინა ცხოვრებაში?image





მხოლოდ ფურცლისა და ბეჭდის მეშვეობით გაიგებთ, რა ცვლილებებს გიმზადებთ ბედიimage

1
805
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
805
  
2018, 15 აგვისტო, 0:20
ეხ მეგობარო ბიძო გამოგრჩა, საქართველოში ყველაზე მაგარი ზოდიაქო აქვს
0 1 1