x
მეტი
  • 15.10.2018
  • სტატია:81644
  • ვიდეო:333732
  • სურათი:438826
ბიზნესის არსი და თავისებურებები

imageთანამედროვე ცხოვრებაში ნებისმიერი ადამიანი ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებულია ბიზნესთან.ზოგი თავად ქმნის ბიზნესს, პროდუქტს, ზოგი კი არის მომხმარებელი და ა შ. ბიზნესმენი - ინგლისური წარმოშობის სიტყვაა და პირდაპირი გაგებით "საქმიან ადამიანს " ნიშნავს.

ბიზნესი - ეს არის კანონიერი გზით მოგების მიღების მიზნით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა.

ყოველგვარი საქმიანობა ვერ ჩაითვლება ბიზნესად. საქმიანობა ნებისმიერი სახის მუშაობაა, მაგრამ ნებისმიერი პროდუქტის შექმნა ან გაყიდვა არ შეიძლება ჩავთვალოთ ბიზნესად. საქმიანობა ბიზნესს წარმოადგენს მაშინ, როცა მისი მიზანი არის მოგება, შემოსავლის მიღება.

წარმოება ბიზნესი ხდება მაშინ, როცა მწარმოებელი არა მარტო უშვებს პროდუქციას, არამედ შედის ეკონომიკურ ურთიერთობებში მყიდველთან (მომხმარებელთან) წარმოებული საქონლის ხელსაყრელად გაყიდვის, რეალიზაციის და გაცვლის მიზნით.

თუ პროდუქტი შეიქმნა პირადი მომხმარებლის მიზნით, ცხადია, ის ბიზნესი ვერ იქნება, ბიზნესი კეთდება მაშინ, როდესაც პროდუქტი იქმნება სარეალიზაციოდ, შემოსავლის და მოგების მისაღებად.

თანამედროვე ცხოვრებაში ბიზნესს არა მარტო პირად სარგებელზე უწევს ფიქრი, იგი ვალდებულია იფიქროს და იზრუნოს სხვა პირების სარგებლობაზეც, რომლებიც მონაწილეობენ საერთო საქმეში. საერთო მოგებიდან ყველას უნდა შეხვდეს მისი კუთვნილი წილი.

ბიზნესისთვის არ არსებობს დაბრკოლება ეროვნებებს შორის. შეიძლება სახელმწიფოებს შორის არ არსებობდეს დიპლომატიური კავშირები, მაგრამ არსებობდეს ბიზნეს-ურთიერთობები სახელმწიფოების კომპანიებსა და ფირმებს შორის.

მეწარმეობა არის საქმიანობა, რომლის დროსაც ხდება ცოდნისა და უნარების გამოყენება საქონლისა და მომსახურების შესაქმნელად.

ბიზნესი კი მრავალწახნაგოვანი ცნებაა.

ბიზნესი წარმოადგენს საქმიანობას კერძო პირების, საწარმოების მიერ ბუნებრივი დოვლათის მოპოვების, გადამუშავების, საქონლის წარმოების, შეძენის და გაყიდვის ან სხვა საქონელზე გაცვლისათვის, რაც იწვევს დაინტერესებული პირების ან საწარმოების ურთიერთსარგებლობას.


0
26
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0