x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უმუშევარი ამერიკელი დასაქმებული ქართველის წინააღმდეგ-ვინ უფრო კარგად ცხოვრობს?
image

ჩვენი მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი გარბის უცხოეთში არალეგალური თუ ლეგალური გზით უკეთესი ცხოვრების მოსაწყობად. უმეტესობის გეგმა ასეთია: წავალ დროებით, დავაგროვებ ფულს, ჩამოვალ სამშობლოში და შემდეგ მშვიდად ვიცხოვრებ აქ, თუმცა ეს "დროებითი წასვლა" ხშირად ათწლეულები გრძელდება და არცთუ იშვიათად, იქ სამუდამოდ დარჩენით მთავრდება.

მეორე, რასაც გამუდმებით გაიგონებთ, ის არის, რომ აქ დასაქმებული უფრო ნაკლებ ხელფასს იღებს, (იმასაც დავძენთ, რომ ჩვენთან უმუშევარს საერთოდ არა აძლევენ ფულად კომპენსაციას)ვიდრე უცხოეთში უმუშევარი, რაც სიმართლეა. მოდით, გავაანალიზოთ, მართლაც რა ხდება ამ მხრივ დასავლეთში და მაგალითად აშშ ავიღოთ.


მაშ ასე, "ბანკები და ფინანსების" ინფორმაციით საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი მოსახლოების ნახევარზე მეტს(63%) 500-იდან 1000 ლარამდე აქვს, დანარჩენ 37%-ს - ათას ლარზე ზემოთ, გარკვეულ რაოდენობას - 500 ლარზე ქვემოთ. გამოვითვალოთ საშუალო არითმეტიკული, რითაც მივიღებთ დაახლოებით 1500 ლარს საშუალო თვიურ ხელფასს, რაც 600$-ის ექვივალენტია.



რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, უმუშევრობის შემწეობა შტატების მიხედვით სხვადასხვაა, მაგალითად, ყველაზე დაბალია არიზონას შტატში - კვირაში 240$, რაც თვეში 960 $-ს უდრის, თუმცა ასეთი დაბალი შემწეობა 50 შტატიდან მხოლოდ 6-შია, 32 შტატში უმუშევრებს კვირაში საშუალოდ 355-430 $-ს უხდიან(თვეში 1420-1720$), ყველაზე მაღალია მასაჩუსეტსის შტატში : კვირაში 742$ და პლუს 25$ ყოველ ბავშვზე.


მაგრამ არ გეგონოთ უმუშევარს მუდმივად უხდიან ფულს, ეს დროებითია, ყველაზე ხანგრძლივად ამ მხრივ ისევ მასაჩუსეტსის შტატი გამოირჩევა- 30 კვირა, ანუ ნახევარ წელიწადზე მეტი, ჩრდილოეთ კაროლინაში უმუშევარს 12 კვირის მანძილზე უხდიან ფულს, ჯორჯიაში-14 კვირას.


რა მოხდება, თუკი ამ ხნის განმავლობაში ადამიანი ვერ იშოვის სამუშაოს და შემწეობის ვადაც ამოეწურება?


არსებობს სამი ვარიანტი:პირველი - თუ ქვეყანაში საერთო ეკონომიკური კრიზისი შეინიშნება, ფედერალური ხელისუფლება ქმნის დროებით პროგრამებს, რომელიც ითვალისწინებს უმუშევრებზე შემწეობის გადახდის დროის გაზრდას.


მეორე - არსებობს უფასო ტრეინინგები, რითაც უმუშევარს საშუალება აქვს, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი, ამისთვის უმუშევარს დამატებით ფულს არ აძლევენ საქმის წამოსაწყებად, მაგრამ სამაგიეროდ, თუ შეხედეს, რომ ადამიანმა ბიზნესი წამოიწყო, უგრძელებენ შემწობის გადახდას.

image

მესამე - თუ უმუშევარს გაუთავდა შემწეობის მიღების ვადა, არც ბიზნესი აეწყო და ბოლომდე ჩაიძირა, ამ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს სასურსათო და ფედერალურ სამსახურს ფულად დახმარებისთვის, დოტაცია გათვალისწინებულია ინდივიდუალურად(მაგალითად, შვილების ყოლის შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია უფრო მაღალი იქნება) და ირიცხება სპეციალურ ბარათზე. საშუალოდ, ჭამაზე 120$-ია კვირაში გამოყოფილი, ხოლო 100$ სხვა საჭიროებისათვის.

image

ადვილია თუ არა ამერიკელისთვის შემწეობით ცხოვრება? რა თქმა უნდა არა, თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ში განსაკუთრებით მაღალია კომუნალური გადასახადები(შუქი, გაზი, წყალი, ინტერნეტი, ტელევიზია და სხვა), რაც საშუალოდ ამერიკელს თვეში 200-250$ უჯდება და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამერიკელების უმეტესობას ბინა იპოთეკით აქვს აღებული, რომლის გადასახადიც საშუალოდ თვეში 800$-ია, ამას დავუმატოთ დაზღვევაც, (საშუალოდ 275$) - თანხა საკმაოდ სოლიდური გამოვა, ამიტომ უმუშევარი ამერიკელების უმეტესობა იძულებულია, ტრაილერების პარკში გადავიდნენ საცხოვრებლად.

image






0
218
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0