x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორია...(+ფოტო)
image
ფეხსაცმელი -
ტანსაცმლის ერთ -ერთი სახეობაა, ფეხზე იცმევა და იცავს მას გარემოსგან...ასევე, მნიშვნელობა ენიჭება მის გარეგნულ იერსახეს...

არსებობს კულტურები, რომლებიც დღემდე უარს ამბობენ ფეხსაცმლის ტარებაზე და ფეხშიშველი სიარულს ამჯობინებენ...მათვის ფეხშიშველი სიარული თავმდაბლობასთან და პატივისცემასთან ასოცირდება..

რომაელები ფეხსაცმელს უყურებდენ როგორც ძალაუფლების და საზოგადოებაში სტატუსის დასამკვიდრებელ ნივთს..სწორედ ამიტომ, მხოლოდ დიდგვაროვნებს ჰქონდათ მათი ტარების უფლება...დაბალი კლასის საზოგადოება და მონები კი ფეხშიშველნი დადიოდნენ...

შუა საუკუნეებში ქალიც და მამაკაციც ატარებდნენ ხისძირიან ფეხსაცმელს, რომელიც ქუსლიანი ფეხსაცმლის წინაპრად ითვლება..


XV საუკუნეში თურქეთში შექმნეს ჩოპინები - ქალის პლათფორმიანი ფეხსაცმელი, რომლის სიმაღლეც 17, 7 -20, 3 სმ გახლდათ. ჩოპინებმა უმოკლეს დროში გაითქვა სახელი მთელ ევროპაში...

რაც შეეხება ძველ ეგვიპტეს, ფეხსაცმელს პაპირუსიდან ქმნიდნენ და თავდაპირველად მათი ტარების უფლება მხოლოდ ფარაონს და მის თანმხლებ პირებს ქონდათ..(ფარაონის მეუღლე არ შედიოდა მასთან დაახლოებულ პირებში და ის ფეხშიშველი დადიოდა). ფარაონს ერთი წყვილი ფეხსაცმლის შეკერვა თითქმის მთელი წლის შემოსავალი უჯდებოდა.. რაც შეეხება მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ის თავდაპირველად მონებისთვის შეიქმნა, რადგანაც მათ იოლად შეძლებოდათ გადადგილება, და არა დიდგვაროვნებისთვის.

მოგვიანებით შეიქმნა სხვადასხვა სტილის ფეხსაცმელი სხვადასხვა წრის ადამიანებისთვის.

ქალბატონები დახურულ ფეხსაცმელს ატარებდნენ, ხოლო წარსულში პოპულარული სანდლები ( რომლებიც ბერძნებისგან მიითვისეს ძველმა რომაელებმაც კი) მეძავებს ერგოთ წილად...ისინი ატარებდნენ ღია ფეხსაცმელს, რათა არ დამალულიყო მათი ფეხის სილამაზე...

1680 წელს მოდაში შემოვიდა მაღალქუსლიანი, წვრილწვეტიანი ფეხსაცმელი, რომელიც იმდენად მაღალი იყო, რომ ქალები მათთან ერთად ხელჯოხსაც ატარებდნენ..(რათა მას დაჰყრდნობოდნენ და არ წაქცეულიყვნენ).

1789 წელის ფრანგულმა რევოლუციამ ფრანგები 50 წლით გამოასალმა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. ნაპოლეონის ეპოქაში ქალის ფეხსაცმელი ბალეტის ფეხსაცმელებს წაგავდა.. სწორედ ამ პერიოდმა ჩაუყარა საფუძველი ეგრედწოდებული "ბალეტკების" შექმნას..

ევროპას ჰქონდა მცდელობა, მოდაზე გალაშქრების..

ექიმებმა, ფილოსოფოსებმა და ინტელექტუალებმა უარი უთხრეს ვიწრო კორსეტებს და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათი მოთხოვნა თუმცა ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ მაინც დაკმაყოფილდა...

საბედნიეროდ, თანამედროვე ეპოქაში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალების მოდის ნაწილია...

ის ქალის სხეულს მეტად დახვეწილს და ლამაზს ხდის, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძნელია მისი ტარება..


სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო.. სწორედ ამიტომ, მინიმუმ ერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ნებისმიერი ქალის გარდერობში უნდა ინახებოდეს...

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






imageimageimageimage

















2
231
2-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
231
  
2018, 12 აგვისტო, 15:01
საბედნიეროთ ჩვენს ეპოქაში მხოლოდ მოდის ნაწილია და არა საჭიროებააა :)
2018, 12 აგვისტო, 14:57
ევროპაში მაღალქუსლიანი და მაღალტანტეტკიანი ფეხსაცმელი იმიტომ შეიქმნა,რომ შუა საუკუნეებში ტუალეტები არ იყო და ფანჯრიდან ისვრიდნენ მოქალაქეები შარდსა და განავალს,ქუჩები განავალით იყო სავსე და ფეხი რომ არ ჩაეკრათ, მაღალ ფეხსაცმელს ხმარობდნენ.ასე იყო პარიზში,მადრიდში,ჰამბურგსა და სხვა ქალაქებში.შეიზლება ახალგაზრდებმა არ დაიჯეროთ,მაგრამ ეს რეალობაა.ჯერ დაიძახებდნენ ფანჯრიდან მოერიდეთო და მერე ისროდნენ განავალს.სუნამო კი იმისათვის მოიგონეს,რომ დაუბანლობის სუნი დაეთრგუნათ.პარიკი კი ტილების დასაფარად მოიგონეს.
0 1 2