x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ჭკვიანი» მცენარეები

image


ცხოველებისგან განსხვავებით, მცენარეები უფრო დამყოლები არიან გენეტიკური მოდიფიკაციებისადმი და შეიძლება ითქვას, რომ დღეს «ნებისმიერი გემოვნების» მცენარის შექმნა შეიძლება. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მცენარის მხოლოდ კულტივირება ხდებოდა. ამჟამად წინა პლანზე პრაქტიკულობამ წამოიწია და მეცნიერების მთავარი ამოცანა სილამაზის და სასარგებლო თვისებების შერწყმა არის. სწორედ ამას გეგმავენ ტენისის უნივერსიტეტის (ნოკსვილი, აშშ) მეცნიერები. მათ დეკორატიული მცენარეების ატმოსფეროს სენსორ-ანალიზატორებით «აღჭურვა» გადაწყვიტეს.

მეცნიერების იდეას საფუძვლად ის უდევს, რომ ფლორის წარმომადგენლები, ყოველგვარი გენეტიკური მოდიფიკაციის გარეშე, ისედაც რეაგირებენ ჰაერში სხვადასხვა აგენტების არსებობაზე. აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის პროფ. ნილ სტიუარტის თქმით, «მცენარეების უდიდესი ნაწილი უპრობლემოდ აფიქსირებს ობის, რადონის ან ნახშირბადის კონცენტრაციის გაზრდას. როდესაც ოთახში თქვენს გარდა არავინ არის და ფიქრობთ, რომ მარტო ხართ – ეს ასე ნამდვილად არ არის. თქვენს გარშემო ნამდვილი ორგანული ინკუბატორია. ამასთან, ზოგი მათგანი, სულაც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. მცენარებს შეუძლიათ არა მარტო მიკროფლორის გაუმჯობესება ჩვენს ირგვლივ, არამედ პრობლემის წინასწარ ამოცნობა.

კვლევის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ მცენარეებს გაუჩნდეს «გენეტიკური გადამრთველი», რომელსაც რეაგირება შეეძლება ჰაერში არსებულ ზოგიერთ ნივთიერაბაზე».

სტიუარტმა და მისმა გუნდამ უკვე შეძლო მცენარის შექმნა, რომელიც ატმოსფეროში აზოტის მაღალ შემადგენლობაზე რეაგირებს. იმ შემთხვევაში, თუ ამ ნივთიერების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას გადააჭარბებს, მცენარე ნათებას იწყებს.

მსგავსი «ანალიზატორებით» შეიძლება როგორც ოთახის, ისე ქუჩის მცენარეების «აღჭურვა» და ისინი «სასარგებლო სენსორების» ფუნქციასაც შეასრულებენ და ჰაერსაც გაასუფთავებს. უფრო მეტიც, ასეთი მცენარეების გამოყენება სხვადასხვა სფეროებში შეიძლება (მაგ. ქიმიურ ქარხნებში და ლაბორატორიებში), თუ მათ მომწამვლელი და სახიფათო ნივთიერებების ამოცნობას «ასწავლიან».

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ეს მცენარეები ყველა სახლში უნდა იყოს!
* უნიკალური სახლის მცენარე, რომელიც მავნე ბაქტერიებს და პარაზიტებს ებრძვის და ჰაერს ასუფთავებს
* ყველაზე საინტერესო ქოთნის მცენარეების შესახებ (მოვლა, გახარება, გამრავლება...)


0
119
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0