x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიქონიოთ სახლში ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ზეთს გამოყენების ფართო სპექტრი გააჩნია – ვირუსსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და სოკოსგან დამცავ თვისებებს ფლობს. ის უძლიერესი ანტისეპტიკური ნივთიერებაა. სწორედ ამ მიზეზით ზეთს ხშირად იყენებენ როგორც ნატურალური საშუალება ინექციების პროფილაქტიკისთვის, პატარა ჭრილობების შესახორცებლად, დამწვრობისა და ბებერების სამკურნალოდ.


საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ როგორი კონცენტრაცია აქვს ჩაის ხის ზეთს. მაგალითად, ეთერზეთის 5% ნაზავი გამოდგება აკნეს სამკურნალოდ, 10% კონცენტრაცია კი ეფექტურად მოქმედებს ჭარბოფლიანობის შემთხვევაში.

კანის გაწითლების, წვის ან სხვა სახის გაღიზიანების დროს (კანის ტიპზეა დამოკიდებული), ზეთი აუცილებლად უნდა გაიხსნას წყალში ან საერთოდ არ უნდა იქნეს გამოყენებული.


ჩაის ხის ზეთის გამოყენება


image

1. აკნეს მკურნალობა

გამოიყენეთ 5% -იანი კონცენტრაცია. აურიეთ 5 წილი ზეთი და 95 წილი წყალი. შეიზილეთ ნაზავი კანში დილით და საღამოს.


2. როგორც ანტისეპტიკური საშუალება

ჩაის ხის ზეთი ეფექტურად ახორცებს პატარა იარებს, ჭრილობებს, უმკლავდება ანთებებს და ჰერპესს. მკურნალობის ჩასატარებლად არ არის საჭირო სპეციალური ნაზავის გაკეთება. მხოლოდ წაისვით რამდენიმე წვეთი დაშავებულ ადგილას. ამ პროცედურისთვის გამოიყენეთ 5% კონცენტრაცია.


3. სოკოს მკურნალობა

წაისვით 2-3 წვეთი ზეთი როგორც სოკოსგან დაზიანებულ ფრჩხილის ზედაპირზე, ისე მის ქვეშ. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ერთხელ.


4. ჯანმრთელი თმისთვის

ჩაის ხის ზეთი პოზიტიურად ზემოქმედებს თმის ფოლიკულაზე. შამპუნი 5% იანი ზეთის შემცველობით დაგეხმარებათ ქერტლისგან გათავისუფლებაში. დაამატეთ 4 წვეთი 100 მლ. შამპუნში, კარგად შეიზილეთ თმის ძირებზე, 3-5 წუთის შემდეგ დაიბანეთ.



image


5. რელაქსაციისთვის

ჩაის ხის ზეთი პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე. თუ აბაზანაში დაამატებთ 8-10 წვეთს, მოდუნებაში დაგეხმარებათ, მოგიხსნით შფოთვას და გაგიუმჯობესებთ შრომისუნარიანობას.



6. ანგინის დროს

აიღეთ დიდი ქვაბი და ჩაასხით 1 ლ. ცხელი წყალი, დაუმატეთ 2-3 წვეთი ჩაის ხის ზეთი, თავი ორთქლთან ახლოს დახარეთ და პირსახოცი გადაიფარეთ. ისუნთქეთ ღრმად 5-10 წუთის მანძილზე. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ ქრება ანთება. ამასთან, ამგვარი მკურნალობა ეხმარება სასუნთქი გზების გაწმენდას.


7. ინტიმური ჰიგიენისთვის

გამოიყენეთ 10%-იანი კონცენტრაცია. ააქაფეთ საპონი და დაუმატეთ 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი.

ეს ეთერზეთი არაჩვეულებრივი საშუალება ქალებისთვის ისეთი არასასიამოვნო პრობლემის მოსაგვარებლად, როგორიცაა ვაგინალური კანდიდოზი (რძიანა, თეთრად შლა). მის სამკურნალოდ მოამზადეთ სპეციალური ნაზავი: აურიეთ 5 წვეთი ზეთი და 1/2 ჩ.კ. სოდა, შემდეგ მიღებული მასა გახსენით 200 მლ. თბილ წყალში. დაიბანეთ დღეში 2-ჯერ ერთი კვირის მანძილზე.



image


8. მწერის ნაკბენის სამკურნალოდ

სადეზინფექციოდ, ტკივილის შესამსუბუქებლად და ქავილის თავიდან ასაცილბლად წაისვით 5%-იანი ჩაის ხის ზეთი მწერის ნაკბენზე. დაიდეთ პატარა სახვევი ზეთი რომ არ აორთქლდეს. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ . დღის ბოლოს თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად შემსუბუქდება.


9. სირსველის (ლიქენი) სამკურნალოდ

გამოიყენეთ 5%-იანი კონცენტრაცია. წაისვით 3-4 წვეთი დაზიანებულ კანზე. პროცედურა დღეში 2-3-ჯერ ჩაიტარეთ. უმჯობესია სახვევი გაიკეთოთ, ზეთის აორთქლება თავიდან რომ აიცილოთ.


10. როგორც გასასუფთავებელი საშუალება

ჩაის ხის ზეთი შეიძლება გამოიყენოთ, როგორც სახლის ჰიგიენური საშუალება. პულივიზატორიან ბოთლში ჩაასხით 700 მლ. წყალი, 120 მლ ძმარი, დაუმატეთ 10 წვეთი ზეთი. ასეთი ნაზავი ეფექტურად აშორებს სააბაზანოში გაჩენილ სოკოს, კარგია სარკეების და ფანჯრების გასაწმენდად – ისე შრება, რომ კვალს არ ტოვებს.


გარდა იმისა, რომ ებრძვის ინფექციურ დაავადებებს, ჩაის ხის ზეთი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და აძლიერებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმს.


ასევე დაგაინტერესებთ:


ეს ორი ინგრედიენტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას მოგიგვარებთ


ყველაზე სასარგებლო საუზმე – წვავს ცხიმებს და ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისგან


მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება


ცნობილი ამერიკელი ექიმი გვიყვება ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესახებ, რომელიც ყველა ინფექციას ანადგურებს ორგანიზმში


რომელ მინერალს, რა სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის?


9 მიზეზი, თუ რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ!


თუ ლუდი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

1
1150
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1150
  
2018, 27 აგვისტო, 12:47
როგორც ყოველთვის სტატია მოწოდების სიმაღლეზეა...
0 1 1