x
ალკოჰოლისა და მარიხუანის ეფექტი ჯანმრთელობაზე
image

ბარაკ ობამამ ჟურნალ ნიუ-იორკთან ინტერვიუში განაცხადა: „ ბავშვობაში მარიხუანას ვეწეოდი. მივიჩნევ, რომ ეს ცუდი ჩვევა და სისუსტის გამოვლინება იყო. ის არაა ძალინ განსხვავებული სიგარეტისგან, რომელსაც ვეწეოდი ბავშობიდან ზრდასრულობამდე. ვფიქრობ, რომ კანაფი არაა ალკოჰოლზე სახიფათო“

ეს მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებაა. ყველამ იცის, რომ ორივეს მოხმარება ცუდია. რომლის მიღებაა უარესი? განვიხილოთ ეს ქვემოთ.

შედეგები მოკლევადიან პერიოდში


ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარებას სწრაფად შეუძლია ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმოს, ხოლო მარიხუანა უფრო მცირე პრობლემებს ქმის.

ალკოჰოლი სწრაფად თიშავს ტვინის ისეთ ადგილებს, რომელიც სიცოცხლისთვის აიცილებელია. მოქმედებს ისეთებზე, რომლებიც მონაწილეობენ გულის ცემისა და სუნთქვის პროცესებში.

კანაფი გულსისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს. ზრდის გულის ცემის სიხშირესა და სისხლის წნევას.

რუბენ ბალერმა, National Institute on Drug Abuse-ის მეცნიერმა, განაცხადა: „ თუ ალკოჰოლს ძალიან დიდი დოზით მიიღებთ, შეიძლება მოკვდეთ 5 წუთის შემდეგ, როდესაც ის სრულიად დაგეპატრონებათ. ეს კი მარიხუანას შემთხვევაში არ მოხდება.“ ბარელმა ასევე თქვა, რომ ადამიანს არ შეუძლია კანაფის ისეთი გადაჭარებული დოზით მოხმარება, როგორც ალკოჰოლის შემთხვევაშია.

გარი მარი, the National Institute on Alcohol Abuse-ის დერექტორი, ამბობს, რომ ალკოჰოლი უფრო მეტად გავს სხვა ნარკოტიკებს ვიდრე მარიხუანა. ალკოჰოლი ორგანიზმში სხვა ნარკოტიკების მზგავსად მეტაბოლიზდება ან აზიანებს ჩვენს სხეულს.

შედეგები გრძელვადიან პერიოდში

ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება გრძელვადიან პერიოდში რა შედეგებსაც იწვევს ყველამ იცის. ამის მაგალითია ღვიძლეზე შექმნილი პრობლემები.

მარიხუანის დიდი ხნის მანძილზე რეგულარულად გამოყენება მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე. ეს ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა. ასევე, ადამიანის ფსიქიკურ პრობლემებს აღრმავებს.

ბევრისთვს გასაკვირად კვლევებმა აჩვენა, რომ კანაფი უფრო მსუბუქ გავლენას ახდენს ფილტვებზე ვიდრე თამბაქოს მოხმარება. მაგრამ კვლევებმა ასევე დაადგინა, რომ მარიხუანას უფრო იშვიათად მოიხმარენ ვიდრე სიგარეტს და შესაძლოა სწორედ ეს იყოს განსხვავების მიზეზი.

ბალერმა თქვა, რომ მარიხუანას მოხმარება განსაკუთრებით ბავშვებშია საშიში, რადგან ნარკოტიკები ტვინის განვითარებაში მონაწილეობენ, სანამ იგი საბოლოოდ ჩამოყალიბდება. ასევე, რამდენად დაგაზიანებს კანაფის მოწევა დამოკიდებულია რა სიხშირით მიიღებ მას. ფაქტი ისაა, რომ მარიხუანა აზიანებს შენს კოგნიტურ ფუნქციებს და ზუსტად არავის არ შეუძლია თქვას რამდენად ცუდ შედეგს მოგიტანს მისი მოხმარება.

სარგებელი

ალკოჰოლს მედიცინაში გამოყენება არა აქვს. მაგრამ მისი ზომიერი მოხმარებით სარგებლის მიღებაა შესაძლებელი. ალკოჰოლის დალევა ამცირებს კარდიოვასკულარული დაავადების განვითარების რისკს.

მარი ამბობს: „ ყოველთვის ვურჩევთ ხალხს, რომ თავი აარიდონ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, მაგრამ მისი ზომიერი დალევა ნამდვილად არაა სახიფათო“.

აშშ-ში მარიხუანის ლეგალიზება ყოველთვის დიდი დებატების საგანი იყო. ამის მიზეზი კანაფის მედიცინაში გამოყენებაა. პლანი, ბალერის თქმით, გამოიყენება გაფანტული სკლეროზის, დიაბეტის, კიბოს, გლაუკომას და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ბარელმა ასევე განაცხადა: „ მეცნიერები დროულად მუშაობენ, რომ მარიხუანაში აღმოაჩინონ ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც პოტენციალი გააჩნიათ“.

0
174
2-ს მოსწონს
ავტორი:ზაზა მიროტაძე
ზაზა მიროტაძე
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0