x
მეტი
  • 23.09.2018
  • სტატია:80853
  • ვიდეო:333146
  • სურათი:438235
რა პრობლემები გაქვთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში, ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა, ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანია. მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.



image


ზოდიაქოს თითოეული ნიშანი უნიკალურია და რეაქციებიც მომხდარზე ყველას განსხვავებული აქვს. თუმცა, არსებობს სამი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომლებიც ასევე განსხვავებულია ყველა ზოდიაქოსთვის და დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ, თუ რა სამი ძირითადი პრობლემა გახასიათებთ თქვენი ნიშნის მიხედვით პარტნიორთან ურთიერთობაში.





ვერძი – (21 მარტი– 19 აპრილი)


● არ შეგიძლიათ ურთიერთობის დათმობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის თქვენთვის ტოქსიკურია. ყველანაირად ცდილობთ ცუდისგან კარგი შექმნათ.

● ყოველთვის გსურთ ურთიერთობის კონტროლი და გაცოფებთ, როდესაც პარტნიორი არ ითვალისწინებს თქვენს აზრს.

● რთულად იტანთ ურთიერთობის გაწყვეტას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის წარუმატებელი იყო.






2. კურო – (20 აპრილი– 20 მაისი)


● კომპრომისი ურთიერთობისას თქვენი სტილი არ არის. სრულიად დამოუკიდებელი პიროვნება ხართ და თქვენთვის ძნელია, ვინმეს დაემორჩილოთ.

● თქვენი უხასიათობიდან გამომდინარე, ძნელია შეხვედრებზე წასვლაზე დაგიყოლიონ.

● ზოგჯერ ძალიან მკაცრი ხართ პარტნიორის მიმართ და გიჭირთ შეცდომები აპატიოთ.






3. ტყუპები – (21 მაისი– 20 ივნისი)


● გახსოვდეთ, რომ თავგადასავლების მუდმივი სურვილი გააფუჭებს ურთიერთობებს. იფიქრეთ იმაზე, რომ ურთიერთობა მშვიდი და სტაბილური გახადოთ.

● არარსებულზეც კი შეგიძლიათ დიდი ძალისხმევა დახარჯოთ.

● პრობლემას ხშირად განიხილავთ ცალმხრივად და მხოლოდ თქვენს სასარგებლოდ. დაფიქრდით იმაზე, რომ პარტნიორი მას საპირისპიროდ ხედავს.






4. კირჩხიბი – (21 ივნისი– 22 ივლისი)


● შეგიძლიათ ნაკლები დრო დაუთმოთ ურთიერთობას, თუმცა იგრძნოთ როგორ ძალიან უყვარხართ.

● ცხოვრების მანძილზე მუდმივად გაქვს შიში, რომ ის მიგატოვებთ.

● ხშირად მერყეობთ და ვერ გადაგიწყვეტიათ რა გინდათ – სტაბილური ურთიერთობა თუ თავისუფლება.






5. ლომი – (23 ივლისი– 24 აგვისტო)


● ყოველთვის მოითხოვთ ყურადღებას პარტნიორისგან, თუმცა იგივეს ყოველთვის არ გასცემთ.

● ფლობთ უამრავ უარყოფით ემოციას, რომელთაც მოულოდნელად შეუძლიათ არასაჭირო დროს ამოხეთქვა.

● გახასიათებთ თავის მაღალი თვითშეფასების აღქმა და მიგაჩნიათ, რომ იმაზე მეტი გეკუთვნოდათ, ვიდრე თქვენი ამჟამინდელი პარტნიორია.







6. ქალწული – (23 აგვისტო– 22 სექტემბერი)


● ძალიან ხშირად მიდიხართ კომპრომისზე.

● ძალიან ტრადიციული ხართ თქვენს ღირებულებებში და გიჭირთ დაჯერება, რომ თქვენი პარტნიორი ვერ იზიარებს ამ მოსაზრებებს.

● ურთერთობებში ასევე შეგიძლიათ ინტრუზივი გახდეთ და ყველაფერი აკეთოთ თავად, თუმცა გაფრთხილებთ, რომ ეს არცთუ ისე კარგი გადაწყვეტილებაა.







7. სასწორი (23 სექტემბერი– 22 ოქტომბერი)


● გსურთ, რომ ყველაში მხოლოდ კარგი დაინახოთ და ამის გამო გიყვართ ის ადამიანებიც, ვინც ამას არ იმსახურებენ.

● არ გიყვართ, როდესაც იგნორირდებით და გამუდმებით ითხოვთ პარტნიორისგან ყურადღებას.

● შეგიძლიათ იცრუოთ პარტნიორთან, თუკი ეს სიცრუე სიკეთეს მოუტანს, მაგრამ შემდეგ ტყუილი ცუდად ისახება თქვენს ურთიერთობებზე.







8. მორიელი – (23 ოქტომბერი– 21 ნოემბერი)


● ძალიან ვნებიანი ხართ ურთიერთობაში, თუმცა შემდეგ ადვილად კარგავთ ინტერესს მის მიმართ.

● შეგიძლიათ არ აპატიოთ და უსასრულოდ იყოთ გაბრაზებული.

● ვერ იტანთ, როდესაც გატყუებენ და ასეთი ფაქტის შემდეგ აღარ უშვებთ მას თქვენს სიახლოვეს.






9. მშვილდოსანი – (22 ნოემბერი– 21 დეკემბერი)


● თავისუფლების და ბუნების მოყვარული ხართ და იგივეს ელით პარტნიორისგან, თუმცა ის ხელს უშლის თქვენს სიხარულსა და განცდას.

● არ შეგიძლიათ პატიება.

● შეგიძლიათ იყოთ მეწვრილმანე და მიაყენოთ შეურაცხყოფა პარტნიორს, თუ რამით უკმაყოფილო დარჩით მისგან.






10. თხის რქა – (22 დეკემბერი– 19 იანვარი)


● ყოველთვის ცდილობთ თქვენი ურთიერთობა მაქსიმალურად კომფორტულად ააწყოთ და რაიმე ხარვეზის შემთხვევაშიც კი, მას ადვილად არ დაანგრევთ.

● თქვენი პარტნიორის კეთილდღეობისთვის ხშირად იღებთ მსხვერპლს, თუ საჭირო გახდა, საკუთარ თავსაც.

● ნებისმიერი გზით ცდილობთ კონფრონტაცია აიცილოთ თავიდან.







11. მერწყული – (20 იანვარი– 18 თებერვალი)


● უკიდურესად იცავთ თქვენს პირად სივრცეს, რითიც ხშირად ანაწყენებთ პარტნიორს.

● გიყვართ ურთიერთობა, თუმცა ხშირად ხართ გაურკვევლად ამ ურთიერთობაში.

● თქვენი მოწყენილობა და შიში შეიძლება ურთიერთობის ფასად დაგიჯდეთ.






12. თევზები – (19 თებერვალი– 20 მარტი)


● თქვენ შეგიძლიათ იმ ემოციების დამალვა, რომელიც ურთიერთობის პრობლემებს უკავშირდება.

● გინდათ, ყველაფერი იცოდეთ პარტნიორზე და თუკი რაიმეს ახალს იგებთ, გაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ აქამდე თქვენგან იყო დაფარული.

● ხანდახან ფიქრობთ, რომ პარტნიორი ურთიერთობებისთვის იმაზე ნაკლებს აკეთებს, ვიდრე თქვენ.






იხილეთ აგრეთვე:


3 საუკეთესო ქალი (ზოდიაქო), რომელთა ცოლად შერთვა ნამდვილად ღირსimage





ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნებიimage





5 ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანიimage





ორი ყველაზე შეუთავსებელი ზოდიაქოს ნიშანიimage





ზოდიაქოს ნიშნების ხასიათი სამი გამონათქვამის მიხედვით- ეთანხმებით?image





3 ყველაზე მატყუარა ზოდიაქოს ნიშანიimage





ყველაზე ბოროტი ზოდიაქოს ნიშნები - შენ ხარ სიაში?image





ყველაზე ჭკვიანი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - თქვენ ხართ სიაში?image






კარმული ჰოროსკოპის მიხედვით ვინ იყავით წინა ცხოვრებაში?image

2
462
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
462
  
13 აგვისტო, 12:00
მშვილდოსანი
13 აგვისტო, 11:34
მართალია ვინც შეეცადა ჩემს მოტყუებას, ის ადამიანი ჩემთვის დაკარგულია და მასთან ყოველგვარ ურთიერთობას ვწყვეტ.....
მორიელი :)
0 1 2