x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა საშიშროება აქვს წელში მოხრას და როგორ ვებრძოლოთ ამ ჩვევას?
ზოგიერთი ადამიანი ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ზოგი კი, პირიქით, - უფრო ზრდასრულად. რა განაპირობებს ორგანიზმის დაბერების ფაქტორს? ნაწილობრივ გენეტიკა, ნაწილობრივ სპეციალური პროცედურები, დიეტა და ნაწილობრივ ის ცუდი ჩვევები, რომელთაგან ერთ-ერთს სწორედ დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ.




image


ალბათ, ბევრ თქვენგანს ვერ წარმოუდგენია, რომ დაბერების ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორი წელში მოხრილობა შეიძლება იყოს. წელში მოხრა ადამიანს შეიძლება ყველანაირ ასაკში ახასითებდეს, თუმცა სილამაზე ამ უკანასკნელს არავისთვის მოუტანია, ის მხოლოდ დაბერებას უწყობს ხელს და მათ, ვისაც წელში მოხრა გახასიათებთ, ჯობს ეგ ჩვევა უკუაგდოთ, რათა თავიდან აიცილოთ ნაჩქარევი დაბერება.




როგორ ვებრძოლოთ წელში მოხრის ჩვევას?




1. გამუდმებით ადევნეთ თვალ-ყური თქვენს ზურგსა და ჯდომის ჩვევას, ეცადეთ, რომ მუდამ იჯდეთ სწორად. გააფრთხილეთ ოჯახის წევრები, რომ არასწორი პოზის შემთხვევაში მოგცეთ შენიშვნა. მუდმივი დაკვირვების ქვეშ თუ მოექცევით, ერთი თვის შემდეგ, ეს პრობლემა მოგვარდება.



2. ასევე ყურადღება მიაქციეთ საწოლს, რადგან წელში მოხრის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არასწორად შერჩეული საწოლი შეიძლება იყოს. იმისათვის, რომ წელში არ მოვიხაროთ და ხერხემალზე პრობლემები არ შეგვექმნას, უნდა ვიძინოთ მყარ და სწორ საწოლზე, ბალიში კი არ უნდა იყოს მაღალი და ძალიან რბილი.


3. დაუთმეთ მეტი დრო ფიზიკურ აქტივობებს, იცურავეთ, იცეკვეთ.


4. სურსათის მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ ტვირთი ორივე ხელში გაათანაბრეთ, რათა თავიდან აიცილოდ მოხრის პრობლემა.



1
249
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
249
  
2018, 13 აგვისტო, 11:35
კომპიუტერთანაც არასწორად ზიან მოზარდები, ან გვერდულად ან წინ გადახრილები, რაც ხერხემლის გამრუდებას, ხერხემლის თიაქარს და ოსტეოქონდროზს იწვევს.
0 1 1