x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თერმობარული „ РГ-60ТБ", ძალზე ეფექტური მოცულობითი აფეთქების მქონე ხელყუმბარა

image მოცულობითი აფეთქება-ესაა ძალზე ეფექტური აფეთქება.
საბრძოლო მასალა, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული, თერმობარული მოქმედების შიგთავსი, ძალზე ეფექტურია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის გასანადგურებლად, რასაც მისი უმძლავრესი დარტყმითი ტალღა განაპირობებს.
ღია ადგილზე აღნიშნული საიერიშო ხელყუმბარა 7 მეტრის რადიუსში თერმობარული, მოცულობითი აფეთქების შედეგად ანადგურებს მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას, ის ასევე ეფექტურია დახურულ თავდაცვით-საინჟინრო ობიექტებში შეგდებისას, სადაც მას შეუძლია გამოიწვიოს ძალიან დიდი ზარალი ცოცხალი ძალის წინააღმდეგ ეფექტური მოქმედების გამო, რასაც მოცულობითი-თერმობარული აფეთქება იწვევს.
თერმობარულმა საბრძოლო მასალებმა კარგა ხანია დაიმკვიდრეს ადგილი არტილერიაში და ავიაციაში ჭურვების და რაკეტების სახით, ასევე საავიაციო ბომბის სახით.
არცთუ დიდი ხნის წინ თერრმობარულ-მოცულობითი აფეთქებისათვის შეიქმნა ხელყუმბარა სახელწოდებით "РГ-60ТБ".
ხელყუმბარაზე მუშაობა მიმდინარეობდა ქალაქ "სერგიევ პოსადში" მდებარე ქიმიურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.
აღნიშნული ინსტიტური უკვე უშვებდა "შუქხმოვან РГК-60СЗ"-ს, გამღიზიანებელი მოქმედების "„ РГК-60РД"-ს და კასეტურ "РГК-60КД"-ს.
უნდა ითქვას, რომ თერმობარული "„РГ-60ТБ" ვიზუალურად ძალიან ჰგავს ზემოთ ჩამოთვლილ ხელყუმბარებს, თუმცა მათგან განსხვავებით საიერიშო ხელყუმბარა ბევრად ეფექტურია მოცულობითი-თერმობარული აფეთქების უნარის გამო.
image როგორც უკვე ავღნიშნე ხელყუმბარის აფეთქების ტალღა ღია ადგილზე 7 მეტრის რადიუსში ანადგურებს მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას.
ეს გახლავთ "„РГ-60ТБ"-ჭრილში.
image ხელყუმბარის ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:
დიამეტრი მილიმეტრებში-60
სიგრძე-180
წონა-350 გრამი
ხელყუმბარის თერმობარული მუხტი-240 გრამი
თერმობარული მუხტის სიმძლავრის ტროტილთან შედარება 0, 550-0, 660 კგ
ხელყუმბარის მოქმედება ტემპერატურულ რეჟიმში -40 °С-ან +50 °С-დე.




0
113
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0