x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოსკოვში ღამის კლუბში სასტიკად სცემეს ფილმ "ტაქსის" მთავარი გმირი სამი ნასერი

image როგორც «Интерфакс»-იუწყება მოსკოვის პოლიციამ დააკავა ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეები, ცნობილ ფრანგი მსახიობის სამი ნასერის სასტიკად ცემის გამო. კონფლიქტი მოხდა მოსკოვის ცენტრში ერთერთ ღამის კლუბში, კერძოდ კარაოკე-ბარში "Voice".
ფრანგი მსახიობი, რომელიც ცნობილია ფილმით "ტაქსი" ძმასთან ასევე ცნობილ მსახიობთან ბიბი ნასერთან ("მეცამეტე რაიონში" მონაწილე მსახიობი) სტუმრად იმყოფებოდა მოსკოვში, ქალაქის ღირსეშანიშნავი ადგილების დათვალიერების მერე ძმები შევიდნენ ღამის კარაოკე-ბარში, სადაც მთვრალი ძმების ხმამაღალმა საუბარმა და ხმაურმა შეაწუხა ბარის სხვა სტუმრები.
ბელორუსმა ტურისტებმა რამდენჯერმე გააფრთხილეს ძმები და სთხოვეს არ ეხმაურათ და ამით თითქოს სიტუაცია ჩაცხრა, თუმცა სამი ნასერმა მალევე ისევ დაიწყო ხმაური და ხმამაღალი საუბარი, რის გამოც ისევ ბელორუსმა მამაკაცებმა შენიშვნა მისცეს, ამჯერად ნასერი, რომელიც უკვე მთვრალი იყო ბელორუსებს ძალზე უხეშად და უცენზუროდ გაეპასუხა, რის გამოც დაიწყო ჩხუბი მათ შორის.
ჩხუბის შედეგად ორივე ძმა გაილახა, თუმცა ბიბი ნაკლებად, ხოლო სამიმ თავში რამდენიმე დარტყმის შედეგად მიიღო, დახურული სახის ქალა-ტვინის ტრავმა.
ბარში მყოფი სხვა მოქალაქეების დახმარებით ძმებმა დახმარებისათვის მიმართეს სკლიფასოვსკის სახელობის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის სასწრაფო დახმარების დეპარტამენტს, სადაც ძმებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება გაუწიეს, ბიბი მალევე გამოწერეს სამის კი მოუწია ორკვირიანმა მკურნალობამ.
სამი ნასერი ცნობილია ფილმით "ტაქსი", სადაც ის ტაქსისტი "„Даниэля Моралес" -ის როლს ასრულებდა აღნიშნული ფილმის ოთხ ნაწილში.
სამი საკმაოდ კრიმინალური წარსულისაა, ნარკოტიკების მოხმარების გამო ფრანგულმა სასამართლომ ის გარკვეული ხნით ციხეშიც ჩასვა.
ასე გამოიყურებოდა ცნობილი ფრანგი მსახიობი ცემის შედეგად
image

2
377
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
377
  
2018, 11 აგვისტო, 18:29
არ უშველა სსრკ-ს ლოგომ))))
0 1 2