x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თქვენ იცხოვრებდით ამ სახლში? - ყველაზე ექსტრემალური საცხოვრებელი მსოფლიოში
image

ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში დგას 5 სართულიანი კერძო სახლი პირდაპირ კლდის ფერდობზე. პროექტი "სახლი-კლდე"(Cliff House) შექმნა კომპანია Modscape Concept -მა საკუთარი კლიენტებისთვის - ცოლ-ქმრისთვის, ემა და დევიდისთვის.


მეუღლეები ფლობენ მიწის კლდიან ნაკვეთს, რომელიც ოკეანეს გადაჰყურებს. განსაკუთრებული გრუნტის გამო გაძნელებულია მიწაზე სახლის მშენებლობა, , ამიტომ ინჟინრებმა გადაწყვიტეს, კლდის ფერდზე აეშენებინათ ბინა. მათივე განცხადებით, ასეთი იდეა შთააგონა გემებზე მიკრულმა ნიჟარებმა და იფიქრეს, რატომ არ შეიძლებოდა ანალოგიურად, კლდეზე სახლის "მიაწებებაც"?!

image


5 სართულიანი სახლის მოდული აგებულია პრინციპით "ფენოვანი ღვეზელი", ყველა სართული კლდეზე სპეციალური ფოლადის ბერკეტებით მაგრდება ერთმანეთზე.

image

ზედა სართულზე, რომელიც კლდის დონეს უთანაბრდება, განთავსებულია გარაჟი ორი ავტომობილისთვის, შემდეგ კიბით შესაძლებელია ქვედა სართულებზე ჩასვლა. სახლში სამი საძინებელია, ორი აბაზანა, მისაღები ოთახი, სამზარეულო, SPA სალონი და ბარბექიუს მოსამზადებელი კუთხე.

image

ამის გარდა, სახლის ყველაზე დაბალი სართულის იატაკი შუშის პანელებისგან არის დამზადებული, დიზაინერების ჩანაფიქრით, ოკეანის პანორამა სრულად უნდა შეიგრძნონ მასპინძლებმა თუ სტუმრებმა, შეექმნათ ღია სივრცის ილუზია და მცირე ადრენალინის დოზაც მიიღონ.

image

4
176
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
176
  
2018, 12 აგვისტო, 18:53
არა, მანიაკი ხომ არა ვარ :)
2018, 11 აგვისტო, 17:58
სახლი იმისთვის გინდა ადამიანს,რომ დაისვენო,არაფერ სხვაზე არ იფიქრო და განიტვირთო.ამ სახლში კი სულ დაძაბული უნდა იყო....
2018, 11 აგვისტო, 10:36
მაგარი სახლლია მომეწონა
0 1 4