x
image
მანჩო 777
იბერიული ოქრო თუ ფინიკიელების საჩუქარი, ანუ რა კავშირია ქართულ და ბასკურ ოქრომჭედლობას შორის
''ესპანელმა ფიზიკოსებმა და არქეოლოგებმა ამოხსნეს კარამბოლოს სამი ათასწლიანი განძის საიდუმლო'' - იუწყება გამოცემა Journal of Archaeological Science. მანამდე მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ სევილიასთან ახლოს ნაპოვნი ოქროს ნაკეთობანი შეიძლება აქ მოხვედრილიყო ფინიკიელებისაგან, რომლებსაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ოქროს სამკაულები დამზადებულია ადგილობრივი ოქროსაგან, სავარაუდოდ, ფინიკიური ტექნოლოგიით.



image



ჩვენს წელთ აღრიცხვამდე I ათასწლეულში პირენეის ნახევარკუნძულზე (მდინარე გვადალკვივირის დაბლობებზე) არსებობდა სახელმწიფო ტარტესი ამავე დასახელების დედაქალაქით, რომლის შესახებაც ძალიან მწირი ცნობებია შემორჩენილი. როგორც ჩანს, ქალაქი ტარტესი მდებარეობდა თანამედროვე ქალაქ უელვთან ახლოს. ის მოხსენიებულია ძველი ბერძენი და ძველი რომაელი ისტორიკოსების ნაშრომებში. ჰეროდოტეს თქმით, ეს ქალაქი მდებარეობდა ჰერკულესის სვეტების (გიბრალტარის სრუტის) პირდაპირ და მას მართავდა მეფე. ტარტესთან ახლოს მდებარეობდა ოქროსა და ვერცხლის საბადოები, გარდა ამისა, ქალაქელები აკონტროლებდნენ ბრინჯაოთი ვაჭრობას, რომელიც მდინარის საშუალებით გადაჰქონდათ. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე VIII საუკუნეში ნახევარკუნძულზე მოვიდნენ ფინიკიელები, რომლებმაც ტარტესთან ახლოს დააარსეს კოლონია-პორტი გადირი (თანამედროვე კადისი). ტარტესელები ფინიკიელებზე ყიდდნენ ფერად ლითონებს და მათგან სამაგიეროდ სწავლობდნენ მათი დამუშავების ტექნოლოგიებს. ტარტესელები ასევე ვაჭრობდნენ ძველ ბერძნებთანაც, რაზეც მეტყველებს წარწერებიანი კერამიკის ნარჩენები, ნაპოვნი ქალაქ უელვთან ახლოს.

1958 წელს ქალაქ სევილიიდან 3 კილომეტრის მოშორებით ელ კარამბოლოს ბორცვზე არქეოლოგებმა იპოვეს 21 ოქროს ნაკეთობა, რომელთა საერთო წონა 3 კილოგრამს აჭარბებდა. ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, აგრეთვე ოქროს ლენტები, რომლებიც ან დიადემის, ან ყელსაბამის ნაწილი იყო. სამკაულები საოცრად დახვეწილად და ოსტატურად იყო დამზადებული. ისინი მოთავსებული იყო თიხის დოქში და სავარაუდოდ, სამარხში იყო ჩაყოლებული. მეცნიერთა აზრით, კარამბოლოს განძის ასაკი 2770-2500 წელია. პოვნის მომენტიდან არქეოლოგებსა და ისტორიკოსებს შორის არ შეწყვეტილა დავა იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა სამკაულები ამ ადგილზე. ერთი ვერსიით, ის ადგილობრივი წარმოშობისაა, მეორის თანახმად, ის მოიტანეს ფინიკიელებმა, რომლებიც ზუსტად ამ პერიოდში გამოჩნდნენ ნახევარკუნძულზე.




image


ესპანელმა მკვლევარებმა უელბის უნივერსიტეტიდან გადაწყვიტეს, ერთხელ და სამუდამოდ დაესვათ წერტილი ამ დავისათვის. მათ ანალიზი ჩაუტარეს კარამბოლოს განძიდან აღებულ ორ ექსპონატს მასური სპექტრომეტრიის და ინდუქციურ-პლაზმური მეთოდებით, რომელიც საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ამა თუ იმ ლითონის შემცველობა შენადნობში 10-10-მდე კონცენტრაციის სიზუსტით. ასევე მეცნიერებმა ანალიზი ჩაუტარეს ტყვიის იზიტოპების შეფარდებას შენადნობში.



image



შენადნობში სხვადსახვა ლთონის ხვედრითი წილის განსაზღვრა საშუალებას იძლევა, მიახლოებით მაინც დადგინდეს წიაღისეულის საბადოს მდებარეობა. შედარებისათვის მკვლევარებმა გამოიყენეს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე I ათასწლეულით დათარიღებული ოქროს სამკაულები, ნაპოვნი ანდალუზიასთან ახლოს, წარმოებული გათხრების დროს. იმისთვის, რომ გამოერკვიათ, თუ რა კავშირია ტარტესელ იუველირებსა და მათ წინაპრებს შორის, არქეოლოგებმა გამოიკვლიეს ოქროს ნივთები, ნაპოვნი ვალენსინა-დე-ლა კონსეპსიონთან მდებარე სამარხებში. ისინი დათარიღებულია III ათასწლეულით ჩვენს ერამდე, ესე იგი, დიდი ხნიათ ადრე, სანამ ტარტესელები ფინიკიელებს გაიცნობდნენ. ვალენსინა-დე-ლა კონსეპსიონი სევილიასთან ახლოს მდებარეობს. 4500 წლის წინ აქ მდებარეობდა უდიდესი მეტალურგიული ცენტრი, სადაც ოქროს და ბრინჯაოს შენადნობებს ამზადებდნენ.



image



მასურმა სპექტრომეტრიამ და იზოტოპურმა ანალიზმა ერთნაირი შედეგი აჩვენა: ოქროს სამკაულები დამზადებულია ადგილობრივი წარმოშობის ნედლეულისაგან. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კარამბოლოს ოქროს სამკაულები დამზადდა უფრო ძველი სამკაულების გადადნობით, რომელიც ვალენსინა-დე-ლა კონსეფსიონის სამარხებში იქნა ნაპოვნი. ასეა თუ არა, ამას შემდგომი გამოკვლევები გვიჩვენებენ.



image



მანამდე მკვლევარებმა ჩაატარეს იზოტოპური ანალიზები შენადნობებისა, რომლისგანაც იყო ჩამოსხმული ძველბერძნული ვერცხლის მონეტები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მეორე პუნიკური ომის დასრულების შემდეგ, რომლის შედეგადაც რომაელებმა პირენეის ნახევარკუნძული კართაგენს წაართვეს, მათ მონეტების მოჭრა დაიწყეს იბერიული (!) ვერცხლისაგან. ნახევარკუნძულის დაპყრობამდე ისინი იძულებული იყვნენ მონეტებისათვის საჭირო ვერცხლი საბერძნეთისაგან ეყიდათ. სავარაუდოდ, იაფი ვერცხლის დაუფლება გახდა რომის იმპერიის აღზევების ერთ-ერთი მიზეზი.



p.s. და მაინც, რატომაა ეს ინფორმაცია საინტერესო ჩვენთვის? - საყოველთაოდ ცნობილია ბასკური ენისა და კულტურის მსგავსება ქართულთან. აბა, კარგად დააკვირდით ამ ოქროს სამკაულებს, როგორ საოცრად ჰგავს ქართულს. იქნებ ესპანელ იბერიელებთან უფრო მეტი რამ გვაკავშირებს, ვიდრე ენის მსგავსება, მრავალხმიანი სიმღერები და ტოპონიმების სახელწოდებებია. ეს ქართული სამაჯურები საოცრად ჰგავს კარამბოლოში ნაპოვნ სამაჯურებს.


image


და კიდევ, მხოლოდ მე მეჩვენება, თუ თქვენც მეთანხმებით, რომ ეს ოქროს ნაკეთობა საოცრად წააგავს მითურ ოქროს საწმისს.


image



მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ამ იდუმალი კავშირების დადგენას მეცნიერები მოახერხებენ.


1
173
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
173
  
2018, 11 აგვისტო, 9:24
ჩვენს მეცნიერებს არ უნდათ რომ დაეთანხმონ, თორემ მიგნებულია უკვე. დაგუგლე: შუმერიდან ჰუბერნიამდე - დიდი იბერიული ცივილიზაცია
0 1 1