x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვის სახელებს ატარებს თბილისის მეტროსადგურები - საინტერესო ისტორიები
მეტროთი ალბათ ერთხელ მაინც უმგზავრია უმეტესობას. მეტროსადგურები ძირითადად ცნობილი ადამიანების სახელებს ატარებს. ყველამ იცის(იმედია, იცის), ვინ იყო შოთა რუსთაველი, მაგრამ იმდენივემ იცის, ვინ იყო სანდრო ახმეტელი?


სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ თბილისის მეტროსადგურებს და ზოგს გაგახსენებთ, ზოგიერთის ისტორიას კი გაგაცნობთ.


image


თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ 1951 წელს გაჩნდა საბჭოთა კავშირში, თუმცა მის სისრულეში მოყვანას 15 წელი დასჭირდა.



თბილისის მეტრო 1966 წლის 11 იანვარს ამოქმედდა და ის 6 სადგურისგან შედგებოდა.


აღსანიშნავია, რომ ჩვენი მიწისქვეშა ტრანსპორტი მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით.


მეტროპოლიტენის მეორე ხაზი 1979 წელს გაიხსნა.


ამჟამად თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებულია გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძე 26, 4 კმ-ია.



პირველი ხაზის სადგურების სია


ახმეტელის თეატრი

სარაჯიშვილი

გურამიშვილი

ღრმაღელე

დიდუბე

გოცირიძე

ნაძალადევი

სადგურის მოედანი

მარჯანიშვილი

რუსთაველი

თავისუფლების მოედანი

ავლაბარი

300 არაგველი

ისანი

სამგორი

ვარკეთილი

image


მეორე ხაზის სადგურების სია


სადგურის მოედანი

წერეთელი

ტექნიკური უნივერსიტეტი

სამედიცინო უნივერსიტეტი

დელისი

ვაჟა-ფშაველა

სახელმწიფო უნივერსიტეტი


image


მოდით, გავეცნოთ პირველი ხაზის მეტროსადგურების ისტორიას და პიროვნებებს, რომელთა სახელებსაც ატარებენ ისინი.








ახმეტელის თეატრი


ახმეტელის თეატრი თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ბოლო გაჩერებაა. ის გლდანის დასახლებაში მდებარეობს და ძველი სახელწოდებაც გლდანია.

სადგური 1989 წლის 7 იანვარს გაიხსნა და 2007 წელს განახლდა, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის მონიტორები, სარეკლამო ბილბორდები, შეიცვალა შესასვლელი, დახრილი გვირაბი, მოსაცდელი ვესტიბიული და განახლდა განათება.

მეტროსადგური ქართველი რეჟისორისა და თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის - სანდრო ახმეტელის სახელს ატარებს.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ახმეტელი დგამდა სპექტაკლებს, რომლებშიც აისახებოდა გრანდიოზული ისტორიული მოვლენების შედეგად დამყარებული ახალი საზოგადოების დამოკიდებულებანი, ჩაგვრისაგან გათავისუფლებული ადამიანის ინდივიდუალობა. სპექტაკლებში ის იყენებდა ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს.

თავისუფალი აზრისთვის რეჟისორი იდევნებოდა ლავრენტი ბერიას მიერ. საბოლოოდ, ის დააპატიმრეს და 222 დღე აწამებდნენ. ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული სანდრო ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა "ხალხის მტერსა და მავნებელს". ბერიას ეს აქტი მიზნად ისახავდა თეატრის წინ საგანგებოდ გამოყვანილი მსახიობების დაშინებასაც.

კომუნისტურმა რეჟიმმა სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ, ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ამასთანავე, მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა ედებოდა ბრალად; ტერორისტულ ორგანიზაციაში თანამონაწილეობა არ აკმარეს და რეჟისორს ისიც კი დააბრალეს, რომ ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური განადგურება ჰქონდა განზრახული.

1937 წლის 28 ივნისს ალექსანდრე ახმეტელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა (ქონების კონფისკაციით).

სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს.

image

image







სარაჯიშვილი


მეტროსადგური სარაჯიშვილი 1989 წლის 7 იანვარს გაიხსნა. სადგურის მოსაცდელი ვესტიბიული თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული და განიერი სვეტებითაა დანაწევრებული, ხოლო ჭერზე დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის მონიტორები.


სადგური ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებლის, საზოგადო მოღვაწის, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, მრეწველისა და ქველმოქმედის - დავით სარაჯიშვილის სახელს ატარებს.

1878 წელს სარაჯიშვილი საფრანგეთში გაემგზავრა მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად. აქ ყოფნისას დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. საფრანგეთში შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს შექმნიდა კონიაკის წარმოებისათვის.

იგი პირველი იყო, ვინც მეფის რუსეთში კონიაკის დაყენება დაიწყო და გზა გაუკვალა ამ მრეწველობას. 1885 წელს სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. 1888 თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე.

სარაჯიშვილის სახელი ასევე დაკავშირებულია "ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის", სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.

image








გურამიშვილი


გურამიშვილის (ყოფილი თემქა) სადგური 1985 წლის 16 ნოემბერს გაიხსნა. სადგურის მოსაცდელი ვესტიბიულის შესასვლელის ზემოთ და მოპირდაპირე კედელზე ჰორელიეფური გამოსახულებებია. რელიეფზე ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის სიმბოლური გამოსახულებებია დატანილი, რომლებსაც ადამიანები განასახირებენ.


მეტროსადგური ქართველი პოეტის - დავით გურამიშვილის სახელს ატარებს.

გურამიშვილმა 1760 წელს თავი დაანება უცხოეთში სამხედრო სამსახურს, მეუღლესთან ერთად საბოლოოდ დამკვიდრდა უკრაინაში და გაპარტახებული სახლ-კარისა და მეურნეობის აღდგენას შეუდგა. როგორც ჩანს, მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. სიცოცხლის დანარჩენი წლები გურამიშვილმა უკრაინაში გაატარა და აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართული ახალშენის ცხოვრებაში.

მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი "დავითიანი" პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს, ერეკლეს ძეს გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გურამიშვილის პოეტურმა მემკვიდრეობამ სწორედ ამ ერთადერთი ავტობიოგრაფიული კრებულის სახით მოაღწია ჩვენამდე.

გურამიშვილი გარდაიცვალა მირგოროდში, დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.

image

image








ღრმაღელე


მეტროსადგური ღრმაღელე 1985 წლის 28 ნოემბერს გაიხსნა. მოსაცდელ დარბაზში კედლებზე მეტროს მშენებელთა პატივსაცემად შექმნილი ჰორელიეფური გამოსახულებებია წარმოდგენილი.

image








დიდუბე


მეტროსადგური დიდუბე 1966 წლის 16 იანვარს გაიხსნა. სადგური მეტროპოლიტენის სხვა სადგურებისგან მკვეთრად განსხვავდება, რადგან ორი შესასვლელი აქვს და ერთი მიწის ზემოთ ამოდის.


სიტყვა დი­დუ­ბე წარ­მოდ­გა სა­ხელ­წო­დე­ბი­დან "დიდი დუბე" ე.ი. დიდი ვაკე.

image








გოცირიძე


მეტროსადგური გოცირიძე (ყოფილი ელექტროდეპო) 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. გოცირიძე, სადგურ დიდუბეს მსგავსად, მიწის ზემოთაა განლაგებული.


მეტროსადგური ინჟინერ-გვირაბმშენებლის - ვიქტორ გოცირიძის სახელს ატარებს, რომელიც 1957-1987 წლებში "თბილმეტრომშენის" სამმართველოს უფროსი იყო. გოცირიძის სახელთან არის დაკავშირებული თბილისის მეტროპოლიტენის 27 კმ-იანი ხაზის, მისი 21 სადგურისა და სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა. იგი იყო სსრკ VI-VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1944 წელს მიენიჭა საპატიო რკინიგზელის წოდება, 1961 წელს — საქართველოს დამსახურებული ინჟინრის წოდება.1977 წელს გახდა სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, 1980 წელს კი - სოციალისტური შრომის გმირი. 1988 წელს მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, 1995 წელს კი ვიქტორ გოცირიძე გარდაიცვალა.

2012 წლამდე მის სახელს თბილისის მეტროპოლიტენის სადგური "დელისი" ატარებდა (სხვა წყაროს მიხედვით - 1995-დან 2006 წლამდე), ხოლო 2012 წელს კი (სხვა წყაროს მიხედვით - 2011 წლიდან) მისი სახელი "ელექტროდეპოს" მიენიჭა.

image

image








ნაძალადევი


მეტროსადგური ნაძალადევი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. მოსაცდელ დარბაზში კედელზე ა. გურგენიძის მიერ შესრულებული მოხატულობაა წარმოდგენილი. პანოზე ღამეული ქალაქი და მიწის ქვეშ მოსიარულე მატარებლებია გამოსახული.


თბი­ლის­სა და ფოთს შო­რის რკი­ნიგ­ზის გახ­სნის (1872 წელი) შემ­დეგ დი­დუ­ბის ტე­რი­ტო­რია ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო; რკი­ნიგ­ზის გაღ­მა, აღ­მო­სავ­ლე­თით, მუ­შა­ხე­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად უნე­ბარ­თვოდ იკა­ვებ­და მი­წებს და სახ­ლდე­ბო­და, ახალ­მა უბან­მაც აქე­დან მი­ი­ღო სა­ხელ­წო­დე­ბა, ანუ ნა­ძა­ლა­დე­ვი და­სა­ხლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

image








სადგურის მოედანი


მეტროსადგური სადგურის მოედანი (ყოფილი ვაგზლის მოედანი) 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. მას შესასვლელი ორი მხრიდან აქვს. ექსკალატორიდან მოსაცდელ დარბაზში გახსნილი თაღის ზემოთ თბილისის 1500 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხმლისა და თასის ჰორელიეფური გამოსახულებაა წარმოდგენილი.

image








მარჯანიშვილი


მეტროსადგური "მარჯანიშვილი" 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. მოლურჯო და თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ სადგურში ახლად დამონტაჟებულია სარეკლამო ბილბორდები, თანამედროვე ტიპის მონიტორები. მოსაცდელი დარბაზის ბოლოს, კედელზე რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის ბიუსტის ჰორელიეფური გამოსახულებაა მოცემული. სწორედ მის სახელს ატარებს სადგური.


1922 წელს კოტე მარჯანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა თეატრს. მან სათუთად შემოინახა რევოლუციამდელი ქართული თეატრის დემოკრატიული და რეალისტური ტრადიციები, გაამდიდრა ისინი რევოლუციური იდეებით. თეატრში ის თამამად იყენებდა კინოს შესაძლებლობებს.

1926 წლამდე მარჯანიშვილი სათავეში ედგა რუსთაველის თეატრს.

1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. კინოში ახალმა ხელოვნებამ ჩარჩოებში მოაქცია იგი და შეზღუდა მისი შესაძლებლობები, რადგან მისი მთავარი იარაღი, ხმა და მეტყველება, ვერ გამოიყენა და მიმართა გამომსახველობით ხერხებს, კერძოდ კი, ჟესტიკულაციას, რამაც ვერ მოიტანა სასურველი შედეგი. კინოში მას მონტაჟი მიაჩნდა გადამწყვეტ ფაქტორად. მარჯანიშვილმა ექვსი სხვადასხვა ჟანრის განსხვავებული ფილმი გადაიღო.

1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი მე-2 სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. 2 სეზონის შემდეგ თეატრი თბილისში გადმოვიდა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს გარდაცვალებამდე. გარდაცვალების შემდეგ კი, 1933 წელს თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა.

მარჯანიშვილის სახელი მინიჭებული აქვს აგრეთვე ყვარლის სახალხო თეატრს. ყვარელში, მარჯანიშვილის სახლში გახსნილია მემორიალური მუზეუმი. დაწესებულია მარჯანიშვილის სახელობის პრემია.

image

image








რუსთაველი


მეტროსადგური რუსთაველი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. სადგური რუსთაველი თბილისის მეტროს სხვა დანარჩენი სადგურებისგან ყველაზე გრძელი ექსკალატორით გამოირჩევა. მოსაცდელი დარბაზი წითელი მარმარილოთია მოპირკეთებული, რომელიც ვეფხვისა და მოყმის რელიეფური გამოსახულებითაა შემკული.


მეტროსადგური XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის, "ვეფხისტყაოსნის" ავტორის - შოთა რუსთაველის სახელს ატარებს.

შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.

სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვეზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიწურულს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული.

image

image








თავისუფლების მოედანი


მეტროსადგური თავისუფლების მოედანი (ყოფილი ლენინის მოედანი) 1967 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა. სადგური 2006 წელს განახლდა. ცვლილებები შეეხო მის ვიზუალურ მხარეს. დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, სარეკლამო ბილბორდები და მონიტორები. განახლდა საკომუნკაციო სისტემაც. თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ სადგურში წითელი და თეთრი ფერები ჭარბობს, საქართველოს დროშისა და წითელი ვარდისგან შექმნილი კომპოზიციის შესაბამისად.

თავისუფლების მოედანი ერთ-ერთი ყველაზე ღრმად განთავსებული სადგურია თბილისის მეტროპოლიტენში და რამდენიმე მეტრით ჩამორჩება რუსთაველს.


რაც შეეხება თავისუფლების მოედანს, არსებობის მანძილზე მან მრავალი სახელი გამოიცვალა. ოფიციალურად, პირველად 1828 წელს მიანიჭეს სახელი. 1829 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომში, რუსეთის ჯარის მიერ ერევნის ციხე–ქალაქთან გამარჯვების აღსანიშნავად ჯარის სარდალს – ი. პასკევიჩს ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა, ხოლო თბილისის მთავარ მოედანს მის პატივსაცემად "პასკევიჩ–ერევანსკი", ან შემოკლებით "ერევანსკი" დაარქვეს.

1852 წელს მოედანზე დასრულდა თეატრისა და ქარვასლის შენობა, ამიტომ მოედანს ერთხანს "თეატრალურს" უწოდებდნენ. 1917 წელს ნიკოლოზ მეორის ჩამოგდების ამბის შეტყობისთანავე ერევნის მოედანზე შეკრებილი რევოლუციური პარტიების ლიდერებს ერთობლივად გაუჩნდათ იდეა და თბილისის მთავარ მოედანს თავისუფლების მოედანი უწოდეს. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ მას ჯერ "ზაკფედერაციისა" დაარქვეს, 1940 წელს კი ლავრენტი ბერიას სახელი უწოდეს. 1953 წელს, ბერიას დახვრეტის შემდეგ მოედანს სახელწოდება სასწრაფოდ შეუცვალეს და სწორედ მაშინ დაერქვა ვლადიმერ ლენინის სახელი. 1990 წლიდან საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, მოედანს დაუბრუნდა ძველი სახელი — "თავისუფლების მოედანი".

image








ავლაბარი


მეტროსადგური ავლაბარი 1967 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა. 2006 წელს სადგურის რეკონსტრუქცია ჩატარდა. სამუშაოების დროს განახლდა მისი ზედა ვესტიბიული, დახრილი გვირაბი და მოსაცდელი დარბაზი. აგრეთვე ჩატარდა ტექნიკური სამუშაოები, რომლის დროსაც დამონტაჟდა სარეკლამო ბილბორდები და მონიტორები.


რაც შეეხება ავლაბარის უბნის სახელს, გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ბრძოლაში ქართველებს სარდალი დაეჭრათ. იგი სასწრაფოდ გაუყვანიათ ბრძოლის ველიდან და უსაფრთხო ადგილისაკენ წასულან. გზა აღმართზე მიდიოდა, რაც სვლას ართულებდა, დაჭრილიც წუხდა. მხლებლებმა დაამშვიდეს: "აი, აღმართს ავალთ და ბარი დაიწყებაო." მართლაც, აღმართი რომ აათავეს, ბარი გამოჩნდა. ამის შემდეგ ამ ადგილს ავლაბარი უწოდეს.


არის სხვა ვარაუდიც – ფიქრობენ, რომ სიტყვა "ავლაბარი" მე-14 საუკუნიდან მოდის. არაბულად "ჰავალი" ნიშნავს "მიდამოს", "ბირ" – "სასახლეს", ე.ი. "ავლაბარი" სასახლის მიდამოს ნიშნავს. ამ უბანში მდებარეობდა მეფის სასახლე.image








300 არაგველი


მეტროსადგური 300 არაგველი 1967 წლის მარტში გაიხსნა. სადგურის თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ მოსაცდელ დარბაზში 300 არაგველის რელიეფური გამოსახულებაა.


სამასი არაგველი 1795 წლის კრწანისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლების რაზმია, რომელიც სამასი ფშავ-ხევსურის და არაგვისპირელი გლეხისგან შედგებოდა. გადმოცემით, მათ ბრძოლის წინ შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ ან გაიმარჯვებდნენ ან ბრძოლის ველზე დაეცემოდნენ, რაც შეასრულეს კიდეც. მათი მამაცური თავდადება ფართოდ აისახა ხალხურ სიტყვიერებაში.

2008 წელს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ 300 არაგველი წმინდანად შერაცხა.

image

image








ისანი


მეტროსადგური ისანი 1971 წლის 5 მაისს გაიხსნა.

სადგური 2006 წელს განახლდა. ცვლილებები შეეხო ინტერიერსაც და ექსტერიერსაც. გალამაზებულ სადგურში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის მონიტორები, სარეკლამო ბილბორდები.

თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ სადგურში ლურჯი და თეთრი ფერების კომბინაცია გვხვდება.


რაც შეეხება უბნის სახელს, XI საუკუნეში თბილისის ეს ადგილი ქვითკირის გალავნებითა და თხრილით გაამაგრეს და სიმტკიცის გამო მას არაბულად "ჰისნი", ანუ ისანი უწოდეს, რაც ქართულად "ციხესიმაგრეს" ნიშნავს.

image

image








სამგორი


მეტროსადგური სამგორი 1971 წლის მაისში გაიხსნა. სამატარებლო ხაზის კედლებს რელიეფური გამოსახულებები ამკობს. სადგურში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის მონიტორები.


რაც შეეხება უნის სახელს: ლე­გენ­და მოგ­ვი­თხრობს, რომ ლო­ჭი­ნის ხევ­ში ცალ­ხე­ლა მო­ხუ­ცი ცხოვ­რობ­და, რო­მელ­საც ქა­ლა­ქის­თვის მტრის შე­მო­სე­ვის შე­ტყო­ბი­ნე­ბა ევა­ლე­ბო­და, - მა­ღალ სვეტ­ზე ცე­ცხლს ან­თებ­და ხოლ­მე. ერთხელ სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნა შვლის ნუკ­რი და თა­ვის ქოხ­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც თა­ვის შვი­ლებ­თან ერ­თად ზრდი­და. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი საქ­მი­ა­ნო­ბა ვა­ჟებ­მა გა­ნაგ­რძეს. ერთ დღეს, როცა ამ ად­გი­ლებ­ში მტე­რი გა­მოჩ­ნდა, უფ­რო­სი ძმა სვეტ­ზე ჩი­რაღ­დნით ავარ­და, მაგ­რამ მტრის ისარ­მა გულ-მკერ­დი გა­უგ­მი­რა და ჩა­მო­აგ­დო, მე­ო­რე ძმამ სცა­და ცე­ცხლის ატა­ნა, მაგ­რამ მტრის ისარ­მა ისიც უსუ­ლოდ დას­ცა მი­წა­ზე. მა­ნამ­დე, ჭა­ბუკ­მა მო­ას­წრო და ქა­ლაქ­ში შვე­ლი აფ­რი­ნა, წე­რი­ლით კი­სერ­ზე. ქა­ლაქ­მა მტრის შე­მო­სე­ვა შე­ი­ტყო და ლაშ­ქა­რი შე­იკ­რი­ბა. შვე­ლი როცა დაბ­რუნ­და და თა­ვი­სი ძმო­ბი­ლე­ბი უსუ­ლოდ იხი­ლა, თავი ქვას ახა­ლა და თა­ვა­დაც სული გა­ნუ­ტე­ვა. ბრძო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ქარ­თვე­ლებ­მა იპო­ვეს და­ხო­ცი­ლე­ბი და სა­მი­ვე ცალ-ცაკ­ლე და­ა­საფ­ლა­ვეს. შემ­დეგ მე­ომ­რებ­მა მათ საფ­ლა­ვებს სა­თი­თა­ოდ და­ა­ყა­რეს თითო მუჭა მიწა. მას მერე წე­სად შე­მო­ი­ღეს, ყო­ვე­ლი ბრძო­ლის შემ­დეგ იქ მი­დი­ოდ­ნენ და საფ­ლა­ვებს მუ­ჭით მი­წას აყ­რიდ­ნენ. ასე წა­მო­ი­ზარ­და იმ ად­გი­ლას სამი გორა, რის გა­მოც იმ ად­გილს "სამ­გო­რი" ეწო­და.

image








ვარკეთილი


მეტროსადგური ვარკეთილი 1985 წლის ნოემბერში გაიხსნა. 2007 წელს სადგურის რეკონსტრუქცია განხორციელდა. განახლდა კომუნიკაციები, ინტერიერის დიზაინი, დამონტაჟდა სარეკლამო ბილბორდები და მონიტორები.


სახელი "ვარკეთილი" მომდინარებს სახელწოდებიდან "ველიკეთილი". ასე ერქვა ამ ადგილს (უბანს) უწინ.

image



image

2
1312
8-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1312
  
2018, 11 აგვისტო, 20:25
დიდი მადლობა, ალექს ♥ ♥
2018, 11 აგვისტო, 19:36
კიდევ ერთხელ გამაოცე. მაგრამ მივხვდი რომ ძალიან მაგარი ნერვები გაქვს
0 1 2