x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იპარავს ჭიანჭველა მაღაზიიდან ძვირადღირებულ ალმასს

image

როგორც ჩანს, იტალიაში ჭიანჭველებსაც აქვთ საკუთარი „მაფიოზური" კლანი! ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, სადაც ჩანს, თუ როგორ იპარავს ჭიანჭველა ძვირადღირებულ ალმასს პირდაპირ მაღაზიიდან.


ბრილიანტი უფრო მეტს იწონიდა ვიდრე ჭიანჭველა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი მის შესაჩერებლად, იგი პერიოდულად ცდილობდა მოძრაობის ტრაექტორია შეეცვალა, რაც ეხმარებოდა ძალების სწორად გამოყენებაში.


სამწუხაროდ, ისტორია ბოლომდე არაა ჩვენთვის ცნობილი, საინტერესოა, რა ბედი ეწია მას.


ჭიანჭველებს შეუძლიათ მათზე ბევრად მძიმე წონის მასა გადაადგილონ ისე, რომ წონაწორობა არ დაარღვიონ. გარდა ამისა, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთ ჭიანჭველას შეუძლია მის მასაზე 50-ჯერ მეტი წონის ობიექტები გადაადგილონ.



მსოფლიოში 12 000 სახეობის ჭიანჭველა არსებობს.




0
336
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0